„პირველმა რადიომ“ მაუწყებლობა 1994 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. 2012 წლის მარტიდან - ნოემბრამდე პირველი რადიოს სიხშირეზე რადიო პიკი მაუწყებლობდა, რომელიც ტელეკომპანია პიკის დახურვასთან ერთად დაიხურა. განახლებული ეთერით პირველი რადიო 2012 წლის 4 დეკემბრიდან წარსდგა.
„პირველი რადიო“ საერთო მაუწყებლობის მქონე რადიოა, რომელიც B45, B46 და B79 ლიცენზიებით ტალღაზე FM 106,4-ზე ქალაქებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, ყვარელსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. რადიოს ონლაინ ვერსია საინფორმაციო სააგენტოს პრინციპით მუშაობს.
1997 წელს კომპანია ნიკოლოზ ჩხეიძემ (22%), ზურაბ ჭელიძემ (41%), ლევან იაშვილმა (15%), დიმიტრი ტვილდიანმა (17%) და დავით ზილფიმიანმა (5%) შპს ტელერადიო კომპანია „პრემიერის“ რეორგანიზაციის შედეგად დაარსეს. 2007 წლის 13 აგვისტოდან კომპანიის მფლობელი შპს “ჰოლდინგი საქართველოს მედიის გაერთიანებადება” (ჯი-ემ-ემ-ეი ჰოლდინგი), რომელმაც ძველი მფლობელებისგან კომპანიის წილები ჯამში 200 000 ამერიკულ დოლრად იყიდა. 2011 წლის 16 დეკემბრიდან კი კომპანიის 100% წილი მარშალის კუნზულებზე რეგისტრებულ შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალს გადაეცა, რომელიც მანამდე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 30%-იან წილს ფლობდა. 2011 წლის 30 დეკმებრიდან დღემდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძეა.
პირველ რადიოში მუშაობა დაიწყეს ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა ჟურნალისტებმა, რომლებიც არხის პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს.