2015 წლის 24 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, მას ე.წ „კანონიერმა“ ქურდმა, მინდია გორაძემ, ზედმეტსახელად „ლავას-ოღლიმ“ დაურეკა და მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო დაემუქრა. ეკა კვესიტაძემ გამოაქვეყნა ის ნომერი(+372 816 520 97), რომლითაც მას მინდია გორაძემ დაუკავშირდა.
“განსხვავებულ აქცენტების” სპეციალური გამოშვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კანონიერი ქურდების მფარველობას შეეხებოდა, სადაც მინდია გიორგაძე იყო მოხსენიებული.
25 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუქარის მუხლით აღიძრა და საკითხს შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კრიმინალური ავტორიტეტების ბრძოლის განყოფილება იძიებდა. თავად ჟურნალისტის განცხადებით, გამოძიებას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.