Georgian

წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო 2017

7 ნოემბერი, 2017 |

წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.

ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.

ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას შეეხება; მე-3 ნაწილი ასახავს საბიუჯეტო კონტრაქტებს იმ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენენ; ხოლო ბოლო მე-4 ნაწილი რეგიონულ ტელევიზიებში საბიუჯეტო თანხების განაწილებას შეეხება.

ავტორები: მარიამ პატარიძე
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე

 

მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016

4 აპრილი, 2017 |

წინამდებარე კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების შესწავლას და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად. 
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს. 


პირველი ნაწილი მაუწყებლების მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს ასახავს, მეორეში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედია საშულაბებთან კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკაა მიმოხილული. ცალკე არის გამოყოფილი ის მედია საშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ. 
ანგარიში 2016 წლის პერიოდს ასახავს. 

რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა

14 ივნისი, 2016 |

წინამდებარე კვლევის მიზანია, შეისწავლოს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილების პრაქტიკა და დადგენილი პროცედურები. კვლევა ასევე მოიცავს მედია მონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს, რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდენს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედია შინაარსზე; რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით, ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. კვლევა ასევე მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკასაც და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე რბილი ცენზურის გამოვლინების ფორმებს. შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც როგორც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, ასევე კანონმდებლობის დაცვას და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფინანსებული მასალების გამოყენებას შეეხება. რეკომენდაციების შემუშავებისას ასევე გათვალისწინებულია მსოფლიოს გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაციის (WAN-IFRA) მიერ რბილ ცენზურასთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები.

 

2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

7 დეკემბერი, 2015 |

გელა ბოჩიკაშვილი

გვანცა კვარაცხელია

2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" შემოდის, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიატია. 2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს ერთადერთი კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველო" ახორციელებდა, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტია. "თი-ვი ემ-არ საქართველოს" სახელი 2014 წლის თებერვალში ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის შესვლას უკავშირდება, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა, რადგან ეს ქმედება სარეკლამო ბაზრის გადანაწილების მცდელობად შეფასდა.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით , 2014 წელს სატელევიზიო მაუწყებლობიდან შემოსავალმა 91.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 23.7%-ით (17.6 მლნ ლარით) გაიზარდა. შემოსავლების უდიდეს ნაწილს რეკლამა (71.4%) და სპონსორობიდან (19.8%) მიღებული თანხები შეადგენენ. სხვა წყაროები (კონტენტის რეალიზება, საეთერო დროის გაყიდვა, შემოწირულობა, ა.შ) 8.8% იყო.

მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 49.3% -რუსთავი 2-ზე მოდიოდა. სხვა ტელეკომპანიებზე კი შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ტელეიმედი - 24.2%, სტუდია მაესტრო - 11.3%, ჯი-დი-ეს თივი - 2.9%, საქართველოს მედია ქსელი - 2.7%. სხვა მაუწყებლების ჯამური წილი კი 9.5% იყო.

თუმცა, "თი-ვი ემ-არ საქართველოს" მონაცემებით , რეკლამაზე ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, 2014 და 2015 წლების აპრილის თვეების შედარებამ წუთში სატელევიზიო რეკლამის 37%-იანი შემცირების ტენდენცია გამოავლინა.

სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების დამკვეთები როგორც ტელევიზიები, ასევე სარეკლამო სააგენტოები და მედია სელერები არიან. ტელევიზიებს რეიტინგების გაზომვა პროგრამირებისთვის და რეკლამის მოსაზიდად სჭირდებათ, ხოლო სარეკლამო სააგენტოები და მედია სელერები რეკლამის განთავსებას სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით ახდენენ.

რა გავლენას მოახდენს ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ ტელევიზიები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი მხოლოდ რამდენიმე ტელეკომპანიას აქვს. დღესდღეობით "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" მომსახურებით 34 ორგანიზაცია სარგებლობს, ხოლო "ტრი მედია ინტელიჯენსის" განცხადებით, ისინი 48 კომპანიასთან აპირებენ თანამშრომლობას, რომელთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს. ტრიმედია მომხმარებელს 600 ოჯახამდე გაზრდილ პანელს სთავაზობს, "თი-ვი-ემ-არი" კი 355 ოჯახიანი პანელის გაზრდას იანვრიდან 450-მდე გეგმავს.

 

ტრი მედია ინტელიჯენსი

შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ბაზარზე საერთაშორისო კომპანია "Kantar Media"-ს ლიცენზიით შემოსვლის შესახებ განაცხადი ოქტომბერშივე გააკეთა. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. თავის მხრივ მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %იანი წილის მფლობელია.

„ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორმა ცოტნე მირცხულავამ „მედიის განვითარების ფონდს" განუცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეისწავლა 6 600 ოჯახი საქართველოს 7 ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 45 000-ს აღემატება. ოჯახებთან ინტერვიუ Kantar Media-ს მიერ შედგენილი კითხვარის მიხედვით GORBI-ის 43 თანამშრომელმა ჩაატარა. შესწავლილი 6 600 ოჯახიდან მოხდა 600-მდე ოჯახის შერჩევა, სადაც ტელევიზორებზე სპეციალური მოწყობილობის ე.წ. ფიფლმეტრების (people meter) დაყენება მოხდა. ფიფლმეტრები საკვლევი პანელის ოჯახებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორის ცოტნე მირცხულავას განცხადებით, კომპანია თანამშრომლობას 48-მდე ორგანიზაციასთან, მათ შორის ტელევიზიებთან და სარეკლამო სააგენტოებთან გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ის არ ასახელებს, რომელ კომპანიასთან მიაღწიეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. რაც შეეხება დაფინანსებას და ფინანსურ გამჭვირვალობას, ორგანიზაციის დამფუძნებლის მერაბ ფაჩულიას განმარტებით, კომპანია ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას 2016 წლის 1 იანვრამდე, სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგის კვლევის დაწყებამდე გეგმავს. „ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორის ცნობით, კომპანია დამფუძნებლების და საბანკო კრედიტის მეშვეობით ფინანსდება. 2014 წლის 15 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე მერაბ ფაჩულიამ განაცხადა, რომ პირველად ხარჯებს კომპანია „გორბი" დაფარავდა, რომლის 70%-იანი წილის მფლობელიც თავად ფაჩულიაა, ასევე მისი პარტნიორი.

2015 წლის 22 ივლისს მერაბ ფაჩულიამ თიბისი ბანკთან გირავნობის ხელშეკრულება გააფორმა და გირავნობის უზრუნველყოფის საგნად "ტრი მედიაში" მისი 50%-იანი და გორბში 70%-იანი წილები მიუთითა. 22 ივლისს იდენტური ტიპის გირავნობის ხელშეკრულება თიბისი ბანკთან "ტრი მედიას" მეორე დამფუნებელმა გიორგი თევდორაშვილმა გააფორმა და უზრუნვეყოფის საგნად "ტრი მედიაში" მისი 50%იანი წილი მიუთითა. არცერთი ხელშეკრულების პირობებში სესხის კონკრეტული თანხა მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც უზრუველყოფის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. მერაბ ფაჩულიას შემთხვევაში კონტრაქტში უზრუნველყოფის თანხად 10 მილიონი ამერიკული დოლარი (ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში), ხოლო გიორგი თევდორაშვილის შემთხვევაში 5 მილიონია მითითებული.

თი-ვი ემ-არ საქართველო

ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო" 2004 წელს დაფუძნდა და სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს 2005 წლის ახორციელებს. შპს თი-ვი ემ-არ საქართველოს დირქტორი, ნინო გოგოლაძეა, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული "კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ"-ია.

შპს თი-ვი ემ-არ საქართველო და გოჩა ცქიტიშვილი კი 50-50% წილს ფლობენ შპს აი-ფი-ემ მონიტორინგი-ში. ამ კომპანიის დირექტორიც ნინო გოგოლაძეა. გოჩა ცქიტიშვილი კი ასევე ფლობს წილს შპს „მედია მონიტორინგში" (100%).

ამ დროისათვის „თი-ვი ემ-არ საქართველოს" 34 კლიენტი ჰყავს, მათ შორის არიან 13 სატელევიზიო არხი, 1 მედია სელერი, 18 სარეკლამო სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ტელევიზიებიდან "თი-ვი ემ-არ"-ის მომსახურებით დღესდღეობით შემდეგი კომპანიები სარგებლობენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მე-2 არხები, იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, ტაბულა, ჯი-დი-ესი, კავკასია, music box, პალიტრა, TV 11, კომედი არხი და მარაო."თი-ვი ემ-არ საქართველოს" საკვლევი პანელი დღევანდელი მონაცემებით 355 ოჯახზეა, რომლის 450-მდე გაზრდას კომპანია 2016 წლის 1 იანვრიდან გეგმავს. ამჟამად კვლევის პანელი თბილისსა და საქართველოს 6 ქალაქს ფარავს, სადაც მოსახლეობა 45,000 და მეტია. „თი-ვი ემ-არ საქართველო" 2016 წლიდან ინტერნეტ მედიის კვლევასაც იწყებს.

სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის სანდოობის დასადასტურებლად კომპანიაში დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება რეგულარულად ტარდება. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს" კვლევები ოთხჯერ შეისწავლა და შეაფასა საერთაშორისო დამოუკიდებელმა სერტიფიცირებულმა აუდიტმა , მათ შორის ბოლო USAID-ის მიერ დაფინანსებული IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში განხორიცელდა.

