2015 წლის ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, Facebook ჯგუფის “13 ივნისისმოხალისეთა გაერთიანების“ ყველა ადმინისტრატორის პირადი გვერდი ერთდროულად დაიბლოკა, რამაც ჯგუფის გაუქმება გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნდა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.