მედია საქმეები

6 ნოემბერი, 2023 “ფორმულას” ჟურნალისტმა მასთან მიმართებით სუს-ის კრებსის ნამდვილობა დაადასტურა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა დაადასტურა, რომ მედიით გავრცელებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა დაადასტურა, რომ მედიით გავრცელებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) მოპოვებული ოპერატიული კრებსის ის ნაწილი, სადაც ის ფიგურირებს, ნამდვილია. ჟურნალისტის თქმით, ის 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, ამ საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

2021 წლის 1 აგვისტოს, ტელეკომპანია „ მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში - „მთავარი აქცენტები“ სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) მოპოვებული ოპერატიული კრებსი გაასაჯაროვა. გვარამიას განცხადებით, დოკუმენტი ადასტურებდა იმას, რომ სუს უკანონოდ, ფარულად უსმენდა სასულიერი პირებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევდა. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და 2020 წელს უკავშირდება.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 2021 წლის 9 მარტს დაიწყო. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, პროკურატურამ ნინო გელაშვილიც გამოკითხა.

ნინო გელაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)  იცავს. ჟურნალისტი 2023 წლის 5 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატთან ერთად გამოიკითხა. ამავე დღეს პროკურატურამ ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო.

2 ნოემბერი, 2023 “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტი სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საუბრობს

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)„ტვ მონიტორინგის“ განცხადებით, 2023 წლის 19 სექტემბერს მათ ჟურნალისტს, შოთიკო სადაღაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.  მათივე ცნობით, ჟურნ...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

„ტვ მონიტორინგის“ განცხადებით, 2023 წლის 19 სექტემბერს მათ ჟურნალისტს, შოთიკო სადაღაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.  მათივე ცნობით, ჟურნალისტმა სიუჟეტი ჭალის დასახლებაში ნანგრევებად ქცეულ შენობაზე მოამზადა, კომენტარისთვის მან გორის მერიის წარმომადგენელს მიმართა, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი მას ტელეფონზე, სავარაუდოდ, საჯარო მოხელე დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, ჟურნალისტმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. HRC-ის ცნობით, 2023 წლის 25 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ შოთიკო სადაღაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ბრალი კონკრეტული პირისთვის დღემდე არ წარუდგენიათ.

 

შოთიკო სადაღაშვილის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. ჟურნალისტი 2023 წლის 29 სექტემბერს ორგანიზაციის იურისტთან ერთად გამოიკითხა. 

2 ნოემბერი, 2023 სამედიცინო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხა

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2023 წლის 21 ივნისს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს სამედიცინო დაწესებულება „გორმედის...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2023 წლის 21 ივნისს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს სამედიცინო დაწესებულება „გორმედის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტის თქმით,  ადგილზე მისვლა მოქალაქეებმა სთხოვეს, რომლებიც სამედიცინო სერვისებთან შეზღუდულ წვდომას აპროტესტებდნენ. დაცვის თანამშრომელმა მედიის წარმომადგენლებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაღების საშუალება არ მისცა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ტელეკომპანიის ტექნიკის დამტვრევა სცადა.

მედიის წარმომადგენლებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია. 

 

ირაკლი კოშაძისა და თორნიკე გელიტაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. 2023 წლის 19 სექტემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული წერილის საფუძველზე HRC აცხადებს, რომ თორნიკე გელიტაშვილთან და ირაკლი კოშაძესთან გასაუბრების შემდეგ უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ გამოკვეთა, შესაბამისად, გამოძიება საქმეზე არ დაწყებულა. 2023 წლის 27 სექტემბერს HRC-მ გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

2 ნოემბერი, 2023 კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" წევრები „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)2022 წლის 5 ივლისს ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. კრემლისტური და ულტრამემარჯვენე პარტია - კონსერვატიული მო...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

2022 წლის 5 ივლისს ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. კრემლისტური და ულტრამემარჯვენე პარტია - კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “ტვ მონიტორინგის” წამყვანის განცხადებითა და გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მათივე თქმით, კრემლისტური პარტიის წევრებმა ტელევიზიის ტექნიკის დამტვრევა სცადეს, ისინი მედიის წარმომადგენლებს პასუხს მათი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გამო სთხოვდნენ. „ტვ მონიტორინგის“ ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ მათ ე.წ. აუზის ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ ჰქონდათ, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით სატელევიზიო ტექნიკის  წართმევა სცადა. HRC-ის ინფორმაციით, ამ დროს ჟურნალისტი და ოპერატორი საჯარო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 

"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტის და ოპერატორის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობის, დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და საქმის მასალების ასლების გადაცემის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. მოთხოვნა არც ზედამხედველ პროკურორს და არც ზემდგომ პროკურორს არ დაუკმაყოფილებია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შსს-სმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ხორციელდება, ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი არ ენიჭებათ, 2024 წლის 30 იანვარს შოთიკო სადაღაშვილისა და თორნიკე გელიტაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინეს. ორგანიზაციამ კონვენციის მე-10 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენა მოითხოვა (გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება). 

 

2 ნოემბერი, 2023 კასპის საკრებულო ჟურნალისტებს პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შე...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს ოპოზიციონერებთან და აქტივისტებთან ერთად სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით  ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს, მალხაზ მიქელაძესა და ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს გიორგი ახალკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზურგში ხელი ჰკრეს და ფეხებში დაარტყეს. HRC-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვლადიმერ ბიჭაშვილს, ოპერატორს ვლადიმერ მიხანაშვილს, ასევე, “ტვ მნიტორინგის” ჟურნალისტს, ირაკლი კოშაძესა და ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოს შენობაში მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, გენერალური პროკურატურისადმი არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა. საქმეზე გამოძიების სისხლის სამართლის 154-ე მუხლით (პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა) წარმართვის შესახებ მოთხოვნით HRC-მა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან მიმართვას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია . 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ,  ხოლო ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისა და  პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნისკენ მოუწოდა.

HRC-ის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ხორციელდება და ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი არ ენიჭებათ, 2024 წლის 24 იანვარს ვლადიმერ ბიჭაშვილის, ვლადიმერ მიხანაშვილის, გიორგი ახალკაცის, მალხაზ მიქელაძის, ირაკლი კოშაძისა და თორნიკე გელიტაშვილის საქმეზე ორგანიზაციამ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა, სადაც კონვენციის მე-3, მე-10 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას მოითხოვეს (წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

24 ოქტომბერი, 2023 ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრი თავს დაესხა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 2023 წლის 20 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრის მხ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

2023 წლის 20 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრის მხრიდან გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ.

ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ, ჟურნალისტი მარიამ რიგვავა და ოპერატორი გიორგი სუსუნიაშვილი თბილისში, კაკლების დასახლებაში, აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო სივრცეში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც ფარცხალაძის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მათ ძალის გამოყენებით ხელი შეუშალა. დაცვამ ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ფორმულას” ცნობით, სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად მარიამ რიგვავას შუბლის არეში დაზიანებაც მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 28 სექტემბერს პროკურორმა მარიამ რიგვავა და გიორგი სუსუნიაშვილი დაზარალებულად ცნო

ჟურნალისტისა და ოპერატორის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. გამოძიების ფარგლებში მარიამ რიგვავა და გიორგი სუსუნიაშვილი 21 სექტემბერს ცენტრის ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხნენ., სხეულზე არსებული დაზიანების გამო კი, მარიამ რიგვავას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

აღნიშნულ ინციდენტს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების გახშირებული შემთხვევები ხელისუფლების მხრიდან გამოუძიებელი სხვა ძალადობის, დაშინებისა და უკანონო მოსმენების შემთხვევების შედეგია. 

Pages