მედია საქმეები

6 ივნისი, 2025 ვანდალიზმი და მუქარა MDF-ის მიმართ

2024 წელს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვისა და მისი თანმდევი პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია პოლიტიკურად მოტივირებული ვანდალ...

2024 წელს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვისა და მისი თანმდევი პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია პოლიტიკურად მოტივირებული ვანდალიზმის სამიზნეები გახდნენ. მათ შორის იყო “მედიის განვითარების ფონდი”, რომლის ოფისზე ვანდალური თავდასხმა ორჯერ განხორციელდა, აღმასრულებელი დირექტორის და თანამშრომლების მიმართ კი, პროფესიული საქმიანობის გამო, ადგილი სხვადასხვა ტიპის მუქარას ჰქონდა. 

2024 წლის 9 მაისს, გამთენიისას, “მედიის განვითარების ფონდის” ოფისის შესასვლელში შენიღბულმა პირებმა პოსტერები გააკრეს და წარწერები დატოვეს. პოსტერებზე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, იყო გამოსახული, წარწერით “უცხოელების დავალებების შემსრულებლები”, “უცხოური ფულით სიცრუის გამავრცელებელი”, “აგენტების ადგილი საქართველოში არ არის”. პირბადეებით შენიღბულმა პირებმა ასევე კედელზე წარწერა “გრანტიჭამია აგენტი” დატოვეს. 

31 მაისის ღამეს “მედიის განვითარების ფონდის” ოფისზე მეორე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა. შენობაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან შავ ნიღბიან შლემში გამოწყობილი ადამიანების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი,  რომლებმაც თავდაპირველად ოფისის უსაფრთხოების კამერას საღებავი შეასხეს, რათა მათი ქმედებების აღბეჭდვა არ მომხდარიყო. შემდეგ კი კედლებზე დატოვეს წარწერები, რომლითაც MDF-ის თანამშრომლები „ფსევდოლიბერალ ფაშისტებად“, „სამშობლოს მოღალატეებად“, „სამშობლოს გამყიდველებად“, „აგენტებად“ და „მონებად“ იყვნენ მოხსენიებული.

                           

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარლამენტარის, დიმიტრი სამხარაძის, მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების სიის გამოქვეყნებას დაემთხვა. სიას თან ერთვოდა არასამთავრობოების ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმის ამსახველი ვიდეოკოლაჟი წარწერით - “ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!”. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე ღამის ვანდალური სცენები სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა ტელე არხმა პოსტვიმ ინციდენტების ადგილიდან გააშუქა (1, 2,3,4,5). 

ოფისზე თავდასხმებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სატელეფონო დაშინების კამპანია “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომლების და მათ შორის, თამარ კინწურაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ინტენსიურად ხორციელდებოდა. ამავე პერიოდში, ორგანიზაციის 2 თანამშრომლის მეილზე გარეშე პირების წვდომის მცდელობაც დაფიქსირდა. 

29-30 ივლისს თამარ კინწურაშვილს იდენტიფიცირებადი ელექტრონული ფოსტიდან ზაზა ფარცვანიამ  არჩევნების შემდეგ მისი და ფაქტების გადამოწმების სამსახურის თანამშრომლების გაუპატიურების მუქარის შემცველი 4 შეტყობინება გაუგზავნა. 

აღნიშნულ მუქარასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC), რომელიც MDF-ის ინტერესებს იცავს, 30 ივლისს პროკურატურას მიმართა. HRC აღნიშნულს პროფესიული საქმიანობის გამო დევნად აფასებს. 7 აგვისტოს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, თუმცა ამ დრომდე არცერთ სამართალდამცავ ორგანოს განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია. 

სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის მიუხედავად, 29 აგვისტოსა და 6 სექტემბერს, MDF-ის აღმასრულებელ დირექტორს კვლავ გაეგზავნა მუქარის შემცველი 2 წერილი.  თამარ კინწურაშვილთან ერთად, მუქარის ადრესატები მისი ოჯახის წევრები და ორგანიზაციის მთელი გუნდი იყო. 20 სექტემბერს MDF-მა კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებას საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.      

