მედია პროფილები

ფერმწერთა ქუჩა 59, თბილისი, თბილისი 0183

558 66 25 24

პოს ტვ (POS TV)

 

პოს ტვ (POS TV ) -  შპს ,,პოსტვ” საჯარო რეესტრში 2017 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და მისი თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ რუგზარ რუხაძე (20%), ზაზა შათირიშვილი (20%), ზვიად ბლიაძე (20%), შალვა რამიშვილი (20%) და შპს ,,სვოტ პროდაქშენი”(20%).  კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრეები წილებს შემდეგნაირად ინაწილებენ: თემურ ჭარელაშვილი- 28%, შალვა რამიშვილი- 24%, ნუგზარ რუხაძე-16%, ზვიად ბლიაძე-16 %, ანა შენგელია-8%, ვახტან კომახიძე- 8%. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია -თემურ ჭარელაშვილი, დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებშიკი-ნუგზარ რუხაძე (აშშ);

პოს ტვ (POS TV )  ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედია საშუალებაა. კომპანიამ ტელემაუწყებლობა 2019 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო. სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყებამდე პოს ტვ მხოლოდ ონლაინტელევიზიით ოპერირებდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „პოსტვის“ საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება 21 ნოემბერს მიიღო. პოს ტვ-ს გადაცემების მომზადებაში მონაწილეობენ შალვა რამიშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ნუგზარ რუხაძე, ვალერიან გორგილაძე და სხვები.2018 წლის 1 მაისიდან, პოს ტვ-ს ოთხი გადაცემა (Night Show, მედია რენტგენი, პოლიტიკური დეტექტორი, კონსერვატორია) ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადიოდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თემურ  ჭარელაშვილი წარმოადგენს შპს „42 პარალელის“ 10%-იანი წილის მფლობელს. შპს „42 პარალელი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის NB191 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 

პოს-ტვ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გამოვლენელია ,,მითების დეტექტორის” ფარგლებში.