2014 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "თი-ვი ემ-არ საქართველოში" შემოწმება დაიწყო და კომპანიისგან იმ 330 ოჯახის სახელებისა და მისამართების სია მოითხოვა, სადაც სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების მოწყობილობა ეყენა. "თი-ვი ემ-არ საქართველომ" უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ საქმე კონფიდენციალურ მონაცემებს ეხებოდა და მისი გამჟღავნება კომპანიის სანდოობასა და რეიტინგს ზიანს მიაყენებდა. შემოსავლების სამსახურმა ამის შემდეგ „თი-ვი ემ-არ საქართველოს" აქტივების აუდიტი დაიწყო. 20 მარტს „თი-ვი ემ-არ საქართველომ" მუშაობა შეწყვიტა, იმ მოსაზრებით, რომ აუდიტი ხელს უშლიდა მის ფუნქციონირებას. შემოსავლების სამსახურის ქმედებას ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კონფიდენციალური მონაცემების გარეშე პირთა მიერ ფლობას შესაძლოა რეიტინგის შედეგებზე პოტენციური ზეგავლენისა და მანიპულირების საფრთხე შეექმნა, რაც შეიძლება კვლევაში მონაწილე ოჯახების თვითცენზურაშიც გამოხატულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განხადება ხუთმა ტელევიზიამ და ათზე მეტმა სარეკლამო სააგენტომაც გაავრცელეს, რომელშიც ყურადღება ქვეყნის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრისათვის ზიანის მიყენების საფრთხეზე იყო გამახვილებული. 24 თებერვლიდან და 3 აპრილამდე შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს „თი-ვი ემ-არ საქართველოსგან" კონფიდენციალური მონაცემების მიღების შუამდგომლობით სამჯერ მიმართა, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

2014 წლის ოქტომბერში "ტრი მედია ინტელიჯენსის" მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კანტარ მედიას წარმომადგენელმა კელდ ნილსენმა, ტელეკომპანია "ტაბულას" შეკითხვაზე, რამდენად მოახერხებდნენ ფიფლმეტრების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვას შემდეგი რამ განაცხადა:

"ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ნაბიჯი გამჭვირვალე იქნება. ერთადერთი რამ, რასაც ვერ მიიღებთ, ვინაობა და მისამართია, სადაც ფიფლმეტრები იქნება დამონტაჟებული. ჩვენ ვართ ჩინეთში, რუსეთში და სხვა 'კონტროლირებად' ქვეყნებში. გვქონია დაინტერესება აქამდე აღნიშნულ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ შენ ამ ინფორმაციას გასცემ, ბიზნესი უნდა დახურო. იმიტომ, რომ ეს შენი რეპუტაციაა. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოითხოვს, ეს არასდროს მოხდება",-აღნიშნა ნილსენმა.

რაც შეეხება კონკურენტი კომპანიის ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით „თი-ვი ემ-არ საქართველოს" პოზიციას, ორგანიზაციის დირექტორი ნინო გოგოლაძე მათი 11 წლიანი მუშაობის პერიოდიდან კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს. როგორც ის აღნიშნავს, 2007 წელს მარეგულირებელმა კომისიამ 2 მილიონად შეიძინა ფიფლმეტრები და კომპანია „ბი-სი-ჯის" რეიტინგების გაზომვის მიზნით გადასცა. იმ პერიოდში მათ music box-ისა და სარეკლამო სააგენტოების გარდა, ყველა კონტრაქტორი სატელევიზიო კომპანია დაკარგეს. თუმცა, მოგვიანებით ეს თანამშრომლობა აღადგინეს, ხოლო კონკურენტულმა კომპანიამ სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა შეწყვიტა.

რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ ტელევიზიები?

საზოგადოებრივი მაუწყებელის ტენდერი აუდიტორიის კვლევის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი "ფიფლმეტრების” საშუალებით აუდიტორიის კვლევის შესაძენად ელექტრონულ ტენდერებს 2011 წლის თებერვლიდან აცხადებდა და ამ დროიდან ის კომპანია - "თი-ევ ემ-არ - საქართველოსთან” თანამშრომლომდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტენდერით მოთხოვნილი ფიფლმეტრების რაოდენობა სხვადასხვა წლის მიხედვით 300-დან 330-მდე მერყეობდა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, "თი-ევ ემ-არ - საქართველო” ამდენივე "ფიფლმეტრით” (330) ზომავდა რეიტინგებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფიფლმეტრების მინიმალურ რაოდენობაზე მოთხოვნა 2016 წლის სატელევიზიო სეზონის რეიტინგების დასათვლელად გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტში გაზარდა. ცვლილებების მიხედვით, ფიფლმეტრი მინიმუმ 400 ოჯახში უნდა იყოს დაყენებული. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ფიფლმეტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. მაუწყებლის მიერ ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის "თი-ევ ემ-არ - საქართველოს" ჯერ არ ჰქონდა ინფორმაცია გავრცელებული, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან რეიტინგებს 450 ფიფლმეტრით დათვლიდა, აღნიშნული ინფორმაცია არც TV MR-ის ვებ-გვერდზეა მითითებულია და ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა.

2015 წლის სატენდერო დოკუმენტში მხოლოდ ფიფლმეტრებისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი მანამდე ტენდერში მონაწილე კომპანიისგან საერთაშორისო აუდიტის დასკვნას ითხოვდა, 2015 წელს ეს მოთხოვნა არ ფიგურირებს. მის ნაცვლად კი მაუწყებელს უფლება ექნება საჭიროების შემთხვევაში თავად ჩაატაროს აუდიტი, რაც ერთი კომპანიის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული .

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნებში გაჩნდა პუნქტი - შესაძლებლობა "სატელევიზიო არხების გაზომვა და მონიტორინგი, როგორც პირდაპირ (LIVE), ისე დროში წანაცვლებული ყურებადობის შესაძლებლობით (გადახვევით)”. ამ სერვისის შეთავაზება კი 2016 წლის იანვრისთვის ბაზარზე არსებული 2 კომპანიიდან მხოლოდ შპს ტრი მედია ინტელიჯენსს” შეეძლება. ამ მიზეზის გამო, სატენდერო დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს ""თი-ევ ემ-არ - საქართველოს” დირექტორი, ნინო გოგოლაძე.

რეგიონული მაუწყებლები

რეგიონალური ტელევიზიები არასდროს ყოფილან შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს" დამკვეთები, რასაც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მისი პანელის ნაკლად მიიჩნევდა. როგორც რეგიოუნული ტელევიზიები აცხადებენ, შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი" მათ რეიტინგების დათვლას როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს მაშტაბით სთავაზობს. ზოგიერთი კომპანიის განცხადებით, საწყის ეტაპზე მომსახურება უსასყიდლო იქნება, ხოლო ზოგი რეგიონებისთვის შეთავაზებულ დაბალ ტარიფზე საუბრობს.

საქართველო რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ არ არის გადაწყვეტილი ასოციაციის რამდენი წევრი ტელევიზია ისარგებლებს რეიტინგების მთვლელი კომპანიის მომსახურებით. მისი თქმით, თითოეული ტელევიზია "ტრი მედია ინტელიჯენსთან" თანამშრომლობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

"ძალიან ბევრი რეგიონი საერთოდ არ არის მოცული და ჩემი აზრით, ეს არ იძლევა კარგ შედეგს. ეს არის ჩემი შენიშვნა და იგივე ტიპის შენიშვნები აქვთ წევრების დიდ ნაწილს. ისინი ამბობენ, რომ თუ ერთი ან ორი ტელევიზიის დათვლა მოხდება რეგიონებში, პირიქით, ეს კიდევ უფრო დააზარალებს ბაზარს," - აღნიშნავს კუპრაშვილი, რომლის განცხადებით, რეგიონული ქალაქების მონაცემები თბილისის მონაცემების მსგავსად დეტალურად არ იქნება ჩაშლილი.

საწყის ეტაპზე (3-6 თვე) რეიტინგების შესახებ ინფრომაციის უფასოდ მიწოდებაზე საუბრობს "ტელეარხი 25”-ის დირექტორი, გიორგი სურმანიძე. მისი თქმით, კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსის” წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ბათუმის მაშტაბით 80 ფიფლმეტრი იქნება დაყენებული, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ დონეზე არხის რეიტინგი გაიგოს.

"ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. თუ ისეთი თანხაა, რასაც მე ვერ შევწვდები, მაშინ ვიკმარებთ მხოლოდ ბათუმის მასშტაბით ინფორმაციას. თუ მისაღები იქნება თანხა, რაც მთელ საქართველოს ითვლის, ბიუჯეტს გადავხედავთ და აქედან გამომდინარე შევთანხმდებით”, - აღნიშნავს "ტელეარხი 25”-ის დირექტორი, რომელიც რეიტინგების გაზომვის მომსახურების შესაძენად საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

რეიტინგების დათვლას გეგმავს, "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) წევრი ტელეკომპანია "რიონი”. არხის დირექტორის ინფორმაციით, შპს "ტრი მედია ინტელიჯენსი” ქუთაისში 100-მდე ფიფლმეტრს აყენებს. კომპანიის მომსახურებას კი GARB-ის დახმარებით მიიღებს.

ტელეკომპანია "გურჯაანი” რეიტინგების გაზომვის მომსახურებით არ ისარგებლებს. როგორც ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ალექსიშვილი ამბობს, მიზეზი ისაა, რომ ბაზარზე არსებული 2 კომპანიიდან კახეთის რეგიონის მონაცემებს ცალკე არცერთი კომპანია ითვლის.