მედიის განვითარების ფონდზე განხორციელებულ თავდასხმებს ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელი (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) გამოეხმაურნენ და ღია წერილით ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართეს. წერილში ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უზრუნველყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებელთა დევნა და დაიცვას მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმებს ასევე გამოეხმაურნენ International Federation for Human Rights და Women Press Freedom

MDF-ის ოფისზე ვანდალური თავდასხმები გააშუქეს საერთაშორისო გამოცემებმა: “ამერიკის ხმამ”, ფაქტების გადამმოწმებელმა თურქულმა ორგანიზაციამ teyit, ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro-მ, შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter, ირლანდიურმა გამოცემამ The Journal, ასევე, ნიდერლანდების საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ფრანგულმა ტელევიზიამ  France Info.  

2024 წლის 8 აგვისტოს პროკურატურიდან მოსული წერილის მიხედვით, საქმე რეაგირებისთვის შსს პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსს გადაეცა, რის შემდეგაც უწყების მხრიდან საქმის შესახებ კომუნიკაცია აღარ ყოფილა. 

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის და თანამშრომლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. MDF-ის დევნასთან დაკავშირებით, ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ხოლო ხელმძღვანელის მიმართ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებების ეკრანის ანაბეჭდები, მუქარის ავტორის ელ.ფოსტის  მისამართი და ორდერი საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და მედიის განვითარების ფონდმა 2024 წლის 13 სექტემბერს, განცხადებით ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს მიმართეს.

20 მაისი, 2025 სპეცრაზმელებმა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს, დაშავდა ჟურნალისტი

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გაშუქებისას, სპეცრაზმელის თავდასხმის შედეგად, ტელე...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გაშუქებისას, სპეცრაზმელის თავდასხმის შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი დაშავდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა ნუცა ბახუტაშვილს მუშტი ზურგსა და სავარაუდოდ, თავში ჩაარტყა, რის გამოც ჟურნალისტმა წამიერად გონება დაკარგა. ნუცა ბახუტაშვილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავზე ჩალურჯება ემჩნეოდა, სახლში მისვლის შემდეგ თავბრუსხვევას განიცდიდა და ღებინების შეგრძნება ჰქონდა. ექიმის განმარტებით, სიმპტომურად მას მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა. ნუცა ბახუტაშვილი სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით მას გადასხმებისა და რეაბილიტაციისთვის სამედიცინო დაწესებულების მომსახურებაც დასჭირდა. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ იქამდე, 29 ნოემბრის ღამეს, სპეცრაზმელებმა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს. მათი გაღიზიანება გამოიწვია გადამღები ჯგუფის მცდელობამ, გადაეღო ადგილზე განვითარებული მოვლენები, მათ შორის, სავარაუდოდ, უკანონო ჩხრეკის, სამართალდამცველების მიერ მოქალაქეთა ჯიბეების ამოტრიალების და სხვა ფაქტები. “ფორმულას” ოპერატორს ირაკლი ბართავას სპეცრაზმის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ, რომ კამერა გამოერთო. 

HRC-ის თანახმად, ოპერატორ ირაკლი ბართავას ხელი პროფესიულ საქმიანობაში მაშინაც შეეშალა, როცა სამართალდამცავებმა აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, რომელიც მასაც მოხვდა და ამის გამო, თვალებისა და სასუნთქი ორგანოების წვის შეგრძნება ჰქონდა. შესაბამისად, მას გადაღების შეწყვეტა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება მოუწია. წიწაკის სპრეის მოხვედრის შედეგად, ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილიც დაშავდა. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებში პრო-ევროპული პროტესტის ტალღა დაიწყო, რომელზეც ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც ისმოდა. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რა დროსაც აქციის არაერთმა მონაწილემ, მათ შორის ჟურნალისტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპოლიციო ძალების მხრიდან აქციებზე მსგავსი მეთოდების გამოყენება მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თანახმად, პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. შემთხვევების უმრავლესობა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე დაფიქსირდა. 

2025 წლის 8 იანვარს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ნუცა ბახუტაშვილი და ირაკლი ბართავა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისათვის, ნუცა ბახუტაშვილი კი დამატებით ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის დაზარალებულად ცნო.

