საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში
შესავალი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგის პროცესში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი -MDF 2014 წლიდან ახორციელებს, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ცალკეული სამინისტროები და მათ დაქვემდებარებული იურიდიული პირები კონტრაქტებს ისეთ მედია საშუალებებთან აფორმებდნენ, რომლებიც სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობას აღვივებენ[1]. მედიის განვითარების ფონდის მიერ 2014-2015 წლებში ჩატარებულიმედია მონიტორინგი[2] იმასაც ცხადყოფს, რომ ეს მედიები ანტიდასავლური განწყობებითაც გამოირჩევიან. გარდა ამისა, ზოგიერთი სამინისტრო[3] ასეთ მედია საშუალებებთან ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებს.
წინამდებარე კვლევა სწორედ ასეთი მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის პრობლემას ასახავს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია. პრეცედენტული გადაწყვეტილებით, რომელიც MDF-ის სარჩელის საფუძველზე 2015 წლის 11 ივნისსთბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე შოთა გეწაძე) მიიღო[4],დადგინდა სტანდარტი, რომელიც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელ ორგანიზაციებს ავალდებულებს, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს. გადაწყვეტილების აღსრულება და ამ პრეცედენტის სხვა უწყებებზე განვრცობა შესაძლებელს გახდის, სსიპებისა და ააიპების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს.
კვლავ სირთულეს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება, რაც MDF-ის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მიმართვის და საქმის არსებითი განხილვის შედეგად გახდა შესაძლებელი.ინფორმაციის სრულფასოვნად მოძიება ვერცსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაშია შესაძლებელი. მაგალითად,მედია-კავშირ „ობიექტივთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის ღვინის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში იძებნება და არ არის ხელმისაწვდომი იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროვებასთან დაკავშირებულ მიმართვებზე არ რეაგირებს. ამ გარემოებების გამო, საჯარო ინფორმაცია, ერთი მხრივ, არასრულია, მეორე მხრივ კი, საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირების ამოცანა დროსთან და დამატებით ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.
1. კვლევის მეთოდოლოგია
წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემების, მედია საშუალებებზე დაკვირვების, არსებული კვლევების მეორადი ანალიზის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე.
სამინისტროებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და ააიპებიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია 2013-2014 წლებში მედია საშუალებებში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ცალკეული მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ. წინამდებარე კვლევა მხოლოდ იმ მედია საშუალებებს ეხება, რომლებიც სხვადასხვა იდენტობის ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და სიძულვილის ენას აღვივებენ.
შესწავლილი იყო ასევე საერთაშორისო რეგულაციები, რომლებიც საჯარო ხელისუფლების ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, მათ შორის ფისკალურ ურთიერთობებს და ამ თვალსაზრისით სახელმწიფოების ვალდებულებებს განსაზღვრავს.
2013-2014 წლების მონაცემების გარდა, გამონაკლისის სახით კვლევაში 2015 წელს გადაცემა „ეტალონისთვის“ გამოყოფილი თანხები შევიდა. აღნიშნული გადაცემა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში გადის და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევით ფინანსდება. 2015 წლის სრულ მონაცემებს ჩვენ მომდევნო კვლევაში ავსახავთ. მოცემულ შემთხვევაში „ეტალონის“ მაგალითი კანონმდებლობის დარღვევის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი.
ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მედია, რომელიც სიძულვილის ენას და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობას აღვივებს? |
2. საერთაშორისო პრაქტიკა
უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მედია, რომელიც სიძულვილის ენას და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლოას აღვივებს?
ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) აქვს. კერძოდ, რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ECRI-ის რეკომენდაციებში #7[5] წევრი სახელმწიფოების მიმართ შემდეგ ჩანაწერს ვხვდებით:
9. “კანონმდებლობამ უნდა დაავალდებულოს საჯარო ხელისუფლება, რომ ის მხარეები, რომლებთანაც აფორმებს კონტრაქტებს, ვისზეც გასცემს სესხებს, გრანტებს ან სხვა სარგებელს, იცავენ და ხელს უწყობენ არადისკრიმინაციულ პოლიტიკას. კერძოდ, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლება უფლებით, რომ მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა და ხელშეწყობა კონტრაქტების, სესხების, გრანტების ან სხვა სარგებლის გაცემის წინაპირობად აქციოს. კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ასეთი წინაპირობის დარღვევის შემთხვევაში, კონტრაქტის, გრანტისა და სხვა სარგებლის შეწყვეტა.“[6]
16. „კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ვალდებულებას, შეუჩეროს საჯარო დაფინანსება ორგანიზაციებს, რომლებიც რასიზმს აღვივებენ. იქ, სადაც პოლიტიკური პარტიების საჯარო დაფინანსების სისტემა მოქმედებს, ასეთი ვალდებულება უნდა მოიცავდეს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის საჯარო დაფინანსების შეწყვეტას, რომლებიც რასიზმს აღვივებენ.“[7]
3. სტატისტიკური მონაცემები
იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან(იხ. დანართები გვ. 35),რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი - არასრული მონაცემი[8]), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი).
შპს „ეტალონ-მედიას“ 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.
დიაგრამა 1. საბიუჯეტო დაფინანსება მედია საშუალებებისთვის, რომლებიც სიძულვილის ენას აღვივებენ (2013-2014 წლები, ნაწილობრივი მონაცემები 2015 წლისთვის).
