2017 წლის 2 ივნისი- დღემდე - ოთარი თევზაძე 50%, მარინა თელია 20%, ნიკოლოზ თევზაძე 15%, საბა თევზაძე 15%
1996 წლიდან - ოთარი თევზაძე 50%, გია თევზაძე 15%, გოჩა თევზაძე 15%, მარინა თელია 20%
ჯავახიშვილის ქ. #8, სამტრედია 3900
(411) 225885
ტელერადიო პრესკომპანია „ზარი“ 1989 წელს დაფუძნდა და სამტრედიაში, ასევე ნაწილობრივ სხვა ქალაქებშიც მაუწყებლობს. არხი კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიით B43 (მაუწყებლობის არხი: VHF 4) სარგებლობს და ფარავს სამტრედიის, ნაწილობრივ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, აბაშის, ვანისა და ლანჩხუთის ტერიტორიას.
შპს ტელერადიო პრესკომპანია „ზარი“ საოჯახო ბიზნესია და მისი მფლობელები ოთარ თევზაძე (50 %), შვილები - გია თევზაძე (15 %) და გოჩა თევზაძე (15 %), მეუღლე - მარინა თელია (20 %) არიან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, გია თევზაძის საკუთრებაშია ასევე სამტრედიაში დაფუძნებული ინტერნეტ პროვაიდერი „ვი-ჯი-ეს ნეთვორქის“ წილთა 33%.
2017 წლის 2 ივნისი- დღემდე - ოთარი თევზაძე 50%, მარინა თელია 20%, ნიკოლოზ თევზაძე 15%, საბა თევზაძე 15%
1996 წლიდან - ოთარი თევზაძე 50%, გია თევზაძე 15%, გოჩა თევზაძე 15%, მარინა თელია 20%
წელი | საერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვით | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 55 017 ლარი (3 კვარტლის მონაცემები) | 42 584 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) |
2016 | 46 937 ლარი | |
2015 | 37 619 ლარი | 26 562 ლარი |
“ზარი” ძირითადად საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” გადაცემების რეტრანსლირებას ახდენს.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.