ნუცა ბახუტაშვილს და ირაკლი ბართავას სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს. ცენტრის იურისტი 16 დეკემბერს ჟურნალისტის, ხოლო 18 დეკემბერს ოპერატორის გამოკითხვას დაესწრო და ორივე მათგანისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. 

ნუცა ბახუტაშვილის და ირაკლი ბართავას შემთხვევა აღრიცხულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერი-8 დეკემბრის პერიოდში აქციის გაშუქების დროს დაშავებული ჟურნალისტებს შემთხვევებს მოიცავს.

20 მაისი, 2025 პოლიციელმა “პროექტი 64-ის” დირექტორზე იძალადა

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)28 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე დემონსტრაციის გაშუქების დროს ონლაინ მედია “პროექტი 64-ის” დირექტორზე, გიორგ...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

28 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე დემონსტრაციის გაშუქების დროს ონლაინ მედია “პროექტი 64-ის” დირექტორზე, გიორგი გოგუაზე პოლიციელმა იძალადა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) თანახმად, შემთხვევა ჭიჭინაძის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა ის საპოლიციო ძალების მხრიდან გამოწვეულ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა და პოლიციის მითითებით უკან დახევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იდგა და პრესის ბეიჯის და კამერის მეშვეობით, მისი, როგორც ჟურნალისტის, იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, გოგუას კადრების გადაღებაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალეს, მას პოლიციელმა წიხლი ფეხში რამდენჯერმე გამიზნულად ჩაარტყა

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გიორგი გოგუას იმავე დღეს მუშაობაში ხელი მეორედაც შეეშალა. ჟურნალისტი ძირს დაგდებული მოქალაქის დაკავების კადრების გადაღებას ცდილობდა, როცა წყლის ჭავლი მარცხენა ფერდში მოხვდა.  

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებში პრო-ევროპული პროტესტის ტალღა დაიწყო, რომელზეც ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც ისმოდა. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რა დროსაც აქციის არაერთმა მონაწილემ, მათ შორის ჟურნალისტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპოლიციო ძალების მხრიდან აქციებზე მსგავსი მეთოდების გამოყენება მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა. 

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” თანახმად, 28-29 ნოემბერს პროევროპული აქციების გაშუქებისას ხელი “პუბლიკას”, “ფორმულას”, “TV პირველის”, “აჭარის ტელევიზიის”, “ნეტგაზეთის”, “OC Media-ს”, “JAMnews”-ის, “პროექტი 64”-ის, “მთავარი არხის”, “რადიო თავისუფლების”, “სტუდია მონიტორის”, “მედია აპრილის” წარმომადგენლებს შეეშალათ.  

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი  დაფიქსირდა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის 14 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი გოგუა დაზარალებულად ცნო.

გოგუას სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. მათი ინფორმაციით, 17 დეკემბერს, ცენტრის იურისტთან ერთად, გოგუა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა. 30 დეკემბერს კი ადამიანის უფლებათა ცენტრმა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. 

28-29 ნოემბერს მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, გიორგი გოგუაზე განხორციელებულ ძალადობას “მედიის ადვოკატირების კოალიცია”  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა.

10 მარტი, 2025 პოლიციამ აქციაზე „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა

 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპოლიციო ძალებმა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელ...

 

2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპოლიციო ძალებმა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC)-ის ცნობით, მათ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავებისას, რომელიც აქციას აშუქებდა, ძალა გამოიყენეს და კომპანიის კუთვნილი კამერა დააზიანეს. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ამავე არხის ჟურნალისტი ნინო კეკელია ოპერატორს იძულებით განარიდეს და სამართალდამცავების ალყაში მოაქციეს.

ორგანიზაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ ნინო კეკელია იყო იდენტიფიცირებადი, როგორც ჟურნალისტი, რადგან მას ხელში “მთავარი არხის” მიკროფონი ეჭირა, ხოლო მის ოპერატორს - ტელევიზიის კამერა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი მაინც შეუშალეს და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებში პრო-ევროპული პროტესტის ტალღა დაიწყო, რომელზეც ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც ისმოდა. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რა დროსაც აქციის არაერთმა მონაწილემ, მათ შორის ჟურნალისტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპოლიციო ძალების მხრიდან აქციებზე მსგავსი მეთოდების გამოყენება მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თანახმად, პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. შემთხვევების უმრავლესობა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე დაფიქსირდა. 