ალექსიშვილი სარეკლამო ბიზნესშიც არის ჩართული. მისი კომპანია - შპს "რეგიონმედიამარკეტი" რეგიონულ ტელევიზიებში ანთავსებს რეკლამას. მისი თქმით, თუ შპს ტრი მედია ინტელიჯენსთან დაიწყებს თანამშრომლობას, შესაძლოა, საწყის ეტაპზე, მომსახურება უფასოდ მიიღონ.

"ჩვენ ვაკვირდებით ამ სურათს პირველ თვეს, ზოგადად ჯერ არ ყოფილა მოლაპარაკებები, ვთქვათ, როგორ დაითვლება. იმის მერე გადავწყვეტთ კონკრეტულ ნაბიჯს. თუ ეს იქნება აწყობილი სისტემა, და რეალობასთან ახლოს, შესაძლებელია ვითანამშრომლოთ”, - ამბობს ალექსიშვილი.

"ტრი მედია ინტელიჯენსის” შეთავაზება მისაღებია ტელეკომპანია "თრიალეთისთვის”. არხის ერთ-ერთი მფლობელის, ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაციით, გორში რეიტინგი 36 ფიფლმეტრით გაიზომება. "ფასი დაზუსტებით არ გადაწყვეტილა ჯერ. ყოველ შემთხვევაში ამბობენ, რომ რეგიონალურ ტელევიზიებს ექნებათ ცალკე, დაბალი ფასი”, - აცხადებს ნანიტაშვილი.

"თრიალეთის” წარმოამდგენლებს მოლაპარაკებები TV MR - საქართველოსთანაც ჰქონდათ. რადგან კომპანია რეგიონების მიხედვით რეიტინგებს მათ ცალ-ცალკე არ სთავაზობდა, შეთანხმება ვერ შედგა.

"თი-ვი ემ-არ საქართველოს" განმარტებით, თუკი მხოლოდ გორში მაუწყებლობს ტელევიზია, მაშინ მისი მონაცემების სხვა რეგიონებზე განზოგადება შეცდომა იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიები გადავიდნენ ციფრულ მიწისზედა მაუწყებელზე, სხვა ქალაქებშიც გახდა შესაძლებელი რეგიონალური ტელევიზიების ყურება. შესაბამისად, რეგიონალურ ტელევიზიებს გაუჩნდათ ინტერესი, რომ მიიღონ ინფორმაცია გამზომავი კომპანიისაგან. თუმცა, რეგიონალურ ტელევიზიებს არ გააჩნიათ შესაბამისი ფინანსები, რომ გამზომავი კომპანიისაგან მიიღონ სერვისი. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ 2014 წელთან შედარებით 2015 წელს სარეკლამო ბაზარი 20%-ით შემცირდა, რაც ტელევიზიებისთვის ფინანსების შემცირებას ნიშნავს.

ნაციონალური და თბილისის მაუწყებლები

TV MR საქართველოს დირექტორის, ნინო გოგოლაძის თქმით, 2016 წლის პირველი იანვრისთვის მათთან ხელშეკრულება 3 არხს - იმედს, მაესტროსა და საზოგაოებრივ მაუწყებელს უმთავრდებათ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საეთერო სეზონის რეიტინგების დასათველელად ტენდერის პირობები შეცვალა. ტელეკომპანია "მაესტროს” დირექტორმა რამდენიმე დღიანი კომუნიკაციის მიუხედავად საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ტელეკომპანია "იმედის” დირექტორი, გიორგი ბახტაძე კი არხის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, "თი-ვი ემ-არ საქართველოს" კონკურენტ კომპანიასთან - შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთან” თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს. რეიტინგების მთვლელმა ახალმა კომპანიამ საკუთარი შეთავაზებები უკვე გააცნო ბახტაძეს.

"თუ ეს გამზომი დააკმაყოფილებს პროფესიულად და თავისი მომსახურებით იმ მოთხოვნებს, რაც არის ბაზარზე, ჩვენ აუცილებლად დავრჩებოდით ერთ გამზომზე”, - აღნიშნა ტელეკომპანია იმედის დირექტორმა.

რეიტინგების მთვლელ ახალ კომპანიასთან თანამშრომლობას არ გეგმავს ტელეკომპანია რუსთავი 2. არხის პოზიციის შესახებ შპს ინტერ-მედიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, რეიტინგების მთვლელ კომპანიასთან დაკავშირებით შეთანხმებული პოზიციები აქვთ. გუმბარიძე აღნიშნავს, რომ შპს „ტრი მედია ინტელიჯენსთან" თანამშრომლობა არ განუხილავთ, რადგან მისი ბაზარზე შემოსვლა მათთვის ბუნდოვანი იყო.

"კომფორტია, რომ ცალ-ცაკლე მოვიდეს რეგიონების მონაცემები, თუმცა რამდენად სწორი მეთოდოლოგია არის და რამდენად შეესაბამება ფიფლმეტრების რაოდენობა, რაც თითოეულ რეგიონზე აქვთ ლოკაცია, კიდევ მეორე საკითხია. ამას ცალკე კვლევა სჭირდება, საკმარისია კი ის მონაცემები, რასაც ტრიმედია იღებს იმისთვის, რომ რეპრეზენტატული გახდეს [კვლევა]? ამასთან დაკავშირებით კიდევ კითხვები არსებობს”, - განმარტავს გუმბარიძე.

გუმბარიძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლობას "თი-ვი ემ-ართან" ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარებული დასკვნები განაპირობებს, რა დროსაც მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

"თი-ვი ემ-არ- საქართველოსთან” თანამშრომლობით კმაყოფილია ტელეკომპანია GDS-ის დირექტორი, ჯაბა მელქაძე. თუმცა, არხი, პარალელურად, თანამშრომლობის დაწყებას შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთანაც” გეგმავს. მელქაძის თქმით, რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია მათ მაყურებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობს.

"საბოლოო ჯამში ორი ერთად ვერ იარსებებს. ჩვენ ასე ვართ განწყობილი, რომ ეს გარდამავალი პერიოდი სანამ იქნება, ერთთან ვთანამშრომლობთ და ვითვლით, მეორესაც შევხედავთ. მერე საბოლოო ჯამში მივიღებთ, ალბათ, გადაწყვეტილებას, რომელზე დავრჩებით”, - აღნშნავს GDS-ის დირქტორი.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ რომელ კომპანიასთან აპირებს თანამშრომლობას 2016 წლიდან ტელეკომპანია "კავკასია” - ამის შესახებ არხის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ის რეიტინგების მთვლელ კომპანიებს არ ენდობა.

"ძველი TV MR არის არაობიექტური, არაკვალიფიციური, პრობლემური წლების მანძილზე. ეს ახალი, როგორც მე ვხვდები, ბიძინასია [ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი]. ასე რომ, მგელი შემჭამს თუ მგლისფერი ტურა ჩემთვის სულ ერთია - ასე ვუყურებ ამ საკითხს. ერთიც არასწორად შემოვიდა ბაზარზე და მეორეც, არცერთი არ მოუწვევია ინდუსტრიულ კომიტეტს, არც TV MR თავის დროზე და არც "კანტარ მედია” ახლა. "თვითონ ჩადეს ფული" და დაიწყეს გაზომვები,”- განმარტა ტელეკომპანია "კავკასიის” დირექტორმა, რომელიც მიიჩნევს, რომ TV MR - საქართველოზეც იყო პოლიტიკური გავლენები.

ტელეკომპანია "კავკასიის” დირექტორის მსგავსად ტელეკომპანია "ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშილიც "ტრი მედია ინტელიჯენსის” ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი თევდორაშვილის "კვირის პალიტრასთან” კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. თუმცა, ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ "ტაბულა” რეიტინგების მთვლელ იმ კომპანიასთან ითანამშრომლებს, რომელსაც რეკლამის დამკვეთი კომპანიები ენდობიან.

"მგონია, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა დაძალება კომპანიებზე, თვითონ ბიზნესებზე, წავიდნენ და ფაჩულიას და თევდორაშვილების კომპანიით იხელმძღვანელონ, თავისი ინიციატივით ამაას არ იზამენ”, - დასძინა ჩერგოლეიშვილმა.

შპს "ტრი მედია ინტელიჯენსთან” თანამშრომლობა ჯერ არ გადაუწყვეტია ტელეკომპანია PALITRANEWS-ს (პალიტრა TV), რომლის 100% წილი შპს "კვირის პალიტრას” ეკუთვნის და რომელთან თევდორაშვილის კავშირით ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ "ტაბულასა” და "კავკასიის” დირექტორები (იხილეთ ინფოგრაფიკა). PALITRANEWS-ის დირექტორი, ინგა დადიანი "ტრი მედია ინტელიჯენსის” დადებით მხარეებად ფიფლმეტრების რაოდენობას და ტექნოლოგიებს მიიჩნევს .

"ჩვენ ვფიქობთ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ და გავიაროთ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ფიფლმეტრების რაოდენობა გარკვეულწილად იმასაც ნიშნავს, რომ გაზომვის სიზუსტე იქნება მაღალი ხარისხის”, - განმარტავს PALITRANEWS-ის დირექტორი.

პალიტრა TV-სა და ტრი მედია ინტელიჯენს შორის კავშირი

ინტერესთა კონფლიქტი, რომელზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი საუბრობს, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ "ტრი მედია ინტელიჯენსის" ერთ-ერთი დამფუნძნებელი გიორგი თევდორაშვილი პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. თავის მხრივ, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ ის მხოლოდ გაზეთის რედაქტორია და წილობრივად არცერთ ციფრულ ტექნოლოგიაში არ მონაწილეობს .

