მედია პროფილები

თაყაიშვილის # 61, ბათუმი 6000

+995 (0422) 27-69-25

ტელეარხი 25

ტელეარხი 25 1993 წლის ივნისში ბათუმში დაფუძნდა და აჭარის რეგიონის მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას. ტელეკომპანია კერძო / საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას (B29) ფლობს და ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და სარფიდან ფოთამდე ზღვისპირა ზოლს ფარავს.

არხის ამჟამინდელი მფლობელები გიორგი სურმანიძე (49 %) და მალხაზ ვერძაძე  (51 %) არიან. არხის მფლობელობა წლების განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა. 2000 წელს გიორგი სურმანიძის (51%) და მალხაზ ვერძაძის (24%) წილების მფლობელი მიხეილ გაგოშიძე გახდა (75%). მიხეილ ვერძაძე დამფუძნებელთა შორის 2004 წლის მაისიდან აღარ ფიგურირებს და 75%-იანი წილის მფლობელები კვლავ გიორგი სურმანიძე და მალხაზ ვერძაძე ხდებიან. არხის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები ხელისუფლებას უკავშირდებოდა. “2000 წლის 19 თებერვალს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა “ტელეარხი 25”-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა.”

საკუთრებაში შემდგომი ცვლილებები 2012 წელს განხორციელდა. 2012 წლის თებერვალში არხს 2 ახალი მესაკუთრე - ლევან ქარდავა (50%) და ჯემალ ვერძაძე (50%) ჰყავს. ლევან ქარდავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს და ის ამჟამად პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების” წევრია.

2012 წლის 30 ოქტომბრიდან ტელარხ 25-ის 100%-იანი წილის მფლობელი ჯემალ ვერძაძე ხდება, ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან ჯემალ ვერძაძესთან ერთად 49%-იან წილს გიორგი სურმანიძე ფლობს. 2014 წლის იანვარში არხის მფლობელებმა გააკეთეს განცხადება, რომ პროკურატურის მხრიდან დაკითხვის დროს მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მათ განეცხადებინათ, რომ 2012 წელს არხის გასხვისება ყოფილი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების უშუალო ჩარევით მოხდა. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული საკითხის გამოძიებას მოითხოვდნენ.

 

2025 წლის 20 იანვარს ტელევიზიამ გაავრცელა საგანგებო განცხადება , რომ 1-ელი იანვრიდან შეჩერებულია არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების, ისე ვებგვერდისა და სოციალური პლატფორმების მუშაობა. განცხადებაში მუშაობის შეჩერების მიზეზი განმარტებული არ არის და აღნიშნულია, რომ არხის ფუნქციონირების დროულად აღსადგენად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

2016 წლის 21 სექტემბერი- ჯემალ ვერძაძე 51%, გიორგი სურმანიძე 49%

2012 წლის 13 ნოემბერი - დღემდე - ჯემალ ვერძაძე 51%, გიორგი სურმანიძე 49%

2012 წლის 30 ოქტომბერი - ჯემალ ვერძაძე 100%

2012 წლის 24 თებერვალი - ლევან ქარდავა 50%, ჯემალ ვერძაძე 50%

2004 წლის 11 მაისი - გიორგი სურმანიძე 51%, მალხაზ ვერძაძე 24%, მერაბ მერკვილაძე 25%

2000 წლის 28 მარტი - მიხეილ გაგოშიძე 51%, მერაბ მერკვილაძე 25%, მალხაზ ვერძაძე 24%

2000 წლის 16 მარტი - მიხეილ გაგოშიძე 75%, მერაბ მერკვილაძე 25%

1998 წელი - გიორგი სურმანიძე 51%, მალხაზ ვერძაძე 24%, მერაბ მერკვილაძე 25%

1996 - 1998 წლები - გიორგი სურმანიძე 25%, მალხაზ ვერძაძე 25%, ემზარ ჩხარტიშვილი 25%, მერაბ მერკვილაძე 25%

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, მთავარი არხის 2023 წლის შემოსავალი 351 137 ლარს, 2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავალი კი 205 433 ლარს შეადგენს

წელისაერთო შემოსავალი GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
2024205 433,04 (პირველი სამი კვარტლის მონაცემები) 
2023


351 137

 
2022

370 378 

 
2021575 246,22 
2020634 185,22 

 

2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ TV25 “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ბალანსი ამ უკანასკნელის საზიანოდ ირღვევა. მონიტორინგში, ასევე, მითითებულია, რომ მეორე მხრივ, ტელეარხი რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს აშუქებს, რომელიც ხელისუფლების შესახებ პოზიტიურ წარმოდგენას ქმნის.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.