2010 წლის 18 ოქტომბრიდან - დღემდე საქართველოს საპატრიარქო 100%
2008-2010 - ირაკლი შიოლაშვილი 100%
ტელეკომპანია “ერთსულოვნება” 2008 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად მისი 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი შიოლაშვილი იყო, ხოლო 2010 წლის ოქტომბრიდან არხის 100% წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა.
2008 წლიდან "ერთსულოვნება" ტელეკომპანია "ევრიკას" საშუალებით 2013 წლამდე ვრცელდებოდა. საპატრიარქოს ტელევიზიის გათიშვის შემდეგ "ევრიკამ" ტელეკომპანია "მაესტროს" გავრცელება დაიყო.
მოგვიანებით, კომპანია „სტერეო+“-მა საკუთარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ 2013 წლის ნოემბერში სიმბოლურ ფასად გადასცა. „სტერეო +“ მანამდე ჯერ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ავრცელებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემდეგ „ობიექტივს“.
არხი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას B126-ს ფლობს.
არხი რელიგიურ და კულტურულ გადაცემებს ამზადებს.
2010 წლის 18 ოქტომბრიდან - დღემდე საქართველოს საპატრიარქო 100%
2008-2010 - ირაკლი შიოლაშვილი 100%
საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.
EMCI-ის და TDI-ის ანგარიში: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა, 2014
2013 წელს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული გრანტების შესახებ შემდეგია:
წელი | შემოსავლები GNCC-ის მიხედვით | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 218 355 ლარი (3 კვარტლის მონაცემები) | 4 000 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
2016 | 262 346 ლარი | |
2015 | 316 775 ლარი |
არხი რელიგიურ და კულტურულ გადაცემებს ამზადებს.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.