მედია პროფილები

გამსახურდიას გამზირი N19, ზუგდიდი 2100

(0415) 25 17 71

ტელე-რადიო კომპანია "ოდიში"

ტელე-რადიო კომპანია "ოდიში" 1989 წელს ზუგდიდში დაფუძნდა. თავდაპირველად ის საკაბელო არხი იყო.”ოდიში” კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით (B60) სარგებლობს და ზუგდიდში, ასევე ოჩამჩირის ჩათვლით, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე ვრცელდება.

ტელეკომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ემმა გრიგოლია. 1996-დან 2010 წლამდე ტელეკომპანიის მფლობელთა შორის ემა გრიგოლიას ვაჟი ალექსანდრე ქობალია იყო, რომელიც 2012 წლამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდის გამგებელი იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, “ემმა გრიგოლია შპს „ნიუ G“-ის აქციათა 34% ფლობს. ის და დავით გრიგოლია ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერი შპს „ოდიში ნეტის“ აქციონერები არიან (თითოეულს წილთა 34% ეკუთვნის).”

2010 წლის 19 მარტი - დღემდე - ემა გრიგოლია 100%

2007 წლის 29 მარტი - ემა გრიგოლია 70%, ალექსანდრე ქობალია 20%, კიმ-კიმ ხაი 10%

2003 წლის 24 თებერვალი - ემა გრიგოლია 50%, ალექსანდრე ქობალია 20%, ლევან ქობალია 20%, კიმ-კიმ ხაი 10%

1996 წლის 10 მაისი - ლევან ქობალია 70%, კიმ-კიმ ხაი 5%, ალექსანდრე ქობალია 5%, ინდიკო გვარამია 5%, ბეჟან გუნავა 5%, რევაზ ხაინდრავა 5%, ვასილი გაბისონია 5%

წელისაერთო შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
2015129 602 ლარი

8 180 ლარი

2016190 917 ლარი 
2017222 290 (3 კვარტლის მონაცემები)19 355 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.