ეს მონაცემებიც არასრულია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპები და ააიპები მონაცემებს არ ასაჯაროვებენ. მაგალითად, ა(ა)იპი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა კონსოლიდირებული მონაცემები იმის შესახებ, რომ 2013-2014 წლებშიმედიასაშუალებებს[9], მედია გაერთიანებებსა[10] და კომპანიებს[11]სულ 1 043 845,57 ლარიგადაურიცხა. სააგენტოს მიერ მოწოდებულ მედია საშუალებების ჩამონათვალშიგაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკაც“ ფიგურირებენ, თუმცა, სააგენტომ უარი თქვა შესაბამისი ხელშეკრულებების გადმოცემაზე, რის გამოც ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობით თანხა გადაირიცხა თითოეული სუბიექტისთვის, მათ შორის „ალია“ ჰოლდინგში შემავალ ორგანიზაციებისთვის.
11 ივნისსთბილისისსაქალაქოსასამართლომ (მოსამართლეშოთაგეწაძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - დააკმაყოფილა მედიისგანვითარებისფონდისსარჩელისოფლისმეურნეობისსამინისტროსმიმართ და ააიპსოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტოს - აღნიშნული ინფორმაციისგასაჯაროვებადაავალა.
სამართლებრივი დავების სტატისტიკა. MDF-მა საჯარო ინფორმაცია მედიაში რეკლამის განთავსების ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხების შესახებ 122 საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვა: 19 სამინისტრო, საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და გამგეობები (30), 70 სსიპი და ააიპი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების და საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გადმოგვცეს. 69 სსიპიდან და ააიპიდან 13 იურიდიულმა პირმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, აქედან ამ ეტაპზე 6 გასაჩივრდა, 7-ის[12] გასაჩივრება კი მომავალში იგეგმება. 6 სასამართლო დავიდან 1 პროცესი მედიის განვითარების ფონდის სასარგებლოდ დასრულდა და სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს საქალაქო სასამართლომ ინფორმაციის გასაჯაროება დააკისრა, 4 შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ებმა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ MDF-ს საჯარო ინფორმაცია მიაწოდეს. 1 დავა სააქციო საზოგადოება ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიმართ სასამართლო განხილვის სტადიაშია.
4. მედია-კავშირი „ობიექტივი“
მედია-კავშირ „ობიექტივს“ საჯარო დაწესებულებებიდან სარეკლამო მომსახურებისადა გადაცემის მომზადებისთვის დაფინანსება როგორც პირდაპირ აქვს მიღებული, ასევე ირიბად. კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული მონაცემების თანახმად, 2015 წელს შპს „ეტალონ-მედიას“ გადაცემის მომზადებისა და ეთერში გაშვების მიზნითკონტრაქტები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთანაქვთ გაფორმებული, რაც თავის მხრივ, კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემული მონაცემები არასრულყოფილია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, გარკვეულმა უწყებებმა ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს (იხ. გვ. 8).
ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის მედიის განვითარების ფონდისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, 2013 -2014 წლებში მედია-კავშირ „ობიექტივს“ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული აქვს 52 167,84 ლარის ღირებულების საკონტრაქტო მომსახურება, ხოლო შპს „ეტალონ-მედიას“, რომლის მიერ სახელმწიფო უწყებებთან კონტრაქტების საფუძველზე მომზადებული გადაცემა ამჟამად „ობიექტივის“ ეთერში გადის, 2015 წელს - 68 616.01ლარის ღირებულების.
ცალკეული უწყებების მიხედვით ეს მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
ცხრილი 1. მედია-კავშირ„ობიექტივთან“ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება
ცხრილი 2. შპს„ეტალონ-მედიასთან“საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება
4.1. „ეტალონი“ „ობიექტივის“ ეთერში
გადაცემა "ეტალონი" ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში 2015 წლის 9 მაისიდან კანონმდებლობის დარღვევით გადის, რადგან მისი სპონსორები ადმინისტრაციული ორგანოები არიან, რომელთაც მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, გადაცემების დაფინანსება ეკრძალებათ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, შპს "ეტალონი-მედია" შემსყიდველებს ორი სახის მომსახურებას სთავაზობს - სასპონსოროს და გადაცემაში სტუმრად მიწვევის.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის (მუხლი 661. მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა) მიხედვით კი:
მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა
"აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა."
661 მუხლის მე-3 პუნქტი გამონაკლისს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის აწესებს, მე-2 პუნქტი კი შემდეგ შემთხვევებზე:
გამონაკლისი:
"ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით".
მაუწყებლობის შესახებ კანონის 67-ე მუხლის (სპონსორობის დაუშვებლობა) პირველი პუნქტიკი მკაფიოდ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროგრამის სპონსორობა იკრძალება:
სპონსორობის დაუშვებლობა
"ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები."
აღსანიშნავია, რომ ყველა საჯარო უწყებას შპს „ეტალონი-მედიის“ მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული კლასიფიკატორების (კოდები)მიხედვით აქვთ შეძენილი. მხოლოდ ადიგენის, ონის, ხულოს და კასპის მუნიციპალიტეტებს აქვთ „ეტალონისგან“ სარეკლამო მომსახურება გატარებული სატელევიზიო და რადიო მომსახურების (CVP 92200000) კოდით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას -სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების (CVP 79340000) კოდით. სხვა შემთხვევებში იდენტური მომსახურება ხელშეკრულებებში როგორც კულტურული ღონისძიებების ორგანიზება (CVP79952100), ჯგუფური თამაშები (CVP 37524400), საგანმანათლებლო თამაშები (CVP 37524100), ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა (CVP 79300000), სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები (CVP 79900000), გადაღება სტუდიის პავილიონში (CVP 79961350), ღონისძიების ორგანიზება (CVP 79952000) არის იდენტიფიცირებული.
