მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 აპრილი - 31 ივლისი, 2016 შუალედური ანგარიში
„მედიის განვითარების ფონდი" 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის" ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნველყოფს თუ არა მედია მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციით იმისათვის, რომ მათ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პროექტის მიზანია კვლევის მიგნებების გამოქვეყნების გზით, გამოავლინოს არსებითი პრობლემები და მოქალაქეების ყურადღება მათი წყაროების სანდოობაზე მიაპყროს.
მონიტორინგის მეთოდოლოგია მედიის განვითარების ფონდისთვის Free Press Unlimited-ის (FPU) კონსულტანტმა დომინიკ ტიერმა შეიმუშავა.
წინამდებარე შუალედური ანგარიში 2016 წლის 1 აპრილიდან 31 ივლისის პერიოდის მონიტორინგის შედეგებს ასახავს.