2019 წლის 19 დეკემბერი - ნიკა გვარამიაა (51 %), კახაბერ ანჯაფარიძე - 39 %, ნიკოლოზ სისაური - 3%, მარი ანა რურუა- 2.5%, გიორგი რურუა - 2.5 %, შპს საქართველოს უნივერსიტეტი- 2 %.
მედია პროფილები
მთავარი არხი
შპს ,,მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა. ,,მთავარი არხი” რუსთავი 2-ს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.
კომპანია საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს ,,შპს კომედი არხის” სახელით დარეგისტრირდა, რომლის მესაკუთრეებიც იყვნენ: გიორგი ჯაფარიძე იყო (15%), იოსებ კურდღელია (15 %), კახაბერ ანჯაფარიძე (50%) და შპს ,,კომედი +” (20%); 16 აგვისტოს კი კომპანიის საკონტროლო პაკეტი (51%) ნიკა გვარამიამ, წილის 49% კი კახაბერ ჯაფარიძემ დაირეგისტრირა. კახაბერ ჯაფარიძე თავის მხრივ შპს ინტერ მედია პლიუსის 30%-ან წილს ფლობს. არხმა მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექმეტბერს დაიყო. ტელეკომპანია B.1.2.1 საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას ფლობს.
საჯარო რეესტრის ბოლო (2019 წლის დეკემბერი) ცვლილებებით კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი კვლავ ნიკა გვარამიაა (51 %), დარჩენილი 49 %-ის გადანაწილება კი ასეთია: კახაბერ ანჯაფარიძე - 39 %, ნიკოლოზ სისაური - 3%, მარი ანა რურუა- 2.5%, გიორგი რურუა - 2.5 %, შპს საქართველოს უნივერსიტეტი- 2 %.
,,მთავარი არხის” გუნდს რუსთავი 2-ის მესაკუთრის ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი წარმოადგენს.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.