მედია საქმეები

28 მარტი, 2016 ინციდენტი ახმეტის გამგეობის შენობაში

28 მარტს  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მისი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის შესახებ მასალა გაავრცელა. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ  ახმეტის მუნიციპალიტეტი...

28 მარტს  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მისი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის შესახებ მასალა გაავრცელა. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა მის სამუშაო ოთახში შესულ ჟურნალისტებს კამერის გამორთვა სთხოვა. როდესაც ჟურნალისტმა საჯარო მოხელეს განუცხადა, რომ გამგეობის შენობა საჯარო დაწესებულება იყო და მას გადაღების უფლება ჰქონდა, ლეხუმ შეთიკაურმა გადამღებ ჯგუფს  შემდეგი სიტყვეით მიმართა: „დავაი ეხლა, დაახვიეთ აქედან... მიდი, ეხლა, პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ..."

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, "ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს დაარტყა", თუმცა ვიდეომასალაში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ასახული არ არის.

შეთიკაური მედიის განვითარების ფონდთან საუბრისას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ფიზიკურ შეხებას უარყოფს და ინციდენტის დღეს იხსენებს. მისი თქმით, მისი გადაღება ოპერატორმა მასთან შეთანხმების გარეშე მაშინ დაიწყო, როცა ჟურნალისტთან იმ საკითხს აზუსტებდა, რაზეც კომენტარის მიღება სურდათ. ის აღნიშნავს, რომ შეუთანხმებლად ჩაწერამ გააბრაზა.

ჟურნალისტი თამარ მოდებაძე ადასტურებს, რომ შეთიკაურთან ინტერვიუს ჩაწერა შეუთანხმებლად დაიწყეს. ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის წინასწარ შეთანხმება მოხდებოდა, შეთიკაურს შესაძლოა, კომენტარის მიცემისგან თავი შეეკავებინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე პუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა (იძულება), ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

14 მარტი, 2016 ინგა გრიგოლიას პირადი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ

2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა. მართალია, კადრებში ასახული პირები იდენტიფიცირებულები არ იყვნენ, მაგრამ ვიდეომასალა მოქმედი ჟუნრალი...

2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა. მართალია, კადრებში ასახული პირები იდენტიფიცირებულები არ იყვნენ, მაგრამ ვიდეომასალა მოქმედი ჟუნრალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი 31 მარტამდე  არ დატოვვებდნენ თანამდებობებს.

დასახელებულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის მოხვდა ინგა გრიგოლია. ჟურნალისტმა მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ პირდაპირ ეთერში თავად ისაუბრა. ჟურანლისტის თქმით, მას შანტაჟისა და მუქარის არ ეშინია და "გაჩუმებას" არ აპირებს.

"ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც" , - აღნიშნა გრიგოლიამ ტელეკომპანია პირველის პირდაპირი ეთერში.

აღნიშნულ მუქარამდე 11 მარტს youtube-ზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით დაიბლოკა. ვიდოს გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება) დაიწყო. 

25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში, გადაცემაში "ინგა გრიგოლიას დღის ამბები” წამყვანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი კომენტარი გააკეთა.

დეპუტატის რეპლიკები უკავშირდებოდა ინგა გრიგოლიას გამოხმაურებას 2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რასაც გარკვეულ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა მიმართ 31 მარტამდე თანამდებობის დატოვების მოთხოვნა და წინააღმდეგ შემთხვევაში კადრებით დაშანტაჟების მუქარა ახლდა. მუქარის ობიექტთა შორის მოხვდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც ამ თემაზე საჯაროდ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შანტაჟისა და მუქარის არ ეშინოდა და "გაჩუმებას" არ აპირებდა.

28 მარტს გაზეთ "ალიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ჟურნალისტის პირადი ცხოვრებით, არამედ ინგა გრიგოლიას შვილის პოლიტიკური შეხედულებებით ("ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია") და სამსახურებრივი მდგომარეობითაც ("რომელ უწყებაში მუშაობს”) დაინტერესდა.

31 მარტს სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ვიდეომასალაში მისი გამავრცელებელი ინგა გრიგოლიას ტელევიზიის (ტელეკომპანია პირველი) დატოვებას ითხოვდა. 

 

14 მარტს Youtube-ზე გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

17 მარტს ინგა გრიგოლია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს. 

არასამთავრობოების განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის გავრცელებასთან დაკავშირებით, 15 მარტი, 2016 

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფარული კადრებით ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობა, რასაც შესაძლოა, გამყინავი ეფექტი ჰქონდეს ცალკეული ჟურნალისტების მიერ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები - პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან. 

MDF-ის განცხადება დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის ქმედებებთან დაკავშირებით, 28 მრტი, 2016

პარლამნტის წევრის დავით ლორთქიფანიძის საჯარო განცხადება ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში და შემდგომ ამ თემის უკვე მისი შვილის მისამართით განვრცობა, არის არა მხოლოდ ადამიანური ეთიკის ფეხქვეშ გათელვა, არამედ უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც ხელყოფს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებს და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლსაც ის წარმოდგენს და ვისი სახელითაც მიმართავს საზოგადოებას.

14 მარტი, 2016 ჟურნალისტებს თსუ-ში პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ

2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში "ლიბერალისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. "ლიბერალის" ჟურ...