ტელეკომპანია PALITRANEWS (შპს პალიტრა TV), ჰოლდინგ პალიტრა მედიაში (შპს პალიტრა მედია) შემავალი ერთ-ერთი მედია საშუალებაა. ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გარდა, პალიტრა მედიაში კიდევ 4 გაზეთი, 15 ჟურნალი, 17 ინტერნეტპორტალი, 1 რადიო, მაღაზიათა ქსელი, წიგნების გამომცემლობა და პრესისა და წიგნების გამავრცელებელი სააგენტოა გაერთიანებული. ჰოლდინგ პალიტრა მედიაში შემავალი კომპანიები ერთმანეთთან მფლობელებით არიან დაკავშირებული (იხილეთ ინფოგრაფიკა).

შპს პალიტრა მედიის 75%-იანი წილის მფლობელი ირაკლი თევდორაშვილია, დარჩენილი 25%-იანი წილი კი ზაზა ბუაძეს ეკუთვნის. ასევეა გადანაწილებული შპს კვირის პალიტრის (გაზეთი "კვირის პალიტრა”) წილებიც. შპს "კვირის პალიტრა” კი 100-100 პროცენტიან წილებს ფლობს შპს პალიტრა TV-ში (ტელეკომპანია PALITRANEWS) და შპს რადიოცენტრი პლუს-ში (რადიო პალიტრა - 103,9 FM). გარდა ამისა, შპს კვირის პალიტრასა და მისი ერთ-ერთი მფლობელის, ირაკლი თევდორაშვილის ძმას, გიორგი თევდორაშვილს (შპს ტრი მედია ინტელიჯენისის 50% წილის მფლობელი) წილები აქვთ - პრესისა და წიგნების გამავრცელებელ სააგენტოში (შპს ელვასერვისი), მაღაზიათა ქსელში (შპს ბიბლუსი) და საინფორმაციო საააგენტო ინტერპრესნიუსში (შპს ახალი ამბები).

 

გადადით ინფოგრაფიკის ბმულზე: http://bit.ly/1IPuxol

 

ბლოგი ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

[1] http://www.tabula.ge/ge/story/88658-telekompaniebis-reitings-kidev-erti-kompania-kantar-media-gazomavs

საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში

7 ივლისი, 2015 |

შესავალი

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგის პროცესში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი -MDF 2014 წლიდან ახორციელებს, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ცალკეული სამინისტროები და მათ დაქვემდებარებული იურიდიული პირები კონტრაქტებს ისეთ მედია საშუალებებთან აფორმებდნენ, რომლებიც სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობას აღვივებენ[1]. მედიის განვითარების ფონდის მიერ 2014-2015 წლებში ჩატარებულიმედია მონიტორინგი[2] იმასაც ცხადყოფს, რომ ეს მედიები ანტიდასავლური განწყობებითაც გამოირჩევიან. გარდა ამისა, ზოგიერთი სამინისტრო[3] ასეთ მედია საშუალებებთან ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებს.

წინამდებარე კვლევა სწორედ ასეთი მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს  შორის თანამშრომლობის პრობლემას ასახავს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია. პრეცედენტული გადაწყვეტილებით, რომელიც MDF-ის სარჩელის საფუძველზე 2015 წლის 11 ივნისსთბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე შოთა გეწაძე) მიიღო[4],დადგინდა სტანდარტი, რომელიც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელ ორგანიზაციებს ავალდებულებს, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს. გადაწყვეტილების აღსრულება და ამ პრეცედენტის სხვა უწყებებზე განვრცობა შესაძლებელს გახდის, სსიპებისა და ააიპების საქმიანობა უფრო  გამჭვირვალე გახდეს.

კვლავ სირთულეს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება, რაც MDF-ის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მიმართვის და საქმის არსებითი განხილვის შედეგად გახდა შესაძლებელი.ინფორმაციის სრულფასოვნად მოძიება ვერცსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაშია შესაძლებელი. მაგალითად,მედია-კავშირ „ობიექტივთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები  მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის ღვინის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაში იძებნება და არ არის ხელმისაწვდომი  იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროვებასთან დაკავშირებულ მიმართვებზე არ რეაგირებს. ამ გარემოებების გამო, საჯარო ინფორმაცია, ერთი მხრივ, არასრულია, მეორე მხრივ კი, საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირების ამოცანა დროსთან  და დამატებით ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.

1. კვლევის მეთოდოლოგია

წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემების, მედია საშუალებებზე დაკვირვების, არსებული კვლევების მეორადი ანალიზის და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე.

სამინისტროებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და ააიპებიდან, ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია 2013-2014 წლებში მედია საშუალებებში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ცალკეული მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ. წინამდებარე კვლევა მხოლოდ იმ მედია საშუალებებს ეხება, რომლებიც სხვადასხვა იდენტობის ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და სიძულვილის ენას აღვივებენ.

შესწავლილი იყო ასევე საერთაშორისო რეგულაციები, რომლებიც საჯარო ხელისუფლების ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, მათ შორის ფისკალურ ურთიერთობებს და ამ თვალსაზრისით სახელმწიფოების ვალდებულებებს განსაზღვრავს.

2013-2014 წლების მონაცემების გარდა, გამონაკლისის სახით კვლევაში  2015 წელს გადაცემა „ეტალონისთვის“  გამოყოფილი თანხები შევიდა. აღნიშნული გადაცემა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში გადის და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევით ფინანსდება. 2015 წლის სრულ მონაცემებს ჩვენ მომდევნო კვლევაში ავსახავთ. მოცემულ შემთხვევაში „ეტალონის“ მაგალითი კანონმდებლობის დარღვევის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი.

ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მედია, რომელიც სიძულვილის ენას და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობას აღვივებს?

 

 

 

 

 

2. საერთაშორისო პრაქტიკა

უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მედია, რომელიც სიძულვილის ენას და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლოას აღვივებს?

ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) აქვს. კერძოდ, რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ECRI-ის რეკომენდაციებში #7[5]  წევრი სახელმწიფოების მიმართ შემდეგ ჩანაწერს ვხვდებით:

9. “კანონმდებლობამ უნდა დაავალდებულოს საჯარო ხელისუფლება, რომ ის მხარეები, რომლებთანაც აფორმებს კონტრაქტებს, ვისზეც გასცემს სესხებს, გრანტებს ან სხვა სარგებელს, იცავენ და ხელს უწყობენ არადისკრიმინაციულ პოლიტიკას. კერძოდ, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლება უფლებით, რომ მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა და ხელშეწყობა კონტრაქტების, სესხების, გრანტების ან სხვა სარგებლის გაცემის წინაპირობად აქციოს. კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ასეთი წინაპირობის დარღვევის შემთხვევაში, კონტრაქტის, გრანტისა და სხვა სარგებლის შეწყვეტა.“[6]

16. „კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ვალდებულებას, შეუჩეროს საჯარო დაფინანსება ორგანიზაციებს, რომლებიც რასიზმს აღვივებენ. იქ, სადაც პოლიტიკური პარტიების საჯარო დაფინანსების სისტემა მოქმედებს, ასეთი ვალდებულება უნდა მოიცავდეს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის საჯარო დაფინანსების შეწყვეტას, რომლებიც რასიზმს აღვივებენ.“[7]

 

3. სტატისტიკური მონაცემები

იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან(იხ. დანართები გვ. 35),რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში  შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84  ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი - არასრული მონაცემი[8]), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი).

შპს „ეტალონ-მედიას“ 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

დიაგრამა 1. საბიუჯეტო დაფინანსება მედია საშუალებებისთვის, რომლებიც სიძულვილის ენას აღვივებენ (2013-2014 წლები, ნაწილობრივი მონაცემები 2015 წლისთვის).

ეს მონაცემებიც არასრულია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპები და ააიპები მონაცემებს არ ასაჯაროვებენ. მაგალითად, ა(ა)იპი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა კონსოლიდირებული მონაცემები იმის შესახებ, რომ 2013-2014 წლებშიმედიასაშუალებებს[9], მედია გაერთიანებებსა[10] და კომპანიებს[11]სულ 1 043 845,57  ლარიგადაურიცხა. სააგენტოს  მიერ მოწოდებულ მედია საშუალებების ჩამონათვალშიგაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკაც“ ფიგურირებენ, თუმცა, სააგენტომ უარი თქვა შესაბამისი ხელშეკრულებების გადმოცემაზე, რის გამოც ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობით თანხა გადაირიცხა თითოეული სუბიექტისთვის, მათ შორის „ალია“ ჰოლდინგში შემავალ ორგანიზაციებისთვის.

11 ივნისსთბილისისსაქალაქოსასამართლომ (მოსამართლეშოთაგეწაძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - დააკმაყოფილა მედიისგანვითარებისფონდისსარჩელისოფლისმეურნეობისსამინისტროსმიმართ და ააიპსოფლისმეურნეობისპროექტებისმართვისსააგენტოს - აღნიშნული ინფორმაციისგასაჯაროვებადაავალა.

სამართლებრივი დავების სტატისტიკა. MDF-მა საჯარო ინფორმაცია მედიაში რეკლამის განთავსების ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხების შესახებ 122 საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვა: 19 სამინისტრო, საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავარი პროკურატურა და  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და გამგეობები (30), 70 სსიპი და ააიპი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების და საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გადმოგვცეს. 69 სსიპიდან და ააიპიდან 13 იურიდიულმა პირმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, აქედან ამ ეტაპზე 6 გასაჩივრდა, 7-ის[12] გასაჩივრება კი მომავალში იგეგმება. 6 სასამართლო დავიდან 1 პროცესი მედიის განვითარების ფონდის სასარგებლოდ დასრულდა და სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს საქალაქო სასამართლომ ინფორმაციის გასაჯაროება დააკისრა, 4 შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ებმა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ MDF-ს საჯარო ინფორმაცია მიაწოდეს. 1 დავა სააქციო საზოგადოება ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიმართ სასამართლო განხილვის სტადიაშია.