აღნიშნული კონტრაქტები კი შემდეგ მომსახურებას ითვალისწინებს: "დამკვეთისმონაწილეობითგადაცემისთვისკითხვებისმომზადება, გადაცემისჩაწერა, მისიმონტაჟიდაეთერშიგანთავსებასა და დამკვეთისმიერშერჩეულიმოსწავლეებისწარმოჩენასგადაცემისფორმატისშესაბამისად“. ეს მომსახურება მაუწყებლობის კანონის 661 მუხლით აკრძალულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას“წარმოადგენს. ხელშეკრულება შეიცავს ადმინისტრაცული ორგანოს მიერ სარედაქციო საქმიანობასა და შემოქმედებით პროცესში ჩარევის დებულებებს, რაც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 29.2 მუხლის (მაუწყებლისსარედაქციოდამოუკიდებლობისადმიწაყენებულიმოთხოვნები) დარღვევაა.
მუნიციპალიტეტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ პირობებთან ერთად,სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან გაფორმებულ კონტრაქტში დამატებით ასეთ მომსახურებასაც ვხვდებით:
- გადაცემის დაწყებისას და გადაცემის ჭრაში (მინიმუმ ერთხელ) დამკვეთის ვიდეორგოლის განთავსება (8-11წამი); ფოტოზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზაქარია ენდელაძე გადაცემა „ეტალონში“, მედია-კავშირი „ობიექტივი“, 23 მაისი, 2015 13
- გადაცემაში სტუმრის სტატუსით შემსყიდველის პასუხისმგებელი პირების მიწვევა (მომსახურების პერიოდში არანაკლებ 2-ჯერ), სადაც სტუმარს ექნება საშუალება მოკლედ ისაუბროს თავისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილ პროექტებზე;
- შემსყიდველის სტუდენტების მოწვევა გადაცემაში (მომსახურების პერიოდში 2-ჯერ) და მათი ვიზუალური გამოჩენა გადაცემის მსვლელობის დროს;
- შემსყიდველის ორგანიზაციის ვიზუალური ბანერის (2 ცალი) განთავსება გადაცემის სტუდიაში და მათი ვიზუალური გამოჩენა გადაცემის მსვლელობის დროს;
- ყოველ გადაცემაში შემსყიდველის და მისი სლოგანის გამოცხადება და შემსყიდველის ორგანიზაციის ლოგოს ამონათება (ყოველ გადაცემაში მინიმუმ ერთხელ).
თითქმის იდენტურ მომსახურებას ითვალისწინებს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც. "რეკლამის შესახებ" კანონის მიხედვით (მუხლი 13. სპონსორობა):
სპონსორობა
"სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული, შესაბამისად, – რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს, ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვთ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით".
შპს „ეტალონთან“ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები თავისი არსით წარმოადგენს სასპონსორო მომსახურებას და მაუწყებლობის შესახებ კანონის 661 ( მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა) და 67-ე (სპონსორობის დაუშვებლობა) მუხლების დარღვევას. ასევე სახეზეა რეკლამის გამავრცელებლის საქმიანობაში ჩარევა, რადგან ხელშეკრულება შეკითხვების მომზადებასა და სტუდენტების შერჩევაში დამკვეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.
გარდა ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისა, სახეზეა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) რეკომენდაციებთან შეუსაბამობა, რადგან შპს „ეტალონის“ მიერ მომზადებული გადაცემა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში გადის, რომელიც სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და შპს „ეტალონს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ძირითადად მედია-კავშირი „ობიექტივი“ არ ფიგურირებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კონტრაქტებში გადაცემის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსების ვალდებულებას ვხვდებით, სადაც „ეტალონი“ 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 11 აპრილის ჩათვლით გადიოდა. შსს აკადემიასთან 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების ოქმის თანახმად კი, „ეტალონი-მედია“ იღენს ვალდებულებას, რომსარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში განახორციელებს.
დანართი 1. შეთანხმების ოქმი შსს აკადემიასა და შპს „ეტალონ-მედიას“ შორის გადაცემა „ეტალონის“ მედია-კავშირ „ობიექტივის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით.
მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეროგატივაა. „რეკლამის შესახებ“ კანონის 171 მუხლის (კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში) მიხედვით, სამაუწყებლო რეკლამის კონტროლს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს:
კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში
„სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.“
იდენტური შემთხვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 26 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა და წერილობითი გაფრთხილება მისცა, რისი საფუძველიც პირველი არხის ეთერში ადმინისტრაციული ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შსს-ს აკადემიის მიერ გადაცემა "ეტალონის" სპონსორობა გახდა[16]. მარეგულირებლის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიში, სადაც „ეტალონის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის პრობლემაა იდენტიფიცირებული[17].
4.2. ობიექტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც თავადაც გამოირჩევა ჰომოფობიური რიტორიკით, იმავდროულად მედია-კავშირ „ობიექტივის“ შუადღის გადაცემის თანაწამყვანია.
გიორგი ფოფხაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ბრიუსელის ბიუროში კორესპონდენტის თანამდებობაზე2014 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა, რასაც უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკული შეფასებები მისი ადრინდელი ჰომოფობიური განცხადებების გამო მოჰყვა[18].
საზოგადოებრივ მაუწყებელში დანიშვნამდე გიორგი ფოფხაძე ევროპაში მედია-კავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი იყო, თუმცა, როგორც „ობიექტივის“ პროგრამული ბადიდან ირკვევა, აღნიშნულ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა მას არც შემდგომში შეუწყვეტია. იგი ამჟამად გადაცემა „შუადღის“, რომელიც შაბათ-კვირის გარდა, „ობიექტივის“ ეთერში ყოველდღიურად, 14:30-16:30 საათზე გადის, ერთ-ერთი თანაწამყვანია[19].
დანართი 2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი პარალელურად მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „შუადღის“ წამყვანია („ობიექტივის“ ვებ-გვერდზე წამყვანების საძიებო სისტემის მიხედვით).
აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს „ობიექტივის“ წამყვანად მუშაობისას? |
მაუწყებლობის შესახებ კანონის 23 მუხლის 6 პუნქტის თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს არეგულირებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან“.თუმცა, როგორც „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილიც განმარტავს, გიორგი ფოფხაძის თანამშრომლობა „ობიექტივთან“ ანაზღაურებად საწყისებზე არ ხდება და ის ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, მართალია, კანონის პირდაპირი დარღვევა არ იკვეთება, თუმცა ინტერესთა კონფლიქტი მაინც სახეზეა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებ-გვერდზე, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“რუბრიკაში „ჩვენი გუნდი“ კორესპონდენტთა და ჟურნალისტთა შორის გიორგი ფოფხაძე არ ფიგურირებს[20]. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ბრიუსელის ბიუროს მიერ მომზადებული სიუჟეტების რაოდენობის შესახებ, იმ მოტივით, რომ საარქივო სისტემაში მასალების არა გვარით და სახელით, არამედ მოვლენისა და თემატიკის მიხედვით მოძიება იყო მხოლოდ შესაძლებელი.
ევროკავშირთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმების, ევროპის ქვეყნებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისგაშუქების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ძირითად გადამღებ ჯგუფს თბილისიდან აგზავნის. ამ მიმართულებით კი მეტწილად„მოამბის“ ბრიუსელის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა მუშაობს, რომელიც ამჟამად თბილისში საქმიანობს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების გაშუქების მიზნით, მისი თბილისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში მივლინებადა შესაბამისი ხარჯების გაწევა ხდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი კი ყოველდღიურ რეჟიმში ერთვება მედია-კავშირ „ობიექტივს“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯზე „ობიექტივის“ წამყვანის დაფინანსება ხდება. საზოგადოებრივ მაუწყებელში ბრიუსელის ბიუროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 4300 ლარს შეადგენს.დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების არგამჟღავნების საბაბით, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს რამდენ საშტატო ერთეულზეა განკუთვნილი ეს თანხა და რა ანაზღაურებაა განკუთვნილი თითოეულ საშტატო ერთეულისთვის.
გარდა დაფინანსების ასპექტისა, ლეგიტიმურია უფლებადამცველთა პრეტენზიები, რომლებიც იმ შეუსაბამობაზე მიუთითებენ, რაც, ერთი მხრივ, გიორგი ფოფხაძის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და მეორე მხრივ, მაუწყებლობის კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს შორის არსებობს. კერძოდ, კანონის მე-16 მუხლის თანახმად:
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:
თ) „პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია“.
საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას, რაც ასოცირების ხელშეკრულების შემადგენლად იყო წარმოჩენილი, გიორგი ფოფხაძემ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ (5-11 მაისი, 2014)ინტერვიუში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა:
გიორგი ფოფხაძე: „სოსო ჯაჭვლიანმა არ შემოიტანა ტერმინი „მესაჯდომეები“ და ხმალამოღებული არ იბრძოდა პედარასტების წინააღმდეგ?! არადისკრიმინირებული საქართველო, უკანალით შევდივართ ევროპაში?.. ევროპის ტრაკი კარით არა მხოლოდ შევაღეთ, ისე წინ წავედით, უკვე იქა ვართ!.. თან უკუსვლით მივდივართ და თან საჯდომით“.
გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ (27 აპრილი-3 მაისი, 2015)არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას, რომლებიც ხშირად ანტიდასავლურ კონტექსტში, უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ, დაქირავებულ აგენტებად არიან წარმოჩენილები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
გიორგი ფოფხაძე: „უნდა შეისწავლონ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები და კანონმდებლობით აკრძალონ უცხოური რესურსებით ნასაზრდოები ორგანიზაციები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. საფრანგეთში არავინ დაუშვებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საუდის არაბეთიდან, ან თუნდაც ამერიკიდან ფინანსდებოდეს!“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის ბიუროს კორესპონდენტის პარტიულ კავშირებსა და მის მიერ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების ადვოკატირების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე მეტყველებს 29 ივნისსგაზეთ „კვირის ქრონიკაში“[21]და სხვა ონლაინ გამოცემებში გავრცელებული გიორგი ფოფხაძის კომენტარი[22], რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშს შეეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აღწერს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში მის მიერ გაწეულ ლობისტურ საქმიანობას, რასაც მისივე თქმით, ირმა ინაშვილის [პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი] მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ახორციელებს.
გიორგი ფოფხაძე: „მართლაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი სტრასბურგიდან რომ წამოვედი. მატარებელში ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი, რისთვის ვიშლი ნერვებს, რას დავდივარ, რისთვის ვაკეთებ ამ საქმეებს, თუ ეს ხალხი [საქართველოს ხელისუფლება] გვერდით არ გიდგას და პირიქით. მხოლოდ ჩვენ დავრჩით, მე და ინაშვილი, ვინც ჩვენი ხარჯებით დავდივართ ევროპაში და ველაპარაკებით იქაურ პოლიტიკოსებს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი“,
მაუწყებელთა კოდექსის მე-29 მუხლის (მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები) თანახმად:
მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები
7. „ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.“
კოდექსის 30-ე მუხლის (სახელმძღვანელო რეკომედაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ) თანახმად კი:
სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ
1.„მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას. 3. ჟურნალისტი არ შეიძლება მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. 4. მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ.“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22.1 მუხლის (პირადი საქმიანობა და ინტერესთა კონფლიქტი) თანახმად:
პირადი საქმიანობა და ინტერესთა კონფლიქტი
„სსმ-ის ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები."
2015 წლის 6 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭომ გაავრცელა მიმართვა[23] სამეურვეო საბჭოსა და მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე და მათ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ბრიუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლისა და პროცესის საჯაროობისკენ მოუწოდა.
