მედია პროფილები

მ.კოსტავას ქ. 68, 0171, თბილისი

(+995 32) 2 409 409

მეორე არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი სახელმწიფო ტელევიზიის მე-2 არხის ბაზაზე შეიქმნა, რომელმაც მაუწყებლობა 1991 წლიდან დაიწყო.

მეორე არხი ამერიკული C-SPAN-ის (საკაბელო-სატელიტური საზოგადოებრივ საქმეთა ქსელი) ანალოგია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომებს, მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენებს პირდაპირ ეთერში აშუქებს, ასევე პირდაპირ ეთერს ყოველდღიურად პოლიტიკურ პარტიებს უთმობს. საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშორმლობის ფორმატი 2010 წლის თებერვალში ხელმოწერილი მემორანდუმით განისაზღვრა, რომელიც 2013 წელს კვლავ განახლდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ასევე გადის საინფორმაციო გადაცემები სომხურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებაა. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანოები არიან: ა) სამეურვეო საბჭო; ბ) გენერალური დირექტორი.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.