ტელერადიო კომპანია ”თრიალეთი” 1990 წელს გორში დაფუძნდა. არხი კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის (B56) ფლობს და შიდა ქართლის აუდიტორიაზეა გათვლილი. არხი კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე - ახალგორში, ცხინვალსა და მის მიმდებარე რეგიონშიც ვრცელდება. 2013 წლიდან “თრიალეთმა” თბილისში სტუდია გახსნა. ამჟამად ტელეკომპანია HD ხარისხის მაუწყებლობს.
ამჟამად შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთის” 50%-იან წილს ჯონი ნანეტაშვილი, 20 %-ს - ბადრი ნანეტაშვილი, 20 %-ს - ნინო გაგნიძე და ხოლო 10%-ს შპს ”აქცეპტი” ფლობენ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, 18 მაისს არხის 10%-იანი წილი იმ ხანად ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის (მეუღლე ეკატრინე ხვედელიძე) საკუთრებაში არსებულმა შპს „მეცხრე არხმა“ შეიძინა. 2015 წლის 9 ივლისიდან კი შპს “მეცხრე არხს” შპს “აქცეპტი” ჩაენაცვლა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, “შპს „მეცხრე არხის“ 20%-ის მფლობელია ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილი (შპს „აქცეპტის“ მეშვეობით). კობიაშვილი საქართველოში აქტივების მფლობელი ცხრა სხვადასხვა ოფშორული კომპანიის იურიდიული წარმომადგენელია”.
2015 წლის 10 ოქტომბერს “თრიალეთის” 90%-იანი წილის მფლობელებმა გაავრცელეს განცხადება ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ, თუმცა მიზეზები არ განმარტეს.
ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს მე-6 მოწვევის (2004-2008) პარლამენტარი და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” წევრი იყო. 2003-2004 წლებში ის შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.
ბადრი ნანეტაშვილი წილებს აუდიტორულ ფირმა შპს „აუდიტ მრჩეველსა“ (50%) და შპს „ინვესტმედიაში“ (100%) ფლობს.
1995-2010 წლები - ჯონდო ნანეტაშვილი 50%, ბადრი ნანეტაშვილი 50%
წელი
საერთო შემოსავლები GNCC-ის მონაცემებით
საბიუჯეტო შემოსავლები
2015
168 082 ლარი
9 240 ლარი
2016
233 122 ლარი
2017
91 374 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)
18 369 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში
ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით
(info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი
მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ
აქ.