მედია პროფილები

კოსტავას ქ. 68, თბილისი 0171

(032) 2 409 495

(032) 2 409 004

საზოგადოებრივი რადიო 1

საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხი 1925 წელს დაფუძნებული სახელმწიფო რადიოს ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველი მაუწყებელი იყო. 2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღების საფუძველზე, სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციაში შემავალი არხები საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმირდნენ.

რადიო 1-ის მოსმენა თბილისში, ბათუმში, ახალციხეში, ჭიათურასა და მესტიაში FM 102,4-ზეა შესაძლებელი, საჩხერეში FM 101,4-ზე, გორში FM  100,6-ზე, თელავში - FM  99,1-ზე, ქუთაისში - FM 100,3-ზე, ზუგდიდში - FM 101,3-ზე, ამბროლაურში კი FM 102,9-ზე.

მაუწყებლობის კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით კანონი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, საჯარო დაფინანსებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას, დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.

რადიო 2-ს აქვს უნიკალური საარქივო აუდიო ჩანაწერები, რომელიც ოქროს ფონდის სახელით არის ცნობილი და აუდიტორიისთვის რადიო თეატრალური დადგმების შეთავაზების ხანგრძლივი ტრადიცია.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.