4. მედია-კავშირი „ობიექტივი“

მედია-კავშირ „ობიექტივს“ საჯარო დაწესებულებებიდან სარეკლამო მომსახურებისადა გადაცემის მომზადებისთვის დაფინანსება როგორც პირდაპირ აქვს მიღებული, ასევე ირიბად. კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული მონაცემების თანახმად, 2015 წელს შპს „ეტალონ-მედიას“ გადაცემის მომზადებისა და ეთერში გაშვების მიზნითკონტრაქტები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთანაქვთ გაფორმებული, რაც თავის მხრივ, კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

ქვემოთ მოცემული მონაცემები არასრულყოფილია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, გარკვეულმა უწყებებმა ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს (იხ. გვ. 8).

ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის მედიის განვითარების ფონდისთვის ხელმისაწვდომი  მონაცემების თანახმად, 2013 -2014 წლებში მედია-კავშირ „ობიექტივს“ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული აქვს 52 167,84 ლარის ღირებულების საკონტრაქტო მომსახურება, ხოლო შპს „ეტალონ-მედიას“, რომლის მიერ სახელმწიფო უწყებებთან კონტრაქტების საფუძველზე მომზადებული გადაცემა ამჟამად „ობიექტივის“ ეთერში გადის,  2015 წელს - 68 616.01ლარის ღირებულების.

ცალკეული უწყებების მიხედვით ეს მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

ცხრილი 1. მედია-კავშირ„ობიექტივთან“ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება

ცხრილი 2. შპს„ეტალონ-მედიასთან“საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება


4.1.  „ეტალონი“ „ობიექტივის“ ეთერში

გადაცემა "ეტალონი" ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში 2015 წლის 9 მაისიდან კანონმდებლობის დარღვევით გადის, რადგან მისი სპონსორები ადმინისტრაციული ორგანოები არიან, რომელთაც მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, გადაცემების დაფინანსება ეკრძალებათ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, შპს "ეტალონი-მედია" შემსყიდველებს ორი სახის მომსახურებას სთავაზობს - სასპონსოროს და გადაცემაში სტუმრად მიწვევის.  

"მაუწყებლობის შესახებ" კანონის (მუხლი 661. მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა) მიხედვით კი:

მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა

"აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა."

661 მუხლის მე-3 პუნქტი გამონაკლისს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის აწესებს, მე-2 პუნქტი კი შემდეგ შემთხვევებზე:

გამონაკლისი:

"ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით".

მაუწყებლობის შესახებ კანონის 67-ე მუხლის (სპონსორობის დაუშვებლობა) პირველი პუნქტიკი მკაფიოდ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროგრამის სპონსორობა იკრძალება:

სპონსორობის დაუშვებლობა

"ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები."

აღსანიშნავია, რომ ყველა საჯარო უწყებას შპს „ეტალონი-მედიის“ მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული კლასიფიკატორების (კოდები)მიხედვით აქვთ შეძენილი. მხოლოდ ადიგენის, ონის, ხულოს და კასპის მუნიციპალიტეტებს აქვთ „ეტალონისგან“ სარეკლამო მომსახურება გატარებული სატელევიზიო და რადიო მომსახურების (CVP 92200000) კოდით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას -სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების (CVP 79340000) კოდით. სხვა შემთხვევებში იდენტური მომსახურება ხელშეკრულებებში როგორც კულტურული ღონისძიებების ორგანიზება (CVP79952100), ჯგუფური თამაშები (CVP 37524400), საგანმანათლებლო თამაშები (CVP 37524100), ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა (CVP 79300000), სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები (CVP 79900000), გადაღება სტუდიის პავილიონში (CVP 79961350), ღონისძიების ორგანიზება (CVP 79952000)  არის იდენტიფიცირებული.

აღნიშნული კონტრაქტები კი შემდეგ მომსახურებას ითვალისწინებს: "დამკვეთისმონაწილეობითგადაცემისთვისკითხვებისმომზადება, გადაცემისჩაწერა, მისიმონტაჟიდაეთერშიგანთავსებასა და დამკვეთისმიერშერჩეულიმოსწავლეებისწარმოჩენასგადაცემისფორმატისშესაბამისად“. ეს მომსახურება მაუწყებლობის კანონის 661 მუხლით აკრძალულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას“წარმოადგენს. ხელშეკრულება შეიცავს ადმინისტრაცული ორგანოს მიერ სარედაქციო საქმიანობასა და შემოქმედებით პროცესში  ჩარევის დებულებებს, რაც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 29.2 მუხლის (მაუწყებლისსარედაქციოდამოუკიდებლობისადმიწაყენებულიმოთხოვნები) დარღვევაა.

            

 

მუნიციპალიტეტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ პირობებთან ერთად,სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან გაფორმებულ კონტრაქტში დამატებით ასეთ მომსახურებასაც ვხვდებით:

  •  გადაცემის დაწყებისას და გადაცემის ჭრაში (მინიმუმ ერთხელ) დამკვეთის ვიდეორგოლის განთავსება (8-11წამი); ფოტოზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზაქარია ენდელაძე გადაცემა „ეტალონში“, მედია-კავშირი „ობიექტივი“, 23 მაისი, 2015 13
  •  გადაცემაში სტუმრის სტატუსით შემსყიდველის პასუხისმგებელი პირების მიწვევა (მომსახურების პერიოდში არანაკლებ 2-ჯერ), სადაც სტუმარს ექნება საშუალება მოკლედ ისაუბროს თავისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილ პროექტებზე;
  •  შემსყიდველის სტუდენტების მოწვევა გადაცემაში (მომსახურების პერიოდში 2-ჯერ) და მათი ვიზუალური გამოჩენა გადაცემის მსვლელობის დროს;
  •  შემსყიდველის ორგანიზაციის ვიზუალური ბანერის (2 ცალი) განთავსება გადაცემის სტუდიაში და მათი ვიზუალური გამოჩენა გადაცემის მსვლელობის დროს;
  • ყოველ გადაცემაში შემსყიდველის და მისი სლოგანის გამოცხადება და შემსყიდველის ორგანიზაციის ლოგოს ამონათება (ყოველ გადაცემაში მინიმუმ ერთხელ).

თითქმის იდენტურ მომსახურებას ითვალისწინებს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც. "რეკლამის შესახებ" კანონის მიხედვით (მუხლი 13. სპონსორობა):

სპონსორობა

"სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული, შესაბამისად, – რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს, ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვთ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით".

შპს „ეტალონთან“ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები თავისი არსით წარმოადგენს სასპონსორო მომსახურებას და მაუწყებლობის შესახებ კანონის  661 ( მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა) და 67-ე  (სპონსორობის დაუშვებლობა) მუხლების დარღვევას. ასევე სახეზეა რეკლამის გამავრცელებლის საქმიანობაში ჩარევა, რადგან ხელშეკრულება შეკითხვების მომზადებასა და სტუდენტების შერჩევაში დამკვეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

გარდა ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისა, სახეზეა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) რეკომენდაციებთან შეუსაბამობა, რადგან შპს „ეტალონის“ მიერ მომზადებული გადაცემა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში გადის, რომელიც სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და შპს „ეტალონს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ძირითადად მედია-კავშირი „ობიექტივი“ არ ფიგურირებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კონტრაქტებში გადაცემის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსების ვალდებულებას ვხვდებით, სადაც „ეტალონი“ 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 11 აპრილის ჩათვლით გადიოდა. შსს აკადემიასთან 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების ოქმის თანახმად კი, „ეტალონი-მედია“ იღენს ვალდებულებას, რომსარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში განახორციელებს.

დანართი 1. შეთანხმების ოქმი შსს აკადემიასა და შპს „ეტალონ-მედიას“ შორის გადაცემა „ეტალონის“ მედია-კავშირ „ობიექტივის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით.

 

მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეროგატივაა. „რეკლამის შესახებ“ კანონის 171 მუხლის (კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში) მიხედვით, სამაუწყებლო რეკლამის კონტროლს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს:

კონტროლი სამაუწყებლო რეკლამის სფეროში

„სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.“

იდენტური შემთხვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 26 მარტს საზოგადოებრივ  მაუწყებელს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა და  წერილობითი გაფრთხილება მისცა, რისი საფუძველიც პირველი არხის ეთერში  ადმინისტრაციული ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შსს-ს აკადემიის მიერ გადაცემა "ეტალონის" სპონსორობა გახდა[16]. მარეგულირებლის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიში, სადაც „ეტალონის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის პრობლემაა იდენტიფიცირებული[17].

 

4.2. ობიექტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც თავადაც გამოირჩევა ჰომოფობიური რიტორიკით, იმავდროულად მედია-კავშირ „ობიექტივის“ შუადღის გადაცემის თანაწამყვანია.

გიორგი ფოფხაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ბრიუსელის ბიუროში კორესპონდენტის თანამდებობაზე2014 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა, რასაც უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკული შეფასებები მისი ადრინდელი ჰომოფობიური განცხადებების გამო მოჰყვა[18].

საზოგადოებრივ მაუწყებელში დანიშვნამდე გიორგი ფოფხაძე  ევროპაში მედია-კავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი იყო, თუმცა, როგორც „ობიექტივის“ პროგრამული ბადიდან ირკვევა, აღნიშნულ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა მას არც შემდგომში შეუწყვეტია. იგი ამჟამად გადაცემა „შუადღის“, რომელიც შაბათ-კვირის გარდა, „ობიექტივის“ ეთერში ყოველდღიურად, 14:30-16:30 საათზე გადის, ერთ-ერთი თანაწამყვანია[19].

