მედია საქმეები

18 აგვისტო, 2016 Media.Ge-ს მთავარ რედაქტორს სამართალდამცავებმა ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ მისცეს

2016 წლის 18 აგვისტოს Media.Ge-ს მთავარ რედაქტორსა დავით მჭედლიძეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.მჭედლიძე ქალაქ რუსთავში, გაგარინი...

2016 წლის 18 აგვისტოს Media.Ge-ს მთავარ რედაქტორსა დავით მჭედლიძეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.

მჭედლიძე ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში ფართის დაკავების შემთხვევას აშუქებდა. მისი ინფორმაციით, მან მიტოვებული შენობის ოთახში, სადაც შეკრებილი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გადაღების ნებართვა ითხოვა, სამართალდამცავებმა კი ის ოთახიდან ხელის კვირით გამოაძევეს. ოთახში შესვლის მეორე მცდელობის დროს მჭედლიძეს კამერა ჩართული ჰქონდა. 10 წამიან ვიდემასალაში სამართალდამცავი ჟურნალისტს მიმართავს არ გადაიღოს და გადამღებ მოწყობილობისკენ ხელს წევს, რის შემდეგც კადრი წყდება. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ მჭედლიძემ 19 აგვისტოს საქართველოს პროკურატურას მიმართა. ის ფაქტის საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გამოძიებას ითხოვს, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა) და 333-ე (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით დაიწყო.

ინციდენტის დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, გამოიკვლიოს მომხდარი ფაქტი და დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჟურნალისტს არ მისცა პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

27 ივლისი, 2016 საკადრო ცვლილებები „იმედში“ გრძელდება

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნანა ლეჟავას დანიშვნიდან რამდენიმე დღეში,27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა. “ნეტგაზეთის...

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნანა ლეჟავას დანიშვნიდან რამდენიმე დღეში,27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გადაცემა “პოლიტიკის” წამყვანი თეონა გეგელია კი  არხის ვებგვერდზე იმუშავებს. ვებგვერდზე გააგრძელებს მუშაობას საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ჯონი კალანდაძეც. მთავარი საინფორმაციო გამოშვების - „ქრონიკა“ (20 საათზე) წამყვანი თეა სიჭინავა სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

საინფორმაციო სამსახურში ცვლილებებს წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

 

12 ივლისი, 2016 საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია “იმედში”

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვა...

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვალა. თაბაგარი გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის გამო განცხადება გაავრცელეს არხის ჟურნალისტებმა. მათი თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძვანელის შეცვლა არხისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობასა და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ეჭვქვეშ დააყენებდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცვლილებას წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

ნანა ლეჟავა სხვადასვხა დროს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, პარტია “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საგამოძიებო სტუდია GNS-ის დამფუძნებელი და TV3-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

23 ივნისი, 2016 საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია “იმედში”

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვა...

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვალა. თაბაგარი გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის გამო განცხადება გაავრცელეს არხის ჟურნალისტებმა. მათი თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძვანელის შეცვლა არხისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობასა და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ეჭვქვეშ დააყენებდა.

ნანა ლეჟავა სხვადასვხა დროს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, პარტია “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საგამოძიებო სტუდია GNS-ის დამფუძნებელი და TV3-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლიდან რამდენიმე დღეში, 27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა, რომელიც სექტემბრიდან ტვ პირველის თოქ-შოუს წამყვანი გახდა. 12 აგვისტოს პოლიტიკური თოქ-შოუ “პოლიტიკის” წამყვანმა თეონა გეგელიამ განაცხადა, რომ ის გადაცემას აღარ გაუძღვებოდა და არხის ვებგვერდზე გააგრძელებდა მუშაობას.

საინფორმაციო სამსახურში ცვლილებებს წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია. მაღალრეიტინგული გადაცემები “რეაქცია” და “იმედის კვირა” იმედზე 2015 წლის 29 აგვისტოს დაიხურა. ინგა გრიგოლიას ამჟამად გადაცემა ტვ პირველზე მიჰყავს.

19 ივნისი, 2016 თავდასხმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე

19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ელენე ფირცხალაიშვილსა და ოპერატორ გიორგი ცანავას შეურაცხყოფა მიაყენეს. საპარლამენტო უმცირესო...

19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ელენე ფირცხალაიშვილსა და ოპერატორ გიორგი ცანავას შეურაცხყოფა მიაყენეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრთან ინტერვიუს დროს უცნობმა პირმა გადამღებ ჯგუფს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს - ფიზიკური.

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით,  უცხო პირმა რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა გადაღების დასრულების შემდეგ მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. შსს განმარტებით, რუსთავი 2-ის ოპერატორი უცხო პირს დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

 

 

სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავის 2-ის ოპერატორი და ინციდენტში მონაწილე მეორე პირი გამოკითხეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. შსს-მ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეში რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი დაზარალებულად არ უცვნიათ.

1 ივნისი, 2016 “ბიზნესკონტაქტის” და “საქმიანი დილის” დახურვა მაესტროზე

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა 2016 წლის პირველი ივნისიდან გადაცემების - „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ანალიტიკას“ ავტორასა და მენეჯერს გიორგი ისაკაძ...

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა 2016 წლის პირველი ივნისიდან გადაცემების - „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ანალიტიკას“ ავტორასა და მენეჯერს გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულება გაუწყვიტა. თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მენეჯმენტის გადაწყვეტილება ისაკაძემ 30 მაიის მიიღო. ისაკაძის გათავისუფლების მიზეზად „მაესტრომ“ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის მენეჯმენტთან შეუთავსებელი პოზიციები დაასახელა.

ისაკაძის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, 2 ივნისს „მაესტრომ“ შრომითი ურთიერთობა „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელს - თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შეუჩერა. ამ შემთხვევაში მიზეზად კონკურენტი არხის ტელეკომოანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა “არჩევანში” მონაწილობა დასახელდა.  გადაცემა “არჩევანი” რუსთავი 2-ის მიმდინარე სასამართლო დავას შეეხებოდა, რომლის სტუმრები არხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

„ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელთან თანამშრომლობის შეჩერებიდან რამდენიმე საათში არხის მენეჯმენტმა იგივე გადაწყვეტილება ამავე გადაცემების 32 თანამშრომლის მიმართ მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ზურაბ ნაყეურმა გადაწყვეტილება ტელევიზიის თანამშრომლების ქმედებას დაუკავშირა. მისი განცხადებით, უცნობია გუნდის წევრების პოზიცია სტუდია მაესტროსთან შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ, რის გამოც მათთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა.

ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შრომითი უფლებების დაცვას სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახდენენ. 

2 ივნიის „მედიის განვითარების ფონდმა“ „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელისთვის ხელშეკრულების შეჩერება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვად შეაფასა.

3 ივნისს კი, ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საზოგადოება და ბანკებმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციამ, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციამ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ უარყოფითად აისახება არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მოტივაციაზე. 

Pages