1996 წლის 12 ნოემბერი - დღემდე - მერაბ კიკაბიძე 100%
მედია პროფილები
ტელეკომპანია "მეგა-TV"
ტელეკომპანია „მეგა ტვ“1991 წელს დაფუძნდა. ამჟამად არხი კერძო/ საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიით (#B74 და F78) სარგებლობს. არხი შემდეგ ქალაქებს ფარავდა: წყალტუბო, ხონი, მარტვილი, სამტრედია, აბაშა, ნაწილობრივ ქუთაისი, ვანი, ტყიბული, ასევე სამეგრელოსა და გურიის ნაწილი. მოგვიანებით არხის სატელევიზიო სიგნალი მთელი ქვეყნის მაშტაბით– კავკასუს ტვ–ს სილქ ნეტის–სა და დელტა ნეტის საკაბელო ქსელში ჩაირთო.
ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მერაბ კიკაბიძეა.
წელი | საერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვით | საბიუჯეტო შემოსავლები |
2015 | 146 076 ლარი | 20 000 ლარი |
2016 | 121 552 ლარი | 20 000 ლარი |
2017 | 67 020 ლარი (3 კვარტლის მონაცემები) | 3 270 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.