მედია საქმეები

29 აგვისტო, 2015 ტელეკომპანია „იმედში“ თოქ-შოუების დახურვა

2015 წლის 29 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დროებით შეჩერებისა და განახლებული ფორმატის მაყურებლისთვის 2016 წელს შეთავაზებ...

2015 წლის 29 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დროებით შეჩერებისა და განახლებული ფორმატის მაყურებლისთვის 2016 წელს შეთავაზების შესახებ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემების „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომერციულად მომგებიანი გადაცემების სატელევიზიო სეზონის დასაწყისში შეჩერება არჩევნებამდე 1 წლით ადრე ეჭვს ბადებდა. სარედაქციო ჯგუფი და გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენის შედეგად აფასებდნენ. გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა ტელევიზიით შეიტყვეს, ხოლო ახალი საშემოდგომო სეზონისთვის გადაცემის განახლებული ანონსი ტელეკომპანიას ჩაწერილი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მარტის თვეში, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაცემის ავტორებს მოსთხოვა არ გაეშუქებინათ გადაცემა „რეაქციაში“ 21 მარტის აქციის თემა.  ასევე, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ თქვა, რომ „ხელისუფლებისთვის მიუღებელია ობიექტური იმედი“. ტელეკომპანია „იმედია“ გამოეხმაურა ჟურნალისტების განცხადებებს და გაემიჯნა მათ. ტელეკომპანიის პოზიციით, ჟურნალისტების გამონათქვამები მოკლებული იყო საფუძველს და„ქართული ოცნებისგან“ და რომელიმე პოლიტიკური ძალისგან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

რუსთავი 2-თან “იმედის” თოქ-შოურების დახურვის კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ გადაცემის წამყვანები არაერთხელ გააფრთხილეს და რომ არაობიექტურობა არავის ეპატიებოდა. “არხი გადავიდა ამ ხელისუფლების  მარტო კრიტიკაზე, ლანძღვაზე, მე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რაღაც ზომები უნდა მიეღოთ. არაერთხელ იყო გაფრთხილება მაგათი, იყოთ ობიექტურები, მეც არაერთხელ მითქვამს. ასეთი არაობიექტურობა არავის ეპატიება”, განაცხადა თოფაძემ.


ტელეიმედის დახურვას განცხადებით გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციური 10 პარტია. ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემების დახურვა. ისინი მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას „ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს“.

„მედიის განვითარების ფონდმა“ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „რუსთავი 2:-ის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაციის შემდეგ, რაც თავად ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ხელისუფლების ზეწოლად ფასდება, მეორე დიდ ნაციონალურ არხზე - „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების გადაწყვეტილება, ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, რამდენად არის თავისუფალი ეს პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან“. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება უფრო მეტ დასაბუთებას საჭიროებს, ვიდრე ეს იყო გაკეთებული არხის მენეჯმენტის მხრიდან. 

განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“.გაკეთებულ განცხადებებში უარყოფითად არის შეფასებული წინასაარჩევნოდ გადაცემების დახურვა და მითითებულია არხის მენეჯმენტის მხრიდან გადაცემების დახურვის შესახებ არასაკმარის განმარტებების გაკეთების შესახებ. 

მედიის განვითარების ფონდის განცხადება - http://bit.ly/1KpnPvA

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცახდება - http://bit.ly/1X2vula

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადება - http://bit.ly/1KnHgEw

19 ივლისი, 2015 ტაბულას ფოტოგრაფის ალექსანდრე გიორგაძის დაკავება

19 ივლისს ვებ-პორტალ “ტაბულას” ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დააკავეს...

19 ივლისს ვებ-პორტალ “ტაბულას” ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე „არა პანორამა თბილისს" სულ ათი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, აქციის დანარჩენი 9 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული, მათ შორის ერთი კი - დამატებით, 45-ე მუხლით, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას გულისხმობს ექიმის დანიშნულების გარეშე.

ალექსანდრე გიორგაძე ერთი წლის წინ, 2014 წელს 19 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროსაც დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე „არა პანორამა თბილისს" სულ ათი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, აქციის დანარჩენი 9 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული, მათ შორის ერთი კი - დამატებით, 45-ე მუხლით, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას გულისხმობს ექიმის დანიშნულების გარეშე.

18 ივლისი, 2015 “Stop Russia”-ს აქციაზე ტაბულას პროდიუსერი დააკავეს

2015 წლის 18 ივლისს, მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე “Stop Russia” ტელეკომპანია „ტაბულას“  პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. „დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამა...

2015 წლის 18 ივლისს, მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე “Stop Russia” ტელეკომპანია „ტაბულას“  პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. „დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები გახდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

„ტაბულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლექსო მაჭავარიანსა და აქციის სხვა ორგანიზატორებს აქციის ჩატარების ადგილიდან მანქანის გაყვანას თხოვდნენ, რომელიც აქციისთვის საჭირო აპარატურით იყო დატვირთული. გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ლექსო მაჭავარიანისთვის დაკავების დროს არ განუმარტავთ მისი დაკავების სამართლებრივი საფუძველი.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლექსო მაჭავარიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. 

სახალხო დამცველმა, 2015 წლის 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სხდომაზე წვრილმანი ხულიგნობის დასასაბუთებლად მიუთითებდნენ ლექსო მაჭავარიანის სიტყვებს „სამარცხვინო პოლიცია“.  სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ განხორციელებული ქმედებით უკიდურესად დაავიწროვა სიტყვის თავისუფლების ფარგლები. 

