მედია საქმეები

17 დეკემბერი, 2015 რუსთავი2- ის ჟურნალისტის დავით ქაშიაშვილის მოწმის სახით დაბარება ანანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით

17 დეკემბერს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარეს. გამოძიება 16 დეკემბერს "კურიერის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული,...

17 დეკემბერს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარეს. გამოძიება 16 დეკემბერს "კურიერის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული, მის მიერ მომზადებული სიუჟეტით დაინტერესდა, რომელშიც ანონიმური წყარო - ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი - ციხის უფროსის კაბინეტში პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის პატიმრებთან შეხვედრაზე და ერთ-ერთ პატიმართან დეპუტატების კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდა. “კურიერის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია თანხვედრაში იყო საკრებულოს წევრის ელიკო ელისაშვილის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან შეწყალების საქმეში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციაში მხილების შესახებ.

ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა წყაროს არგამჟღავნების უფლებით ისარგებლა, გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-11 (1) მუხლის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.  კანონის 11(2) მუხლის თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა დაუშვებელია თავად ამ ინფორმაციის წყაროს ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე კანონით დაშვებულ შემთხვევებში.

8 დეკემბერი, 2015 სუს-ის მიერ რუსთავი 2-ის თანამშრომლის სავარაუდო გადაბირების მცდელობა

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვი...

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და ის ტონირებულ მინებიან Toyota Camry-ში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. თითქმის ორ საათიანი დიალოგის მიზანი, კუბლაშვილის განცხადებით, მისი გადაბირება იყო, სანაცვლოდ მას მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ჰირდებოდნენ. ამავე ინფორმაციით, თვალთვალი ხორციელდებოდა ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორზე.

 

შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, კახა კუბაშვილთან შედგა გასაუბრება და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

21 ოქტომბერი, 2015 ლანჩხუთში საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელმა რუსთავი 2-ის კორესპონდენეტს გადაღების საშუალება არ მისცა

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2015 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ არ აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექსერვისის თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ტელეკომპანი...

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2015 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ არ აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექსერვისის თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ტელეკომპანიის რეგიონულ კორესპონდენტს ლადო მენაბდეს საჯარო სივრცეში გადაღების უფლებას და მას  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. საჯარო სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტს "ხალხის მტერს", "სექტანტს" უწოდებს და მას გინებით მიმართავს. ცინცაძემ, რომელიც ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას ლანჩხუთში მუშაობა ეკრძალებოდა და რომ  ტელეკომპანია ობიექტური არ იყო.

ეს არ არის ლადო მენდაბდისთვის მისი პროფესიული საქმიანობისთვის ხელისშეშლის პირველი შემთხვევა, რის გამოც ადრე მან  პოლიციასა და პროკურატურას არაერთხელ მიმართა.

ნუგზარ ცინცაძის მხრიდან ლადო მენაბდის და რუსთავი 2-ის ოპერატორის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი წლის წინათაც ჰქონდა ადგილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, 2014 წლის 8 დეკემბერს ცინცაძე, რომელიც იმ დროს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა. ჟურნალისტს და ოპერატორს ლანხუთში განმეორებით ჩასვლის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. შემთხვევა ბოლნისის "სიონისა" და ლანჩხუთის "გურიის" საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ მოხდა.

ლადო მენაბდის განცხადებით, საქმე მოკვლევის ეტაპს არ გასცდენია, რამდენიმე თვის წინ მან სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, თუმცა მოკვლევის შედეგები და საქმის შემდგომი მსვლელობა მისთვის უცნობია.

 

MDF-მა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ლანჩხუთის შსს რაიონული სამმართველოდან გამოითხოვა. საპასუხო წერილში უწყებამ გვაცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმე არა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე იყო აღძრული, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარების დაზიანებაზე სსკ-ის 187 მუხლის პირველი ნაწილით. შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნდა არ მიმდინარეობს.

2015 წელს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრების ქსელმა 28 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელ​ის განცხადება - http://bit.ly/1mcIEi8

21 ოქტომბერი, 2015 ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მის დაშანტაჟებასთან დაკავაშირებით

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და ხელისუფლების მხრიდან მუქარასა და მისი დაშანტაჟების  მცდელობ...

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და ხელისუფლების მხრიდან მუქარასა და მისი დაშანტაჟების  მცდელობაზე ისაუბრა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ შაუმავლის - საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის - მეშვეობით მას შემდეგი გზავნილი გადასცა: თუ ის არ ჩამოშორდებოდა „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, „მას არ უნდა დავიწყებოდა თავისი ოჯახის წევრების არსებობის შესახებ, ასევე მას უნდა სცოდნოდა, რომ ხელისუფლებას აქვს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და მიხეილ სააკაშვილთან მისი სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ  გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. 2015 წლის 29 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადების გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, ასევე გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების მუხლით დაიწყო. ჩანაწერების განხორციელების კანონიერებასთან დაკავშირებით პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ  გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

16 ოქტომბერი, 2015 “ტაბულას” რედაქტორი და პროდიუსერი ქუჩაში პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე  ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგი...

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე  ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს. დაკავების მიზეზი მათ მიერ გაზპრომის საწინააღმდეგო კამპანიისთვის „დაეხმარე საქართველოს - დაიცავი თავისუფლება“ სამშენებლო ღობეზე და გარე განათების ბოძზე პლაკატების გაკვრა გახდა. 

პლაკატზე გამოსახული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურები. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ღობეზე სხვა შინაარსის პლაკატებიც იყო გაკრული. 

სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამართალდარღვევსი ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“. 

მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული სამართალდამრღვევებად ცნო.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კარიკატურის გაკვრისთვის  აღნიშნული პირების დაკავებით გაუმართლებლად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. 

 

სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამართალდარღვევსი ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“. 

მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული სამართალდამრღვევებად ცნო.

30 სექტემბერი, 2015 აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის იძულება ჩვენების შეცვლის შესახებ

2015 წლის 30 სექტემბერს, ქობულეთში  აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა   გაიტაცეს. ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა ამ ფაქტზე პოლიციას ჩვენება მისცა,რის შემდეგაც, მისი თქმით...

2015 წლის 30 სექტემბერს, ქობულეთში  აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა   გაიტაცეს. ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა ამ ფაქტზე პოლიციას ჩვენება მისცა,რის შემდეგაც, მისი თქმით, სამმართველოს ეზოში მას  ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი დახვდა და  ჩვენების შეცვლა სთხოვა. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია.

ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ზაქარია გურჩიანი ჩვენების შეცვლაზე მის დაყოლიებას ცდილობს. მოწმეზე დაზარალებულზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ზემოქმედება სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის საქმეს პროკურატურა იძიებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის საქმეს პროკურატურა იძიებს.

Pages