4.3. ობიექტივი და ერთობლივი სამთავრობო პროექტები
მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლობაზე მეტყველებს სხვადასხვა ფორმატის გადაცემები, რომლებიც აღნიშნულ არხზე გადის. მაგალითად, 2014 წლის ზაფხულის თვეში, ხუთშაბათობით, „ობიექტივის“ ეთერში გადაცემა "ღამის სტუდიის" პირველი ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "ობიექტივის" ერთობლივ პროექტს ეთმობოდა. გადაცემას სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირები სტუმრობდნენ (მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი[24]).
სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათ აღნიშნული გადაცემის მომზადებაში თანხა არ გადაუხდიათ. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდევარებული ააიპის მიერ მედიაში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე საჯარო არ არის.
მეორე უწყება, რომელიც „ობიექტივთან“ თანამშრომლობს და ერთობლივი პროექტების განხორციელების დაფინანსებას უარყოფს,საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროა.„ობიექტივის“ ეთერში, „ღამის სტუდიაში“ გაზაფხულზე გადიოდა ერთობლივიტელე-პროექტი, სადაცსამინისტროსსაქმიანობაზე უწყებისწარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა მიმდინარეობდა[25].
„ობიექტივის“ ეთერში ყოველ კვირას, 21:30 სთ-ზე გადაცემა „პრემიერ-მინისტრის საათი“ გადის, სადაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერის შეხვედრებია მიმოხილული.
ამასთანავე „ობიექტივის“ რადიო და ტელე ეთერში გადაცემა „კულტურის საათი“ მიჰყავს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმა ჯაიანს, რომლისჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა[26]:
დიმა ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, „ობიექტივის“ წამყვანი: „ბოდიში და პედარასტობა არ არის ევროპა! და თუ ევროპა პედარასტობაა, მაშინ მე არ მინდა ასეთი ევროპა!“
აღნიშნულ თანამდებობაზე დიმა ჯაიანი 2013 წელს დაინიშნა, მანამდე ის ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული ორგანიზაციის „სახალხო კრების“ წევრი იყო.
4.4. „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები
მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები[27] ცხადყოფს, რომ „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი მედია საშუალებებიიდენტური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან და ანტიდასავლური განწყობების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის, ასევე ჰომოფობიის გაღვივების მხრივ ლიდერობენ (იხ. დანართები გვ. 35). იგივე მედია საშუალებები ყველაზე მეტად ეყრდნობიან რუსულ წყაროებს, რომლებიც ფასეულობებთან დაკავშირებული მცდარი ინტერპრეტაციების გარდა, ხშირად ინფორმაციის ფაბრიკაციის მეთოდს მიმართავენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახდენენ.
ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა 1. ასახავს რუსულენოვან წყაროებს, რომელსაც მედია-კავშირი „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) , ასევე „საქინფორმი“ გაშუქების დროს (თებერვალი, 2014-2015) ეყრდნობოდნენ[28].
ინფოგრაფიკა 1.
რუსულენოვანი ფილმები კანონმდებლობის დარღვევით. რუსულენოვანი ფილმების ეთერში განთავსება მედია-კავშირ „ობიექტივში“ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევით ხდებოდა. კერძოდ, 2015 წლის 22 მარტს ანდრეი კონდრაშოვის ფილმი “ყირიმი - გზა სამშობლოსკენ”, ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმი “პრეზიდენტი” რუსულ ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების განთავსების გარეშე გავიდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 51 თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული", ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი(გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით". კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".
მედიის განვითარების ფონდმა 19 მაისს მარეგულირებელ კომისიას მიმართა და მედია-კავშირ "ობიექტივის"ეთერშირუსულენოვანიფილმების გაშვების დროს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მარეგულირებლის შესაბამისი დადგენილების დარღვევის ფაქტის შესწავლა მოითხოვა[29]. აღნიშნული საკითხზე მარეგულირებელმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
Geworld.ge და საქინფორმი. „ობიექტივის“ გარდა, რუსულენოვან წყაროებს მედია-კავშირის პარტნიორებიGeworld.ge და „საქინფორმი“ ეყრდნობოდნენ, რომლებიც ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და სიძულვილის ენის, ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და ანტიდასავლური განწყობების მხრივ ამ ანგარიშში მოყვანილ სხვა გამოცემებთან ერთად ლიდერობენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის -IDFI მიერ მომზადებულ კვლევაში „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე“[30] საუბარია პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მიერ დაფუძნებული მედიების კავშირებზე სხვადასხვა მედია საშუალებებთან, მათ შორის მედია-კავშირ „ობიექტივთან“. აღნიშნული კვლევის თანახმად, ინტერნეტ-პორტალების Geworld.ge -სა და „საქინფორმის“ გამომცემელია ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“,რომელიც თავის მხრივ,„ევრაზიისინსტიტუტის“ პარტნიორია. ევრაზიის ინსტიტუტი საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.
“ობიექტივის“ ტელე და რადიო ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 11:30-ზე გადაცემა „საქართველო და მსოფლიოს საათი“გადის, რომელიც აუდიტორიას გაზეთის ყოველკვირეულ მიმოხილვას სთავაზობს. გამოცემა მკვეთრად გამოხატულ ანტიდასავლურ და ქსენოფობიურ განწყობებთან ერთად, ფართოდ აშუქებს თემებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ონლაინ პორტალის ფურცლებზე დაიბეჭდა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიმართვა Geworld.ge-ის დამფუძნებელი ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობისადმი“[31].
Geworld.ge -თან ინტენსიურად თანამშრომლობს „ობიექტივის“ თოქ-შოუ „ღამის სტუდიის“ ერთ-ერთი წამყვანი ვალერი კვარაცხელია, რომელიც ამავე დროს კრემლთან დაახლოებული ორგანიზაციების „ისტორიული მემკვიდრეობის“ და „გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის“ მიერ საქართველოში ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული[32].