დანართი 2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი პარალელურად მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „შუადღის“ წამყვანია („ობიექტივის“ ვებ-გვერდზე წამყვანების საძიებო სისტემის მიხედვით).

 

აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს „ობიექტივის“ წამყვანად მუშაობისას?

 

 

 

 

მაუწყებლობის შესახებ კანონის 23 მუხლის 6 პუნქტის თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს არეგულირებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან“.თუმცა, როგორც „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილიც  განმარტავს, გიორგი ფოფხაძის  თანამშრომლობა „ობიექტივთან“ ანაზღაურებად საწყისებზე არ ხდება და ის  ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, მართალია, კანონის პირდაპირი დარღვევა არ იკვეთება, თუმცა ინტერესთა კონფლიქტი მაინც სახეზეა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებ-გვერდზე, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“რუბრიკაში „ჩვენი გუნდი“ კორესპონდენტთა და ჟურნალისტთა შორის გიორგი ფოფხაძე არ ფიგურირებს[20]. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ბრიუსელის ბიუროს მიერ მომზადებული სიუჟეტების რაოდენობის შესახებ, იმ მოტივით, რომ საარქივო სისტემაში მასალების არა გვარით და სახელით, არამედ მოვლენისა და თემატიკის მიხედვით მოძიება იყო მხოლოდ შესაძლებელი.

ევროკავშირთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმების, ევროპის ქვეყნებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისგაშუქების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ძირითად გადამღებ ჯგუფს თბილისიდან აგზავნის. ამ მიმართულებით კი მეტწილად„მოამბის“ ბრიუსელის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა მუშაობს, რომელიც ამჟამად თბილისში საქმიანობს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების გაშუქების მიზნით, მისი თბილისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში მივლინებადა შესაბამისი ხარჯების გაწევა ხდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი კი ყოველდღიურ რეჟიმში ერთვება მედია-კავშირ „ობიექტივს“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯზე „ობიექტივის“ წამყვანის დაფინანსება ხდება. საზოგადოებრივ მაუწყებელში ბრიუსელის ბიუროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი  4300 ლარს შეადგენს.დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების არგამჟღავნების საბაბით, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს რამდენ საშტატო ერთეულზეა განკუთვნილი ეს თანხა და რა ანაზღაურებაა განკუთვნილი თითოეულ საშტატო ერთეულისთვის.

გარდა დაფინანსების ასპექტისა, ლეგიტიმურია უფლებადამცველთა პრეტენზიები, რომლებიც იმ შეუსაბამობაზე მიუთითებენ, რაც, ერთი მხრივ, გიორგი ფოფხაძის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და მეორე მხრივ, მაუწყებლობის კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს შორის არსებობს. კერძოდ, კანონის მე-16 მუხლის თანახმად:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:

თ) „პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია“.

საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას, რაც ასოცირების ხელშეკრულების შემადგენლად იყო წარმოჩენილი, გიორგი ფოფხაძემ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ (5-11 მაისი, 2014)ინტერვიუში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა:

 

გიორგი ფოფხაძე: „სოსო ჯაჭვლიანმა არ შემოიტანა ტერმინი „მესაჯდომეები“ და ხმალამოღებული არ იბრძოდა პედარასტების წინააღმდეგ?! არადისკრიმინირებული საქართველო, უკანალით შევდივართ ევროპაში?.. ევროპის ტრაკი კარით არა მხოლოდ შევაღეთ, ისე წინ წავედით, უკვე იქა ვართ!.. თან უკუსვლით მივდივართ და თან საჯდომით“.

 

გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ (27 აპრილი-3 მაისი, 2015)არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას, რომლებიც ხშირად ანტიდასავლურ კონტექსტში, უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ, დაქირავებულ აგენტებად არიან წარმოჩენილები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

 

გიორგი ფოფხაძე: „უნდა შეისწავლონ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები და კანონმდებლობით აკრძალონ უცხოური რესურსებით ნასაზრდოები ორგანიზაციები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. საფრანგეთში არავინ დაუშვებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საუდის არაბეთიდან, ან  თუნდაც ამერიკიდან ფინანსდებოდეს!“

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის ბიუროს კორესპონდენტის პარტიულ კავშირებსა და მის მიერ ევროპაში საქართველოს ხელისუფლების ადვოკატირების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე მეტყველებს 29 ივნისსგაზეთ „კვირის ქრონიკაში“[21]და სხვა ონლაინ გამოცემებში გავრცელებული გიორგი ფოფხაძის კომენტარი[22], რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშს შეეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აღწერს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში მის მიერ გაწეულ ლობისტურ საქმიანობას, რასაც მისივე თქმით, ირმა ინაშვილის [პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი] მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ახორციელებს.

გიორგი ფოფხაძე: „მართლაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი სტრასბურგიდან რომ წამოვედი. მატარებელში ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი, რისთვის ვიშლი ნერვებს, რას დავდივარ, რისთვის ვაკეთებ ამ საქმეებს, თუ ეს ხალხი [საქართველოს ხელისუფლება] გვერდით არ გიდგას და პირიქით. მხოლოდ ჩვენ დავრჩით, მე და ინაშვილი, ვინც ჩვენი ხარჯებით დავდივართ ევროპაში და ველაპარაკებით იქაურ პოლიტიკოსებს.  რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი“,

მაუწყებელთა კოდექსის მე-29 მუხლის (მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები) თანახმად:

მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები

7. „ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.“

კოდექსის 30-ე მუხლის (სახელმძღვანელო რეკომედაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ) თანახმად კი:

სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ

1.„მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას. 3. ჟურნალისტი არ შეიძლება მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. 4. მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22.1 მუხლის (პირადი საქმიანობა და ინტერესთა კონფლიქტი) თანახმად:

პირადი საქმიანობა და ინტერესთა კონფლიქტი

„სსმ-ის ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები."

2015 წლის 6 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭომ გაავრცელა მიმართვა[23] სამეურვეო საბჭოსა და მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე და მათ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ბრიუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლისა და პროცესის საჯაროობისკენ მოუწოდა.

4.3. ობიექტივი და ერთობლივი სამთავრობო პროექტები

მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლობაზე მეტყველებს სხვადასხვა ფორმატის გადაცემები, რომლებიც აღნიშნულ არხზე გადის. მაგალითად, 2014 წლის ზაფხულის თვეში, ხუთშაბათობით, „ობიექტივის“ ეთერში გადაცემა "ღამის სტუდიის"  პირველი ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "ობიექტივის" ერთობლივ პროექტს ეთმობოდა. გადაცემას სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირები სტუმრობდნენ  (მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი[24]).

სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათ აღნიშნული გადაცემის მომზადებაში თანხა არ გადაუხდიათ. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდევარებული ააიპის მიერ მედიაში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე საჯარო არ არის.

მეორე უწყება, რომელიც „ობიექტივთან“ თანამშრომლობს და ერთობლივი პროექტების განხორციელების დაფინანსებას უარყოფს,საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროა.„ობიექტივის“ ეთერში, „ღამის სტუდიაში“ გაზაფხულზე გადიოდა ერთობლივიტელე-პროექტი, სადაცსამინისტროსსაქმიანობაზე უწყებისწარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა მიმდინარეობდა[25].

„ობიექტივის“ ეთერში ყოველ  კვირას, 21:30 სთ-ზე გადაცემა „პრემიერ-მინისტრის საათი“ გადის, სადაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერის შეხვედრებია მიმოხილული.

ამასთანავე „ობიექტივის“ რადიო და ტელე ეთერში გადაცემა „კულტურის საათი“ მიჰყავს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმა ჯაიანს, რომლისჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა[26]:

დიმა ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, „ობიექტივის“ წამყვანი: „ბოდიში და პედარასტობა არ არის ევროპა! და თუ ევროპა პედარასტობაა, მაშინ მე არ მინდა ასეთი ევროპა!“

აღნიშნულ თანამდებობაზე დიმა ჯაიანი 2013 წელს დაინიშნა, მანამდე ის ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული ორგანიზაციის „სახალხო კრების“ წევრი იყო.

4.4. „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი მედიები და   არასამთავრობო ორგანიზაციები

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები[27] ცხადყოფს, რომ „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი მედია საშუალებებიიდენტური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან და  ანტიდასავლური განწყობების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის, ასევე ჰომოფობიის გაღვივების მხრივ ლიდერობენ (იხ. დანართები გვ. 35). იგივე მედია საშუალებები ყველაზე მეტად  ეყრდნობიან  რუსულ წყაროებს, რომლებიც ფასეულობებთან დაკავშირებული მცდარი ინტერპრეტაციების გარდა, ხშირად ინფორმაციის ფაბრიკაციის მეთოდს მიმართავენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახდენენ.

ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა 1. ასახავს რუსულენოვან წყაროებს, რომელსაც მედია-კავშირი „ობიექტივი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) , ასევე „საქინფორმი“ გაშუქების დროს (თებერვალი, 2014-2015) ეყრდნობოდნენ[28].

ინფოგრაფიკა 1.

რუსულენოვანი ფილმები კანონმდებლობის დარღვევით.  რუსულენოვანი ფილმების ეთერში განთავსება მედია-კავშირ „ობიექტივში“ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევით ხდებოდა. კერძოდ, 2015 წლის 22 მარტს ანდრეი კონდრაშოვის ფილმი “ყირიმი - გზა სამშობლოსკენ”, ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმი “პრეზიდენტი” რუსულ ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების განთავსების გარეშე გავიდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 51 თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული", ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი(გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით". კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".

