მედია პროფილები

ქ. რუსთავი, მეგობრობის #32

+995-341-254400

ქვემო ქართლის ტელეკომპანია

ქვემო ქართლის ტელეკომპანია 1998 წელს დაფუძნდა.არხი რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის სამ სიხშირეს ფლობს და მთელ ქვემო ქართლის რეგიონს ფარავს.

ტელეკომპანიის მფლობელია ს/ს „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია“, რომლის აქციონერები  როლანდ მგალობლიშვილი (85 %) და მერაბ ტყეშელაშვილი (15 %) არიან.

როლანდ მგალობლიშვილი 2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მერაბ ტყეშელაშვილი კი 2006 წლამდე რუსთავის მერი იყო.

რეგიონული ტელევიზიებიდან 2015 წელს ქვემო ქართლის ტელევიზიას საბიუჯეტო რეკლამის სახით ყველაზე დიდი თანხა - 313 980 ლარი აქვს მიღებული, მარეგულირებელი კომისიის საიტზე კი 255 821 ლარი აქვს დეკლარირებული.

2014 წლის 20 ოქტომბერი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: როლანდ მგალობლიშვილი (თავმჯდომარე), ეთერი ჯოლია,მალხაზ ალბორაშვილი

2012 წლის 21 დეკემბერი - აქციონერები: როლანდ მგალობლიშვილი 34,1%, დავით ხამაშურიძე 50,8%, მერაბ ტყეშელაშვილი 15%, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: როლანდ მგალობლიშვილი (თავმჯდომარე), ეთერი ჯოლია,მალხაზ ალბორაშვილი

2004 წლის 5 აგვისტო - სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: როლანდ მგალობლიშვილი (თავმჯდომარე), ეთერი ჯოლია, მირიან ლიპარტელიანი

2003 წლის 17 თებერვალი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მირიან ლიპარტელიანი (თავმჯდომარე), ეთერი ჯოლია, ნიკა მაღლაფერიძე

2001 წლის 27 ივნისი - აქციონერები: როლანდ მგალობლიშვილი 55,5%, დავით პაიჭაძე 32,5%, ნიკა მაღლაფერიძე 12% სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: როლანდ მგალობლიშვილი (თავმჯდომარე), ნიკა მაღლაფერიძე, გურამ ბურდილაძე (სააქციო საზოგადოება "ქვემო ქართლის ტელეკომპანია")

2001 წლის 14 თებერვალი - დავით პაიჭაძე 32,5%, როლანდ მგალობლიშვილი 55,5%, ნიკა მაღლაფერიძე 12%

2000 წლის 3 ოქტომბერი - დავით პაიჭაძე 32,5%, როლანდ მგალობლიშვილი 30,5%, ნიკა მაღლაფერიძე 12%, ეთერ ჯოლია 25%

2000 წლის 13 მარტი - დავით პაიჭაძე 32,5%, როლანდ მგალობლიშვილი 30,5%, ნიკა მაღლაფერიძე 12%, სს ბიზნეს ცენტრი სასტუმრო "რუსთავი" 25%

1999 წლის 24 დეკემბერი - დავით პაიჭაძე 50%, როლანდ მგალობლიშვილი 38%, ნიკა მაღლაფერიძე 12%

1998 წლის 9 მარტი - დავით პაიჭაძე 15%, კობა ძლიერიშვილი 14%, ოლეგ უგრეხელიძე 21%, ალექსანდრე წივწივაძე 15%, ნიკა მაღლაფერიძე 20%, როლანდ მგალობლიშვილი 15%

წელიმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებითსაბიუჯეტო შემოსავალები
2017221 515 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)185 522  (15 ნოემბრის მდგომარეობით)
2016286 326 ლარი179 996 ლარი
2015255 821 ლარი313 980 ლარი

 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.