მედია პროფილები

გოთუას ქ. # 3, თბილისი

(032) 2 37 79 69

(032) 2 38 79 69

გაზეთი "რეზონანსი"

გაზეთი „რეზონანსი“ ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1990 წლიდან გამოდის.  

„რეზონანსის“ რუბრიკებია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, კულტურა, უცხოეთი და სპორტი. გაზეთი ყოველ ორშაბათს გვთავაზობს საგაზეთო დამატებას „ბიზნეს-რეზონანსი“.

დამფუძნებლები  იყვნენ: მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მაჭარაძე და ალექსანდრე რუსეცკი. გაზეთი ყოველკვირეული იყო და რუსულ ენაზე გამოიცემოდა. 1992 წლიდან "რეზონანსი" ქართულენოვანი გახდა და პერიოდულობაც შეიცვალა -  კვირაში სამჯერ იბეჭდებოდა.  

გაზეთ “რეზონანსს” რამდენჯერმე შეეცვალა გამომცემელი კომპანია და/ან კომპანიას შეეცვალა სახელი:  გაზეთს სხვადასხვა დროს გამოსცემდნენ: შპს „რეზონანსი“ (3/11/1995); შპს „ექსპრეს-ინტერვიუ“ (25/05/1996 წელს შპს გაზეთ „რეზონანსს“ შეეცვალა სახელწოდება);  2004 წლიდან გაზეთთან დაკავშირებული კომპანიების 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ზურაბ მაჭარაძე: შპს „ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი“ (25/03/2004);   

შპს „გაზეთი რეზონანს ვიქლი“ (05/03/2008); შპს „გაზეთი ახალი რეზონანსი“ (11/07/2014); შპს „გაზეთი რეზონანსი პლუსი“ (11/07/2015);  შპს „გაზეთი ბიზნეს რეზონანსი“ (20/12/2007); გაზეთის გამომცემელი კომპანიიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ასევე არის:  შპს „საინფორმაციო სააგენტო რენიუსი“ (05/03/2008) და  შპს „გაზეთი რადიო 105“ (05/03/2008) 100 პროცენტიანი წილის მფლობელი; 2008 წლიდან მისი კომპანია შპს „ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი“ ფლობს  შპს „თქვენი ფოსტალიონის“ 100 პროცენტიან წილს.

გაზეთ "რეზონანსს" 2015 წელს საბიუჯეტო რეკლამის სახით 80 057 ლარი აქვს მიღებული.

შპს "ყოველდღიური გაზეთი რეზონანსი"

2004 წლის 25 მარტიდან - დღემდე - ზურაბ მაჭარაძე 100%

 

შპს "გაზეთი რეზონანსი"

2006 წლის 11 დეკემბერი - შპს "გაზეთი რეზონანსის" საფირმო სახელწოდება შეიცვალა და გახდა შპს "ექსპრეს-ინტერვიუ"

2002 წლის 9 სექტემბერი - ზურაბ მაჭარაძე 100% 

1996 წლის 24 მაისი - ზურაბ მაჭარაძე, მალხაზ რამიშვილი 
 

შპს „გაზეთი ბიზნეს-რეზონანსი“

2007 წლის 20 დეკემბერი - დღემდე - შპს გაზეთი „ბასტა“ 100%

წელისაბიუჯეტო შემოსავლებიტირაჟი
201776 626 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)მითითებული არ არის
201691 992 ლარიმითითებული არ არის
201580 057 ლარიმითითებული არ არის

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.