მედია საქმეები

4 თებერვალი, 2016 საკადრო ცვლილება მაესტროზე

2016 წლის 4 თებერვალს მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. აღნიშნულ ცვლილებებს მესაკუთრეთა შორის წილების გადანაწილებაზე დავა უძღოდა წინ.ლევან გაჩე...

2016 წლის 4 თებერვალს მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. აღნიშნულ ცვლილებებს მესაკუთრეთა შორის წილების გადანაწილებაზე დავა უძღოდა წინ.

ლევან გაჩეჩილაძე 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ის მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მთავარი კონკურენტი იყო. ლევან გაჩეჩილაძე მოგვიანებით ამ თანამდებობაზე ზურაბ ნაყეურმა ჩაანაცვლა.

12 იანვარი, 2016 თავდასხმა “ტაბულას” ჟურნალისტებზე

2016 წლის 12 იანვარს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძე...

2016 წლის 12 იანვარს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. ჟურნალისტებმა თავდასხმის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შსს-მ გამოიძება არასწორი მუხლით მიმდინარეობდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია „ქმედებას მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია და გამოძებამ დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ.“ გავრცელებული ვიდეო კადრებისა და თვითმხილველთა განცხადებების საფუძველზე, საქმეში იკვეთება მუქარისა და ცემის  ნიშნები. ამასთან, აღნიშნული ქმედების განხორციელება თავდამსხმელების მხრიდან დემონსტრაციულად განსხვავებული შეხედულების გამო, დაზარალებული პირების მიმართ სიძულვილის მოტივით მოხდა.  

15 იანვარს, შსს-ს განცხადებით დადგინდა მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გაგრძელდა ცემის ფაქტზე სსკ-ის 125-ე მუხლით. 

პროკურატურამ ტაბულას ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო. სამ პირს, ვინც ტაბულას ჟურნალისტებს რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხა, ამჯერად ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს (სსკ 156(2) მუხლი),  რომელიც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პიროვნებას თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე სამივე პიროვნებისთვის ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თორნიკე თუთბერიძეს 2500 ლარი, დემეტრე ლაფანაშვილს 3000, ხოლო შალვა გაგნიძეს 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

3 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს. ადვოკატის განცხადებით, კი მათ მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა წინასწარ განზრახული არ ყოფილა. 

საქმეზე არსებითი განხილვა 10 მარტს ჩაინიშნა. 

GDI, MDF, EMC, TDI, იდენტობა, საფარი, GYLA: არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება "ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, 14 იანვარი, 2016

მედია ადვოკატირების კოალიცია: განცხადება, 15 იანვარი, 2016

31 დეკემბერი, 2015 ტელეკომპანია „TV 25“-ის ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა

2015 წლის 31 დეკემბერს რეგიონული ტელევიზიის  "ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ სრული შემადგენლობით დაითხოვა, მოგვიანებით კი გადაწ...

2015 წლის 31 დეკემბერს რეგიონული ტელევიზიის  "ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ სრული შემადგენლობით დაითხოვა, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება შეცვალა და  მხოლოდ ჟურნალისტები - ნინო ხელაძე, ჯაბა ანანიძე, ირმა ზოიძე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე გაათავისუფლა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2015 წლის 29 დეკემბერს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ბრიფინგი, რომელმაც ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. მსგავსი განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ, რომლის განცხადებით, დამფუძნებელმა ჟურნალისტს სთხოვა, ფილმში აჭარის მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი ჭყონიაზე საუბრისას ტონი შეერბილებინა.

ტელევიზიაში  დაპირისპირება 14 დეკემბერს ეთერში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლის დაკავების შესახებ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. დაკავებული არხის მთავარი რეჟისორის ოჯახის წევრია, რის გამოც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. მომხდარიდან 15 დღის შემდეგ ტელევიზიის მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

„ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელობამ არსებულ ვაკანსიებზე ახალი თანამშრომლების აყვანის შესახებ განცხადება გააკეთა. დათხოვნილმა თანამშრომლებმა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარედაქციო საკითხებში ჩარებისა და შრომითი უფლებების დარღვევის საფუძვლით მიმართეს. 

2016 წლის 17 მაისის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ტელეარხი 25"-ის ყოფილი ჟურნალისტების: ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის, ჯაბა ანანიძის და ნინო ხელაძის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, "ტელეარხი 25"-ის ადმინისტრაციას დაევალა არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების სამსახურში დაბრუნება და მათი სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება. ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 

 

17 დეკემბერი, 2015 რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის მოწმის სტატუსით დაბარება პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით 

17 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარეს კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე. ამ შემთხვევაში გამოძიებას შეკითხვები პრესკონფერენციაზე საჯაროდ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირები...

17 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარეს კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე. ამ შემთხვევაში გამოძიებას შეკითხვები პრესკონფერენციაზე საჯაროდ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოდ, ჟურნალისტმა გააშუქა კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების პრესკონფერენცია, რომელზეც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. გამოძიებას აინტერესებდა, რა ინფორმაციას ფლობდა ჟურნალისტი ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ. აღნიშნული პრესკონფერენცია სხვა მედია საშუალებებმაც გააშუქეს, თუმცა როგორც ცნობილია, პროკურატურაში მხოლოდ რუსთავი 2-ის კორესპონდენტი დაიბარეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა დუმილის უფლებით ისარგებლა და ჩვენება არ მისცა. აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გაკეთებულ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას მოწმის სახით ჩვენების მისაცემად თავად ბრალდების ავტორები ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრები ჰყავდა 14 დეკემბერს დაკითხვაზე დაბარებული.

საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50–ე მუხლის “თ” პუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.

17 დეკემბერი, 2015 რუსთავი2- ის ჟურნალისტის დავით ქაშიაშვილის მოწმის სახით დაბარება ანანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით

17 დეკემბერს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარეს. გამოძიება 16 დეკემბერს "კურიერის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული,...

17 დეკემბერს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაიბარეს. გამოძიება 16 დეკემბერს "კურიერის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული, მის მიერ მომზადებული სიუჟეტით დაინტერესდა, რომელშიც ანონიმური წყარო - ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი - ციხის უფროსის კაბინეტში პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის პატიმრებთან შეხვედრაზე და ერთ-ერთ პატიმართან დეპუტატების კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდა. “კურიერის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია თანხვედრაში იყო საკრებულოს წევრის ელიკო ელისაშვილის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან შეწყალების საქმეში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციაში მხილების შესახებ.

ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა წყაროს არგამჟღავნების უფლებით ისარგებლა, გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-11 (1) მუხლის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.  კანონის 11(2) მუხლის თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა დაუშვებელია თავად ამ ინფორმაციის წყაროს ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე კანონით დაშვებულ შემთხვევებში.

8 დეკემბერი, 2015 სუს-ის მიერ რუსთავი 2-ის თანამშრომლის სავარაუდო გადაბირების მცდელობა

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვი...

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და ის ტონირებულ მინებიან Toyota Camry-ში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. თითქმის ორ საათიანი დიალოგის მიზანი, კუბლაშვილის განცხადებით, მისი გადაბირება იყო, სანაცვლოდ მას მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ჰირდებოდნენ. ამავე ინფორმაციით, თვალთვალი ხორციელდებოდა ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორზე.

 

შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, კახა კუბაშვილთან შედგა გასაუბრება და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

Pages