მედია პროფილები

კოსტავას ქ.75ბ, თბილისი

+995 322 420 300

ტაბულა

ტელეკომპანია „ტაბულამ“ მაუწყებლობა 2013 წლის იანვრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2012 წელს სატელევიზიო სიხშირე შეიძინა და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას მიიღო.

ტელეკომპანია 2010 წელს ა(ა)იპ “სამოქალაქო განათლების ფონდმა“ დააფუძნდა, როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მემარჯვენე, ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ბიზნესმენთა ფინანსური მხარდაჭერით.  ფონდის გამგეობის წევრები არიან: ბექა მინდიაშვილი, გია ნოდია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ზედანია, ქეთი დევდარიანი, დავით პაიჭაძე, ლევან რამიშვილი, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ლიფონავა, ბაადურ მალაზონია, გიორგი ფრუიძე, ირაკლი საღინაძე, ალექსი მაჭავარიანი.

ტელეკომპანია ჟურნალ “ტაბულას” ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 2014 წლიდან აღარ გამოდის.

ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.

TVMR საქართველოს 2015 წლის მონაცემებით, ტაბულას წილი სატელევიზიო რეიტინგებში 1,08%-ია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით კი, 2015 წელს მისი კომერციული შემოსავლები საერთო ბაზრის 1,3 % იყო.

 

2009 წლის 9 ნოემბრიდან - დღემდე - ააიპ სამოქალაქო განათლების ფონდი 

მმართველი ორგანოა წევრთა საერთო კრება.

წელიმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებითსაბიუჯეტო შემოსავლები
20151 069 916,91 ლარი0
2016 4 800 ლარი

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.