2 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტი, ნინო კეკელია გამოიკითხა.

 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ცენტრის იურისტმა, 30 დეკემბერს მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,  ჟურნალისტისთვის  დაზარალებულის  სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.  

19 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის, “მთავარი არხის” ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე ძალადობას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” და პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დააკისრა

29 დეკემბერი, 2024 ეთერში გასული სიუჟეტის გამო, “ტვ მონიტორინგის” ოპერატორს და ჟურნალისტს მძღოლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2024 წლის 25 ივლისს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბას” ტერიტორიაზე “ტვ მონიტორინგის” ოპერატ...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2024 წლის 25 ივლისს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბას” ტერიტორიაზე “ტვ მონიტორინგის” ოპერატორს ბექა პირველსა და ამავე ტელევიზიის ჟურნალისტს შოთიკო სადაღაშვილს, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის მძღოლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიის წარმომადგენლებზე ანგარიშსწორება მოჰყვა ორი დღით ადრე ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ გაუმართავ ტრანსპორტს შეეხებოდა. 

ორგანიზაციის ცნობით, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი ბექა პირველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავდა ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილიც. 

HRC-ის განცხადებით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული სიუჟეტის გამო, “ტვ მონიტორინგის” ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ. მათ მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ კიდევ გორის ავტოსადგურში, მასალის მომზადების დროს მიაყენა.  

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 19 აგვისტოს ადამიანის  უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ დიდუბისა და გორის ავტოსადგურებში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.  

უწყების მიერ 2024 წლის 27 ნოემბერს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა 2 პირს.  ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

2024 წლის 29 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

2024 წლის 22 ოქტომბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ცენტრის იურისტი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი და იდენტიფიცირებულია ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ყველა პირი. 

2024 წლის 4 ნოემბერს ცენტრმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას  და  მოითხოვა შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის დაზარალებულად ცნობა.

29 დეკემბერი, 2024 სპეცრაზმელი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ფიზიკურად გაუსწორდა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)2024 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით ცაგარელს აქციის გაშუქებისას  სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

2024 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით ცაგარელს აქციის გაშუქებისას  სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა პირდაპირ ეთერში დაარტყა

აღსანიშნავი ფაქტია, რომ დავით ცაგარელს “რადიო  თავისუფლების” ქურთუკი ეცვა, რომელსაც უკან დატანილი ჰქონდა წარწერა „პრესა“, წინ კი ტელევიზიის ლოგო. ამავდროულად, შესამჩნევი იყო, რომ ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას პირდაპირ ეთერში აღწერდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ჟურნალისტი სწორედ პროფესიული საქმიანობის გამო გახდა თავდასხმის ობიექტი. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებში პრო-ევროპული პროტესტის ტალღა დაიწყო, რომელზეც ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც ისმოდა. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რა დროსაც აქციის არაერთმა მონაწილემ, მათ შორის ჟურნალისტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპოლიციო ძალების მხრიდან აქციებზე მსგავსი მეთოდების გამოყენება მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თანახმად, პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. შემთხვევების უმრავლესობა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე დაფიქსირდა. 

 

HRC-ის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დავით ცაგარელი დაზარალებულად 13 დეკემბერს ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 154-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

 

ჟურნალისტი დავით ცაგარელის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. 30 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტის გამოკითხვას დაესწრო. 3 დეკემბერს იურისტმა განცხადებით საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და დავით ცაგარელის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოცემა მოითხოვა. მედიაომბუდსმენმა 29 ნოემბერს ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება; საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და დევნის კვალიფიკაცია, აწარმოონ ეფექტიანი დროული გამოძიება და ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანონ სხვა დაზარალებულების საქმეებთან. 

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მედიას, არამედ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება აქვს იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

კოალიციამ სამართალდამცავებს მოუწოდა, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. 

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გმობს აქციებზე ჟურნალისტების მიმართ პოლიციის სისტემატურ, ორგანიზებულ ძალადობას და მოითხოვს, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დაუსჯელობის წინააღმდეგ.

Pages