ასავალ-დასავალი. „ობიექტივის“ ტელე და რადიო ეთერში კიდევ ერთი გამოცემის ტირაჟირება ხდება, რომლიც სიძულვილის ენითა და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. ყოველ ორშაბათს, 11:30სთ-ზე ეთერში გადაცემა „ასავალ-დასავალის საათი“გადის. აღნიშნული გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნო-ნაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი ღიად პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია.
4.5. „ობიექტივი“ და პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი. „ობიექტივის“ სალიცენზიო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 11 ივლისს შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის #B62 და #B114ლიცენზიების ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართეს. შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ 28.50 პროცენტის მფლობელი, 2013 წლის მონაცემებით, ირმა ინაშვილი არის.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის #511/5 გადაწყვეტილებიდან (16 აგვისტო, 2013) ირკვევა, რომ ლიცენზიის გადაცემის დროს ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ გამგეობის წევრები ირმა ინაშვილი, მამუკა გობეჩია და რეგან თელოიანი იყვნენ.მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკაშვილი შესაბამისობის დეკლარაციით ადასტურებდა, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს არ წარმოადგენდნენ.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის თანახმადკი, მოქალაქეთა გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 19 დეკემბერს გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დამფუძნებელი ყრილობის ოქმის თანახმად, არის დავით თარხან-მოურავი, ხოლო პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივნის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ვინაობებიდაშტრიხულია და მათი დადგენა, დოკუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელია. პარტიას არ აქვს ვებ-გვერდი, სადაც ამ მონაცემების გადამოწმება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა თავად მედია-კავშირ „ობიექტივის“ ინფორმაციებში ირმა ინაშვილს პატრიოტთა ალიანსის გენერალურ მდივნად მოიხსენიებენ[33], ხოლო მამუკა გობეჩია, რომელიც ლიცენზიის გადაცემის მომენტისთვის (16 აგვისტო, 2013) ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ გამგეობის წევრი იყო, კვირაობით, 16:30სთზე არხის ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ აზრს“ უძღვება და პატრიოტთა ალიანსის სახელით საუბრობს („მიხარია, რომ წარმოვადგენ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას“).[34] პატრიოტთა ალიანსის სახელით საუბრობს მამუკა გობეჩია „პალიტრა TV“-ის ეთერშიც[35] 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შეფასებისას და შემდეგს აცხადებს:
მამუკა გობეჩია, პატრიოტთა ალიანსი, „ობიექტივის“ წამყვანი: „ჩვენ [პატრიოტთა ალიანსი] არა ვართ ახალი პოლიტიკური გაერთიანება, მინდა გითხრათ... ეს არის ადამიანების გუნდი, რომლებმაც 2003 წელს შექმნეს მედია-კავშირი „ობიექტივი“.
დანართი 3. პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ წესდება“, გენერალური მდივნის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის სახელი და გვარი დაშტრიხულია საჯარო რეესტრის მიერ.
იმის გამო, რომ საჯარო რეესტრი სრულყოფილად არ ასაჯაროვებს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, შეუძლებელია დავადგინოთ, ჰქონდათ თუ არა ლიცენზიის გადაცემის მომენტში ინტერესთა კონფლიქტი ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივს“, რომლის გამგეობის წევრები იმ დროს ირმა ინაშვილი და მამუკა გობეჩია იყვნენ.
საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ხსნის და აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილზე აკეთებს, რომლის თანახმად, ,,საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“.
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ (მუხლი 3) მკაფიოდ განმარტავს, რომ პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
პარტიის შექმნის და საქმიანობის საფუძვლები:
„ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.“
პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა, არჩევითობა და ანგარიშვალდებულება და მთლიანად პოლიტიკური პროცესის საჯაროობა პარტიის ხელმძღვანელი პირების ვინაობის გამჭვირვალეობასაც გულისხმობს, რაც საჯარო რეესტრმა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობრივად განმარტა და გენერალურ მდივანთან და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, გაასაიდუმლა პარტიის აღმასრულებელი ორგანოს - 9 კაციანი შემადგენლობაც, რომელიც პარტიის ყრილობის მიერ არის არჩეული. წინააღმდეგობრივია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისითაც, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივი სელექციურად არის გამოყენებული და ის პარტიის თავმჯდომარეზე არ ვრცელდება.
მედიაში ხელმისაწვდომი ინფორმაციების თანახმად კი, „ობიექტივის“ პოლიტიკური თოქ-შოუს „ღამის სტუდიის“ ერთ-ერთი წამყვანი სოსოზაალიშვილი ამავე დროს პატრიოტთა ალიანსის წევრიცაა. კერძოდ, „ამერიკის ხმის“ (22 დეკემბერი, 2012 წელი) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებელ ყრილობას შეეხება, სოსო ზაალიშვილი როგორც პატრიოტთა ალიანსის წევრი საუბრობს და აცხადებს, რომ მათიპოლიტიკური გაერთიანების მიზანი საქართველოშილიბერალიზმისდამარცხებაა[36].
„ობიექტივის“ საეთერო ბადის მიხედვით კი,არხზე გადაცემები პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებსაც მიჰყავთ: ორშაბათი (19:30) - გადაცემა „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“ - პატრიოტთა ალიანსის წევრი, ვაჟა ოთარაშვილი; სამშაბათი (16:30) - „მებრძოლ დევნილთა საათი“ - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ადა მარშანია; კვირა (16:30) - გადაცემა „პოლიტიკური აზრი“ - პატრიოტთა ალიანსი, მამუკა გობეჩია. ხოლო პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი თურქოფობიულ[37] და ანტიდასავლურ[38] განწყობებს ძირითადად „ობიექტივის“ ეთერით ტირაჟირებს:
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არასოდეს არავითარი სიკეთე თურქეთს არ მოუტანია არც საქართველოსთვის, არცერთი ევროპული ქვეყნისთვის, და საერთოდ, მსოფლიოში არავისთვის. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თურქეთი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც ანადგურებდა სახელმწიფოებს და ხალხებს... თურქეთს მხოლოდ აინტერესებს კვლავ საქართველოს დაპყრობა“.