 

23 ივნისი, 2015 აზერბაიჯანულენოვანი გამოცემა “რენესანსის” ჟურნალისტების მიმართ მუქარა

ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულენოვან გამოცემა renessans.ge-ს კარიკატურის გამოქვეყნების გამო სიკვდილით ემუქრებოდნენ...

ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულენოვან გამოცემა renessans.ge-ს კარიკატურის გამოქვეყნების გამო სიკვდილით ემუქრებოდნენ.

აღნინშნული ინფორმაციის თანახმად, მუქარას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავჯდომარე ჯავიდ გურბანოვი ახორციელებდა, რომელმაც ჟურნალისტებს აიდა ტაგიევას, აიდან იუსიბოვას და რედაქტორს ნუგზარ ჯაფაროვს შემდეგი შინაარსის მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა:  „თუ ამ კარიკატურას არ წაშლით, თუ ამ შეურაცხყოფას გააგრძელებთ, ალაჰს ვფიცავ, რომ თქვენი სისხლი დაიღვრება. ვფიცავ იმ ღმერთს, რომლისაც არ გწამს, ჩემი ხელებით წაგაცლი თავს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სისხლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი კალმის მელანი“. 

renessans.ge-ს ჟურნალისტის, აიდა ტაგიევას განმარტებით, მათ გამოაქვეყნეს კარიკატურა, რომელზეც ასახულია გალია, რომელიც გაარღვიეს ჟურნალისტებმა და წიგნებით ხელში გარეთ გამოვიდნენ. ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნულ კარიკატურა გარკვეულმა პირებმა მეჩეთად აღიქვეს, რაც მუქარის საფუძველი გახდა.

renessans.ge-ს ჟურნალისტებმა მათ მიმართ განხორციელებული მუქარის დამადასტურებელი წერილები მიაწოდეს როგორც მედია საშუალებებს, ასევე შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. „რენესანსის” ჟურნალისტებმა პოლიციას დახმარებისთვის 2015 წლის ივნისის თვეში მიმართეს, რაზეც მოკვლევა ისანი-სამგორის განყოფილებაში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც აიდა ტაგიევამ ჩვენთან განაცხადა, მოკვლევას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

"რენესანსის” ჟურნალისტებმა პოლიციას დახმარებისთვის 2015 წლის ივნისის თვეში მიმართეს, რაზეც მოკვლევა ისანი-სამგორის განყოფილებაში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც აიდა ტაგიევამ ჩვენთან განაცხადა, მოკვლევას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკეთეს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მომხდარის დროულად და ეფექტიანად გამოძიებისაკენ, ასევე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდეს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადება - http://bit.ly/1VL7fHa

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება - http://bit.ly/1KpEZsY

15 ივნისი, 2015 „13 ივნისის მოხალისეთა გაერთიანების“ ჯგუფის დაბლოკვა

2015  წლის  ივნისში  გავრცელებული  ინფორმაციით,   Facebook  ჯგუფის  “13  ივნისისმოხალისეთა  გაერთიანების“  ყველა  ადმინისტრატორის  პირადი  გვერდი  ერთდროულად დაიბლოკა, რამაც ჯგუფის...

2015  წლის  ივნისში  გავრცელებული  ინფორმაციით,   Facebook  ჯგუფის  “13  ივნისისმოხალისეთა  გაერთიანების“  ყველა  ადმინისტრატორის  პირადი  გვერდი  ერთდროულად დაიბლოკა, რამაც ჯგუფის გაუქმება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნდა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება და კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნდა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

4 მარტი, 2015 ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

2015 წლის 4 მარტს, ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „შემოულაწუნე“, რომლის ორგანიზატორი  სამი პოლიტიკური პარტია - „რეფორმატორები“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტი...

2015 წლის 4 მარტს, ვარდების მოედანზე გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „შემოულაწუნე“, რომლის ორგანიზატორი  სამი პოლიტიკური პარტია - „რეფორმატორები“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - იყო, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს ირაკლი გედენიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცემის შედეგად  ირაკლი გედენიძემ დაზიანებები მიიღო და მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა, დაზიანდა ასევე მისი ფოტოკამერა.

ირაკლი გედენიძის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსული პირი მისგან გადაღებული მასალის წაშლას მოითხოვდა, რაზეც მან უარი განაცხადა და განმარტა, რომ იყო ჟურნალისტი და ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას.  აღნიშნულის შემდგომ, ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების  ბრალდებით  (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ინციდენტიდან რამდენიმე საათში შსს-ს ცნობით, პოლიციამ ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

აღნიშნული ინციდენტის გამო, პარტიამ “თავისუფალი საქართველო” თავისი რიგებიდან გარიცხა გიორგი ბეგიაშვილი, რომელმაც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავას განცხადებით, თავისი შვილი ივანე ბეგიაშვილი დროულად არ შეაჩერა და მხოლოდ ვერბალურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების  ბრალდებით  (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ინციდენტიდან რამდენიმე საათში შსს-ს ცნობით, პოლიციამ ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს მედიის განვითარების ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „მაესტრომაც“, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანია არ დაუთმობს ეთერს 4 მარტს ორგანიზებულ საპროტესტო აქციის მონაწილე პარტიებს და არ გააშუქებს მათ აქტივობებს, ვიდრე მათი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ მოიხდიან ბოდიშს ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის გამო.

მედიის განვითარების ფონდის განცხადება - http://bit.ly/23IuLKL

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - http://bit.ly/1nG4wDR

Pages