მედიის განვითარების ფონდმა 19 მაისს მარეგულირებელ კომისიას მიმართა და მედია-კავშირ "ობიექტივის"ეთერშირუსულენოვანიფილმების გაშვების დროს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მარეგულირებლის შესაბამისი დადგენილების დარღვევის ფაქტის შესწავლა მოითხოვა[29]. აღნიშნული საკითხზე მარეგულირებელმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

 Geworld.ge და საქინფორმი. „ობიექტივის“ გარდა, რუსულენოვან წყაროებს მედია-კავშირის პარტნიორებიGeworld.ge და  „საქინფორმი“  ეყრდნობოდნენ, რომლებიც ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და სიძულვილის ენის, ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და ანტიდასავლური განწყობების მხრივ ამ ანგარიშში მოყვანილ სხვა გამოცემებთან ერთად ლიდერობენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის -IDFI მიერ მომზადებულ კვლევაში „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე“[30] საუბარია  პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მიერ დაფუძნებული მედიების კავშირებზე სხვადასხვა მედია საშუალებებთან, მათ შორის მედია-კავშირ „ობიექტივთან“.  აღნიშნული კვლევის თანახმად,  ინტერნეტ-პორტალების Geworld.ge -სა და  „საქინფორმის“  გამომცემელია ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“,რომელიც თავის მხრივ,„ევრაზიისინსტიტუტის“  პარტნიორია. ევრაზიის ინსტიტუტი საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

“ობიექტივის“ ტელე და რადიო ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 11:30-ზე  გადაცემა „საქართველო და მსოფლიოს საათი“გადის, რომელიც აუდიტორიას გაზეთის ყოველკვირეულ მიმოხილვას სთავაზობს.  გამოცემა მკვეთრად გამოხატულ  ანტიდასავლურ და ქსენოფობიურ განწყობებთან ერთად, ფართოდ აშუქებს თემებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ონლაინ პორტალის ფურცლებზე დაიბეჭდა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიმართვა Geworld.ge-ის დამფუძნებელი ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობისადმი“[31].

Geworld.ge -თან  ინტენსიურად თანამშრომლობს „ობიექტივის“ თოქ-შოუ „ღამის სტუდიის“ ერთ-ერთი წამყვანი ვალერი კვარაცხელია, რომელიც ამავე დროს კრემლთან დაახლოებული ორგანიზაციების „ისტორიული მემკვიდრეობის“ და „გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის“ მიერ საქართველოში ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული[32].

ასავალ-დასავალი. „ობიექტივის“ ტელე და რადიო ეთერში კიდევ ერთი გამოცემის  ტირაჟირება ხდება, რომლიც სიძულვილის ენითა და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. ყოველ ორშაბათს, 11:30სთ-ზე ეთერში  გადაცემა   „ასავალ-დასავალის საათი“გადის. აღნიშნული გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნო-ნაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი ღიად პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია.

 

 

 

 

 

4.5. „ობიექტივი“ და  პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“

მედია-კავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი. „ობიექტივის“ სალიცენზიო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 11 ივლისს შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის #B62 და #B114ლიცენზიების  ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართეს. შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ 28.50 პროცენტის მფლობელი, 2013 წლის მონაცემებით, ირმა ინაშვილი არის.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის #511/5 გადაწყვეტილებიდან (16 აგვისტო, 2013) ირკვევა, რომ ლიცენზიის გადაცემის დროს ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ გამგეობის წევრები ირმა ინაშვილი, მამუკა გობეჩია და რეგან თელოიანი იყვნენ.მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ  გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკაშვილი შესაბამისობის დეკლარაციით ადასტურებდა, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს არ წარმოადგენდნენ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის თანახმადკი,  მოქალაქეთა გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 19 დეკემბერს გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე დამფუძნებელი ყრილობის ოქმის თანახმად, არის დავით თარხან-მოურავი, ხოლო პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივნის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ვინაობებიდაშტრიხულია და მათი დადგენა, დოკუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელია. პარტიას არ აქვს ვებ-გვერდი, სადაც ამ მონაცემების გადამოწმება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა თავად მედია-კავშირ „ობიექტივის“ ინფორმაციებში ირმა ინაშვილს პატრიოტთა ალიანსის გენერალურ მდივნად მოიხსენიებენ[33], ხოლო მამუკა გობეჩია, რომელიც ლიცენზიის გადაცემის მომენტისთვის (16 აგვისტო, 2013)  ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ გამგეობის წევრი იყო, კვირაობით, 16:30სთზე  არხის ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ აზრს“ უძღვება და პატრიოტთა ალიანსის სახელით საუბრობს („მიხარია, რომ წარმოვადგენ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას“).[34] პატრიოტთა ალიანსის სახელით საუბრობს მამუკა გობეჩია „პალიტრა TV“-ის ეთერშიც[35] 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შეფასებისას და შემდეგს აცხადებს: 

მამუკა გობეჩია, პატრიოტთა ალიანსი, „ობიექტივის“ წამყვანი: „ჩვენ [პატრიოტთა ალიანსი] არა ვართ ახალი პოლიტიკური გაერთიანება, მინდა გითხრათ... ეს არის ადამიანების გუნდი, რომლებმაც 2003 წელს შექმნეს მედია-კავშირი „ობიექტივი“.

დანართი 3. პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ წესდება“, გენერალური მდივნის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის სახელი და გვარი დაშტრიხულია საჯარო რეესტრის მიერ.

 

 

იმის გამო, რომ საჯარო რეესტრი სრულყოფილად არ ასაჯაროვებს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, შეუძლებელია დავადგინოთ, ჰქონდათ თუ არა ლიცენზიის გადაცემის მომენტში ინტერესთა კონფლიქტი ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივს“, რომლის გამგეობის წევრები იმ დროს ირმა  ინაშვილი და მამუკა გობეჩია იყვნენ.

საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ხსნის და აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილზე აკეთებს, რომლის თანახმად, ,,საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“. 

საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ (მუხლი 3) მკაფიოდ განმარტავს, რომ პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

პარტიის შექმნის და საქმიანობის საფუძვლები:

„ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.“

პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა, არჩევითობა და ანგარიშვალდებულება და მთლიანად პოლიტიკური პროცესის საჯაროობა პარტიის ხელმძღვანელი პირების ვინაობის გამჭვირვალეობასაც გულისხმობს, რაც საჯარო რეესტრმა კანონმდებლობასთან  წინააღმდეგობრივად განმარტა და გენერალურ მდივანთან და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, გაასაიდუმლა პარტიის აღმასრულებელი ორგანოს - 9 კაციანი შემადგენლობაც, რომელიც პარტიის ყრილობის მიერ არის არჩეული. წინააღმდეგობრივია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისითაც, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივი სელექციურად არის გამოყენებული და ის  პარტიის თავმჯდომარეზე არ ვრცელდება.

მედიაში ხელმისაწვდომი ინფორმაციების თანახმად კი, „ობიექტივის“ პოლიტიკური თოქ-შოუს „ღამის სტუდიის“ ერთ-ერთი წამყვანი სოსოზაალიშვილი ამავე დროს პატრიოტთა ალიანსის წევრიცაა. კერძოდ, „ამერიკის ხმის“ (22 დეკემბერი, 2012 წელი) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დამფუძნებელ ყრილობას შეეხება, სოსო ზაალიშვილი როგორც პატრიოტთა ალიანსის წევრი საუბრობს და აცხადებს, რომ მათიპოლიტიკური გაერთიანების მიზანი საქართველოშილიბერალიზმისდამარცხებაა[36].

„ობიექტივის“ საეთერო ბადის მიხედვით კი,არხზე გადაცემები პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებსაც მიჰყავთ: ორშაბათი (19:30) - გადაცემა „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“  - პატრიოტთა ალიანსის წევრი,  ვაჟა ოთარაშვილი; სამშაბათი (16:30) -  „მებრძოლ დევნილთა საათი“ - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ადა მარშანია; კვირა (16:30) - გადაცემა „პოლიტიკური აზრი“ - პატრიოტთა ალიანსი, მამუკა გობეჩია. ხოლო პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი თურქოფობიულ[37] და ანტიდასავლურ[38] განწყობებს ძირითადად „ობიექტივის“ ეთერით ტირაჟირებს:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არასოდეს არავითარი სიკეთე თურქეთს არ მოუტანია არც საქართველოსთვის, არცერთი ევროპული ქვეყნისთვის, და საერთოდ, მსოფლიოში არავისთვის. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თურქეთი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც ანადგურებდა სახელმწიფოებს და ხალხებს... თურქეთს მხოლოდ აინტერესებს კვლავ საქართველოს დაპყრობა“.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არასოდეს არავითარი სიკეთე თურქეთს არ მოუტანია არც საქართველოსთვის, არცერთი ევროპული ქვეყნისთვის, და საერთოდ, მსოფლიოში არავისთვის. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თურქეთი იყო დამპყრობელი ქვეყანა, რომელიც ანადგურებდა სახელმწიფოებს და ხალხებს... თურქეთს მხოლოდ აინტერესებს კვლავ საქართველოს დაპყრობა“.

5. სხვა მედია საშუალებები

რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში სხვა მედია საშუალებებსაც აქვთ მიღებული, რომლებიც ასევე გამოირჩევიან სიძულვილის ენისა და  ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით. ეს მედია საშუალებებია: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63923, 33 ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები - გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48650 ლარი), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი).