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არასოდეს არავითარი სიკეთე თურქეთს არ მოუტანია არც საქართველოსთვის, არცერთი ევროპული ქვეყნისთვის, და საერთოდ, მსოფლიოში არავისთვის. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თურქეთი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც ანადგურებდა სახელმწიფოებს და ხალხებს... თურქეთს მხოლოდ აინტერესებს კვლავ საქართველოს დაპყრობა“.
5. სხვა მედია საშუალებები
რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში სხვა მედია საშუალებებსაც აქვთ მიღებული, რომლებიც ასევე გამოირჩევიან სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით. ეს მედია საშუალებებია: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63923, 33 ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები - გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48650 ლარი), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი).
საქართველოს რესპუბლიკა.ყველაზე მეტი თანხა მიღებული აქვს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“, რომელიც ადრე გაზეთ „კომუნისტის“ და „ახალი საქართველოს“ სახელით გამოიცემოდა. აღნიშნული გაზეთის მუდმივ მონიტორინგს მედიის განვითარების ფონდი არ აწარმოებს, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე ნომრის კონტენტანალიზმა გამოცემის ჰომოფობიური და ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკა ცხადყო. მაგალითად, „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის სათაურს და ფოტოილუსტრაციას მოვიყვანთ: „ნატო-ევროპისკენ მიმავალი გზა ქართველების უკანალზე გადის?“[39], "სანამ გავსოდომ-გავგომორდებით" „გაპედარასტებული ფრანცია, ვლადიმერ "მუჟიკი" და იურისტი ნახალოვკაში“[40], „გაჩინეთდება თუ გაჩინებულდება საქართველო?“[41] და სხვა.
აღნიშნულ გამოცემაში თანხები შემდეგ საჯარო დაწესებულებებს აქვთ გადარიცხული:
ცხრილი 3.გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ გაფორმებულიკონტრაქტების ღირებულება
„ალია“ ჰოლდინგი. საბიუჯეტო ორგანიზაციებს კონტრაქტები აქვთ გაფორმებული „ალია“ჰოლდინგთან, რომლის შემადგენლობა შემავალი გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ ასევე გამოირჩევიან სიძულვილის ენით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მხრივ. როგორც უკვე აღინიშნა, ეს მონაცემებიც არასრულია, რადგან ამ ეტაპზე ა(ა)იპი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღუსრულებია და არ მოუწოდებია მონაცემები იმის შესახებ, თუ რა თანხა იყო გათვალისწინებული 2013-2014 წლებშისააგენტოს მიერ მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული 1 043 845,57 ლარიდანგაზეთებისთვის „ალია“ და „კვირის ქრონიკა“.
„ალია“ჰოლდინგში შემავალ გაზეთებთან ხელშეკრულებები შემდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებს აქვთ გაფორმებული:
ცხრილი 4.„ალია“ ჰოლდინგთან გაფორმებულიკონტრაქტების ღირებულება
ასავალ-დასავალი. ყველაზე მცირე დაფინანსება საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, არსებული მონაცემების თანახმად, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ აქვს მიღებული, რომელიც ბეჭდურ მედიაში სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის მხრივ ლიდერობს. 2013 წელს აღნიშნულ გაზეთთან სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ს სოციალური მომსახურების სააგეტოს 1200 ლარზე აქვს გაფორმებული.
6. დასკვნები და რეკომენდაციები
კვლევის შედეგად შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
- მედიაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არაგამჭვირვალეობით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ მედიებს ეხება, რომელთა დეკლარირებული სარედაქციო პოლიტიკა სიძულვილის ენას, სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციას ეფუძნება. არსებული პრაქტიკა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ნორმებთან, რომლებიც სახელმწიფოების ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას განსაზღვრავენ.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში იკვეთება ვითარება, როდესაც საზოგადოებრივი არხის ხარჯზე სავარაუდოდ მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემის წამყვანის ირიბი დაფინანსება ხდება. ხოლო ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებთან არა მხოლოდ ღირებულებითი, არამედ პარტიული მიკერძოების სახისაც კი არის.
- ადმინისტრაციული ორგანოები არღვევენ კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლითაც მათ სატელევიზიო გადაცემების დასპონსორება და სარედაქციო საკითხებში ჩარევა ეკრძალებათ. ასეთი ურთიერთობები კი ხშირად ფორმალიზებულია ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული კონტრაქტების სახით.
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის საჯაროობის დებულებები პრაქტიკაში სირთულეებს აწყდება როგორც ინფორმაციის არგაცემის, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირებისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების შემთხვევაში, კანონმდებლობის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით.
- საჯარო რეესტრის მიერ საჯარო პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის არგაცემის გამართლება პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, წინააღმდეგობაშია პარტიების შექმნისა და საქმიანობის საჯაროობის ფუნდამენტურ პრინციპთან.
- სასამართლოებში ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავები დროში გაჭიანურებულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების დროულ ინფორმირებას.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია:
- საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა უწყებებმა გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) რეკომენდაციებში #7 ეროვნული კანონმდებლობის შესახებ და არ გაუფორმონ კონტრაქტები ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.
- ECRI-ისრეკომენდაციების საფუძველზე, შეიმუშავონ რეგულაციები, რომლებიც მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვასა და ხელშეწყობას კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქცევს.
- საბიუჯეტო დაწესებულებებმა საჯარო გახადონ მედიაში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხები და ასეთი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეაგირება მოახდინოს მონიტორინგი საბჭოს რეკომენდაციაზე და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა შეისწავლოს.
- კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას, რათა ყველა მაუწყებელს თანაბარიპირობები შეუქმნას; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთი გადაცემების დასპონსორების საკითხს, რომელთა გამოც მაუწყებელთა მიმართ ადმინისტრაციული დარღვევები უკვე მარეგულირებლის მიერ დადგენილია.
- ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გააფორმონ ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კანონმდებლობის საწინააღმდეგო ვალდებულებებს შეიცავს და ზოგ შემთხვევაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.
- საჯარო რეესტრმა სრულად გაასაჯაროვოს და ონლაინ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური პარტიების მონაცემები, ისევე როგორც ეს სხვა იურიდიული პირების შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
- პარლამენტმა გადახედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას არეგულირებს და საჯარო ინფორმაციის დროული მიღების ინტერესიდან გამომდინარე, შეამჭიდროვოს სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვის ვადები.
დანართები. ცხრილები და დიაგრამები მედია-მონიტორინგის ანგარიშიდან
ცხრილი 2. ჰომოფობიური გამოხატვა და გენდერული იდენტობის საკითხები მედია-საშუალებების მიხედვით
[1]„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.
http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf
„ჰომოფობია და გენდერული იდენტობა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.
http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Homophobia-GEO-web%20(1).pdf
[2]„ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf
[3]სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (იხ. გვ. 21)
[5]მიღებულია 2002 წლის 13 ოქტომბერს. http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/activities/GPR/EN/Recommendation_N7/ecri03-8%20recommendation%20nr%207.pdf
[6]იქვე გვ.6
[7]იქვე გვ. 7
[8]ანგარიშის გამოცემის მომენტისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა თანხის ხელშეკრულება ჰქონდა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მედიაში გადარიცხული 1 043 845,57 ლარიდან აღნიშნული გამოცემებისთვის.
[9]ინფო 9, ახალი ამბები - IPN, ჯეოჰოტნიუსი -GHN, პირველი, bpn, palitratv.ge, გაზეთები: რეზონანსი, ალია და კვირის ქრონიკა, კვირის პალიტრა, პრაიმ თაიმი, გურია ნიუსი (ჩოხატაურის მაცნე), Financial - ინტელიჯენს გრუპი, ორიონ ყალაბეგაშვილი" (სპექტრი).
[10]საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.
[11]მედია პორტი, MGI studio, UM Georgia, სტუდიო 123, კორ პროდაქშენი.
[12]შპს საქართველოს ფოსტა, შპს საქართველოს რკინიგზა, შპს საქაერონავიგაცია, შპს მექანიზატორი (მოგვაწოდეს არასრული ინფორმაცია), სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
[13]დოლარის გაცვლითი კურსი 2014 წლის მონაცემებით - 1.7659
[14]ადიგენის, დუშეთის, ყაზბეგის, მარტვილის, ონის, ხულოს, კასპის, ახმეტის, ზესტაფონის, ნინოწმინდა, შუახევი, სენაკის, ამბროლაური, აბაშის.
[15]შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადაცემის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გაშვებას ითვალისწინებდადა ეს ვალდებულება შემდგომში „ობიექტივის“ ეთერში განხორციელდა. თანხის ოდენობა გადაცემების შესაბამის ტელევიზიაში გასვლის მიხედვით არის გამოთვლილი.
[16]საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე #162/18, 26 მარტი, 2015
http://gncc.ge/ge/legal-acts/commission/solutions/2015-162-181.page
[20]http://www.1tv.ge/ge/tvshows/view/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94/30.html
[21]#26(702) 29.06.-05.07, 2015
[24]გადაცემის ინტერნეტ ვერსია: 10 ივლისი, 2014 http://obieqtivi.net/tv1.php?id=17724
[25]მაგალითად, გადაცემა, რომლისსტუმრებიარიან: ბავშვთადაახალგაზრდობისფონდისდირექტორისმოადგილისმოვალეობისშემსრულებელი, მათეგაბიცინაშვილიდაერთ-ერთისაგრანტოკონკურსისიმონაწილელევანფანგანი (5 მარტი,2015).
[26]„ასავალ-დასავალი“, 18-24 აგვისტო, „ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. (გვ. 43).
[27]„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.
http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf
„ჰომოფობია და გენდერული იდენტობა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.
http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Homophobia-GEO-web%20(1).pdf
[28]წყარო: ანტიდასავლური პროპაგანდა“, გვ. 19. მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf
[30]http://www.damoukidebloba.com/assets/up-modul/uploads/pdf/rusuli%20gavlena%20media%20da%20NGO-1.pdf
[31]http://www.geworld.ge/View.php?ArtId=1695&Title=dimitri+medvedevi:+Tqveni+iniciativa+drouli+da+aqtualuria&lang=ge
[32]http://www.damoukidebloba.com/assets/up-modul/uploads/pdf/rusuli%20gavlena%20media%20da%20NGO-1.pdf
[33]http://www.obieqtivi.net/news.php?id=56532#.VZktr0q1nxA.facebook
[34]5 ივლისი, 2015. http://www.myvideo.ge/?video_id=2598479
[35] 16 ივნისი, 2014 წელი.http://www.palitratv.ge/gadacemebi/reziume/46762-qreziumeq-stumrebi-irakli-tcyoidze-mamuka-gobechia.html (38:11 წთ-დან).
[37]ობიექტივი, ღამისსტუდია, 20 მაისი, 2014.გვ. 60.
„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.
http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf
[38]ობიექტივი, ღამისსტუდია, 21 მარტი, 2014.
„ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf
[39]#94, 23 მაისი, 2013
[40]#83, 3 მაისი, 2013
[41]#81, 1 მაისი, 2013
[42]აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტრო; აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; და სხვა ორგანიზაციები.