საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანოები არიან: ა) სამეურვეო საბჭო; ბ) გენერალური დირექტორი.
მ.კოსტავას ქ. 68, 0171, თბილისი
(+995 32) 2 409 409
(+995 32) 2 409 377;
(+995 32) 2 409 477
სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი, რომელიც 1956 წელს დაარსდა, 2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღების საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხად ტრანსფორმირდა.
მაუწყებლობის კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით კანონი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, საჯარო დაფინანსებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობას ახორციელებს სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი. სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა ღია კონკურსის წესით ხდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანიდატთაგან პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება: სახალხო დამცველის ნომინირებული 2, საპარლამენტო უმრავლესობის - 3, ოპოზიციის - 3, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს - 1 კანდიდატი.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების შესახებ ცვლილებები 2013 წელს ივლისსა და ნოემბერში შევიდა. არჩევის წესის ცვლილება პოზიტიურად შეაფასა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები „აუმჯობესებს არსებულ კანონს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში უფრო მეტ პლურალიზმს და გამჭირვალობას უზრუნველყოფს“.
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის "მედიის თავისუფლება 2015" გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კანდიდატთა დამტკიცები პრობლემას შეეხებოდა, 2016 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 2 ოპოზიციის კანდიდატი დაამტკიცა. ამასთანავე აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობისა და სახალხო დამცველის ნომირებული კანდიდატებიც, რომელთაც როტაციის 2 წლიანი ვადა გაუვიდათ.
სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით ყოველწლიურად განსაზღვრავს არხის პროგრამულ პრიორიტეტებს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს შინაარსობრივ პრიორიტეტებს, რომელთა შორის უმცირესობების ენებზე, უმცირესობების მიერ მათ შესახებ მომზადებული პროგრამების პროპორციული განთავსებაა. საინფორმაციო გადაცემები სომხურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე პირველი არხიდან მეორე არხზე გადავიდა, რომლის გავრცელების არეალი შედარებით შეზღუდულია.
საზოგადოებრივი ინტერესების და კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, კანონის 31-ე მუხლი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, რომლებიც საზოგადოების მონაწილეობით მაუწყებლისადმი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. 2011 წლის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოებრივი საბჭოები არ აურჩევია.
საზოგადოებრივ მაუწყებელს სიხშირეებს კომუნიკაციის მარეგულირებელო კომისია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე ანიჭებს (3 სატელევიზიო და 3 რადიო სიხშირე).
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი საქართველოს მოქალაქეთა საშემოსავლო გადასახადიდან ფორმირდება. მაუწყებელს თანხა, რომლის ოდენობა ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 %-ს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 63(8) მუხლის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე და რადიო არხებზე კომერციული რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებშია დასაშვები საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. რეკლამაზე და ტელეშოპინგზე განსაზღვრული შეზღუდვები სატელეტით ან ინტერნეტით მაუწყებლობაზე არ ვრცელდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანოები არიან: ა) სამეურვეო საბჭო; ბ) გენერალური დირექტორი.
წელი | მთლიანი შემოსავალი GNCC-ის მიხედვით | საბიუჯეტო შემოსავალი |
2016 | 40 688 729 ლარი | |
2017 | 32 825 661 ლარი (3 კვარტლის მონაცემები) | 16 101 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლების მედიამონიტორინგის ანგარიში, 24 თებერვალი, 2015
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.