2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში "ლიბერალისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. "ლიბერალის" ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამავე გამოცემის ფოტოგრაფს ბასტი (მამუკა) მგალობლიშვილს კამერა დაუმტვრიეს, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს კი ტელეფონი წაართვეს.

“იმ ადგილას, სადაც თვითთმართველობის წევრები აქციას მართავდნენ, რაღაც ჩოჩქოლი იყო და ჟურნალისტები და ოპერატორები მივედით გადასაღებად. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც სახე ტანსაცმლით ჰქონდა დაფარული, ლიბერალის ფოტოგრაფს ბასტი მგალობლიშვილს კამერა დააგდებინა ძირს, რა დროსაც დაზიანდა. მე ამ დროს ვიღებდი ტელეფონით და შემდგე იგივე პირმა წამართვა ტელეფონი”, – ამბობს "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამავე გამოცემის ჟურნალისტი, რომელმაც ტელეფონის დაბრუნება მალევე მოახერხა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა დასჯადია. კერძოდ, კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

როგორც 15 მარტს საპატრულო პოლიციის პრესსამსახურმა „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

26 თებერვალი, 2016 საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის გათავისუფლება

26 თებერვალს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიშველაძეს აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობით აცნობეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საზოგად...

26 თებერვალს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიშველაძეს აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობით აცნობეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდიის" დახურვის შემდეგ ჟურნალისტის მიერ წარდგენილი გადაცემის პროექტი აღმასრულებელმა საბჭომ არ მოიწონა, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა.

ეკა მიშველაძე თოქ შოუ „პირველი სტუდია“ 2015 წოლის 4 სექტემბრიდან დახურეს, რის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა მიშველაძისა და „თავისუფალი დემოკარტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა. მოგვიანებით მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება ფორმატის ცვლილებითა და ახალი გადაცემით ჩანაცვლებით ახსნა. 2015 წლის 8 სექტემბერს ეკა მიშველაძემ გააკეთა განცხადება, რომ მის მიმართ ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა.

9 თებერვალი, 2016 ექსპერტიზამ გასპარ ნოეს ფილმი პორნოგრაფიად ცნო, შსს-მ გამოძიება დაიწყო

2016 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართ...

2016 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ კანის ფესტივალზე ნომინირებულ გასპარ ნოეს ფილმ „Love“-ის ვებ-გვერდებზე განთავსების გამო გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ კი ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე 2551 მუხლებით დაიწყო. 255-ე მუხლი 1) პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას; 2) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, გავრცელება, რეკლამირებას, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას დასჯადად აცხადებს. 2551   მუხლი მუხლი კი პორნოგრაფიაში არასრულწლოვანის სხვადასხვა ფორმით ჩართვას თავისუფლების აღკვეთით დასჯადად აცხადებს.

2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი არევაძემ) ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვაზე. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოებს უფლება მიეცათ,   გამოეთხოვათ ინფორმაცია ფილმის ატვირთვის IP  მისამართების, მასთან დაკავშირებული ლოგ-ფაილებისა და სხვა მონაცემების შესახებ შემდეგი ვებ-გვედებიდან: www.adjaranet.com, www.hdclub.ge, www.gomhit.com, www. Mevicer.com, www.kinosaxli.com, hitlux.com, www.allfilmi.com, www.file.ge, www.myfilms.ge.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორის მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ემსახურება ლეგიტიმური მიზნების (დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება), სხვა პირთა უფლებების დაცვა) განხორციელებას და მათი მიღწევა საგამოძიებო მოქმედებით გამოწვეული უფლებრივი შეზღუდვის ხარჯზე გამართლებულია, მით უფრო, რომ სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებელებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

აღნიშნულ ფაქტზე საზოგადოების ცალკეული წევრების კრიტიკას შსს-ს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ სამინისტროს  მიეწოდა დასკვნა, რომლის თანახმადაც გასპარ ნოეს “Love” პორნოგრაფიას განეკუთვნება.

კანონი არ იძლევა ცალსახა დეფინიციას, თუ რა არის პორნოგრაფია, თუმცა სსკ-ის 255-ე მუხლი შენიშვნის სახით ითვალისწინებს, თუ რას წარმოადგეენს არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები. ეს  არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.

საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ვალდებულება დაამტკიცონ, რომ  გასპარ ნოეს ფილმი წარმოადგენს პორნოგრაფიას და მას არ გააჩნია მხატვრული ღირებულება.

ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის “Love” პრემიერა 2015 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ის ასევე 2015 წლის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზეც უჩვენეს. ფილმმა კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

გამოძიების მიმდინარეობის და მისი შედეგების შესახებ MDF-მა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

 

4 თებერვალი, 2016 საკადრო ცვლილება მაესტროზე

2016 წლის 4 თებერვალს მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. აღნიშნულ ცვლილებებს მესაკუთრეთა შორის წილების გადანაწილებაზე დავა უძღოდა წინ.ლევან გაჩე...

2016 წლის 4 თებერვალს მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. აღნიშნულ ცვლილებებს მესაკუთრეთა შორის წილების გადანაწილებაზე დავა უძღოდა წინ.

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ის მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მთავარი კონკურენტი იყო. ლევან გაჩეჩილაძე მოგვიანებით ამ თანამდებობაზე ზურაბ ნაყეურმა ჩაანაცვლა.

Pages