საქართველოს რესპუბლიკა.ყველაზე მეტი თანხა მიღებული აქვს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“, რომელიც ადრე გაზეთ „კომუნისტის“ და „ახალი საქართველოს“ სახელით გამოიცემოდა. აღნიშნული გაზეთის მუდმივ მონიტორინგს მედიის განვითარების ფონდი არ აწარმოებს, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე ნომრის კონტენტანალიზმა გამოცემის ჰომოფობიური და ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკა ცხადყო. მაგალითად, „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის სათაურს და ფოტოილუსტრაციას მოვიყვანთ: „ნატო-ევროპისკენ მიმავალი გზა ქართველების უკანალზე გადის?“[39], "სანამ გავსოდომ-გავგომორდებით" „გაპედარასტებული ფრანცია, ვლადიმერ "მუჟიკი" და იურისტი ნახალოვკაში“[40], „გაჩინეთდება თუ გაჩინებულდება საქართველო?“[41]  და სხვა.

 

აღნიშნულ გამოცემაში თანხები შემდეგ საჯარო დაწესებულებებს აქვთ გადარიცხული:

ცხრილი 3.გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ გაფორმებულიკონტრაქტების ღირებულება

„ალია“ ჰოლდინგი. საბიუჯეტო ორგანიზაციებს კონტრაქტები აქვთ გაფორმებული „ალია“ჰოლდინგთან, რომლის შემადგენლობა შემავალი გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ ასევე გამოირჩევიან სიძულვილის ენით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მხრივ. როგორც უკვე აღინიშნა, ეს მონაცემებიც არასრულია, რადგან ამ ეტაპზე ა(ა)იპი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღუსრულებია და არ მოუწოდებია მონაცემები იმის შესახებ, თუ რა თანხა იყო გათვალისწინებული 2013-2014 წლებშისააგენტოს მიერ მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული 1 043 845,57  ლარიდანგაზეთებისთვის „ალია“ და „კვირის ქრონიკა“.

„ალია“ჰოლდინგში შემავალ გაზეთებთან ხელშეკრულებები შემდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებს აქვთ გაფორმებული:

ცხრილი 4.„ალია“ ჰოლდინგთან გაფორმებულიკონტრაქტების ღირებულება

ასავალ-დასავალი. ყველაზე მცირე დაფინანსება საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, არსებული მონაცემების თანახმად, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ აქვს მიღებული, რომელიც ბეჭდურ მედიაში სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის მხრივ ლიდერობს. 2013 წელს აღნიშნულ გაზეთთან სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ს სოციალური მომსახურების სააგეტოს 1200 ლარზე აქვს გაფორმებული.

 

6. დასკვნები და რეკომენდაციები

კვლევის შედეგად შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:

  • მედიაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არაგამჭვირვალეობით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ მედიებს ეხება, რომელთა დეკლარირებული სარედაქციო პოლიტიკა სიძულვილის ენას, სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციას ეფუძნება. არსებული პრაქტიკა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ნორმებთან, რომლებიც სახელმწიფოების ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას განსაზღვრავენ.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში  იკვეთება ვითარება, როდესაც საზოგადოებრივი არხის ხარჯზე სავარაუდოდ  მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემის წამყვანის ირიბი დაფინანსება ხდება. ხოლო ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებთან არა მხოლოდ ღირებულებითი, არამედ პარტიული მიკერძოების სახისაც კი არის.
  • ადმინისტრაციული ორგანოები არღვევენ კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლითაც მათ სატელევიზიო გადაცემების დასპონსორება და სარედაქციო საკითხებში ჩარევა ეკრძალებათ. ასეთი ურთიერთობები კი ხშირად ფორმალიზებულია ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული კონტრაქტების სახით.
  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის საჯაროობის დებულებები პრაქტიკაში სირთულეებს აწყდება როგორც ინფორმაციის არგაცემის, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირებისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების შემთხვევაში,  კანონმდებლობის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით.
  • საჯარო რეესტრის მიერ საჯარო პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის არგაცემის გამართლება პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, წინააღმდეგობაშია პარტიების შექმნისა და საქმიანობის საჯაროობის ფუნდამენტურ პრინციპთან.
  • სასამართლოებში ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავები დროში გაჭიანურებულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების დროულ ინფორმირებას.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია:

  • საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა უწყებებმა გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) რეკომენდაციებში #7 ეროვნული კანონმდებლობის შესახებ და არ გაუფორმონ კონტრაქტები ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.
  • ECRI-ისრეკომენდაციების საფუძველზე, შეიმუშავონ რეგულაციები, რომლებიც მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვასა და ხელშეწყობას კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქცევს.
  • საბიუჯეტო დაწესებულებებმა საჯარო გახადონ მედიაში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხები და ასეთი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ.
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეაგირება მოახდინოს მონიტორინგი საბჭოს რეკომენდაციაზე და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა შეისწავლოს.
  • კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას, რათა ყველა მაუწყებელს თანაბარიპირობები შეუქმნას; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთი გადაცემების დასპონსორების საკითხს, რომელთა გამოც მაუწყებელთა მიმართ ადმინისტრაციული დარღვევები უკვე მარეგულირებლის მიერ დადგენილია.
  • ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გააფორმონ ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კანონმდებლობის საწინააღმდეგო ვალდებულებებს შეიცავს და ზოგ შემთხვევაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.
  • საჯარო რეესტრმა სრულად გაასაჯაროვოს და ონლაინ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური პარტიების მონაცემები, ისევე როგორც ეს სხვა იურიდიული პირების შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
  • პარლამენტმა გადახედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას არეგულირებს და საჯარო ინფორმაციის დროული მიღების ინტერესიდან გამომდინარე, შეამჭიდროვოს სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვის ვადები.

 

დანართები. ცხრილები და დიაგრამები მედია-მონიტორინგის ანგარიშიდან

 

ცხრილი 2. ჰომოფობიური გამოხატვა და გენდერული იდენტობის საკითხები მედია-საშუალებების მიხედვით

 

 

 


[1]„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.

http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf

„ჰომოფობია და გენდერული იდენტობა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.

http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Homophobia-GEO-web%20(1).pdf

[2]„ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf

[3]სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (იხ. გვ. 21)

[6]იქვე გვ.6

[7]იქვე გვ. 7

[8]ანგარიშის გამოცემის მომენტისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა თანხის ხელშეკრულება ჰქონდა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მედიაში გადარიცხული 1 043 845,57  ლარიდან  აღნიშნული გამოცემებისთვის.

[9]ინფო 9, ახალი ამბები - IPN, ჯეოჰოტნიუსი -GHN, პირველი,  bpn, palitratv.ge, გაზეთები: რეზონანსი,  ალია და კვირის ქრონიკა, კვირის პალიტრა, პრაიმ თაიმი, გურია ნიუსი (ჩოხატაურის მაცნე), Financial - ინტელიჯენს გრუპი, ორიონ ყალაბეგაშვილი" (სპექტრი).

[10]საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

[11]მედია პორტი, MGI studio, UM Georgia, სტუდიო 123, კორ პროდაქშენი.

[12]შპს საქართველოს ფოსტა, შპს საქართველოს რკინიგზა, შპს საქაერონავიგაცია, შპს მექანიზატორი (მოგვაწოდეს არასრული ინფორმაცია), სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

[13]დოლარის გაცვლითი კურსი 2014 წლის მონაცემებით - 1.7659

[14]ადიგენის, დუშეთის, ყაზბეგის, მარტვილის, ონის, ხულოს, კასპის, ახმეტის, ზესტაფონის, ნინოწმინდა, შუახევი, სენაკის,  ამბროლაური, აბაშის.

[15]შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება  გადაცემის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გაშვებას ითვალისწინებდადა ეს ვალდებულება შემდგომში „ობიექტივის“ ეთერში განხორციელდა. თანხის ოდენობა გადაცემების შესაბამის ტელევიზიაში გასვლის მიხედვით არის გამოთვლილი.

[16]საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე #162/18, 26 მარტი, 2015

http://gncc.ge/ge/legal-acts/commission/solutions/2015-162-181.page

[21]#26(702) 29.06.-05.07, 2015

[24]გადაცემის ინტერნეტ ვერსია: 10 ივლისი, 2014  http://obieqtivi.net/tv1.php?id=17724

[25]მაგალითად, გადაცემა, რომლისსტუმრებიარიან: ბავშვთადაახალგაზრდობისფონდისდირექტორისმოადგილისმოვალეობისშემსრულებელი, მათეგაბიცინაშვილიდაერთ-ერთისაგრანტოკონკურსისიმონაწილელევანფანგანი (5 მარტი,2015). 

http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=20768

[26]„ასავალ-დასავალი“, 18-24 აგვისტო, „ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. (გვ. 43).

[27]„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.

http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf

„ჰომოფობია და გენდერული იდენტობა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.

http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Homophobia-GEO-web%20(1).pdf

[28]წყარო: ანტიდასავლური პროპაგანდა“, გვ. 19. მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf

[33]http://www.obieqtivi.net/news.php?id=56532#.VZktr0q1nxA.facebook

[34]5 ივლისი, 2015. http://www.myvideo.ge/?video_id=2598479

[37]ობიექტივი, ღამისსტუდია, 20 მაისი, 2014.გვ. 60.

„სიძულვილის ენა და ქსენოფობია“, მედიის განვითარების ფონდი, 2015.

http://mdfgeorgia.ge/uploads//library/Hate%20Speech-2015-GEO-web.pdf

[38]ობიექტივი, ღამისსტუდია, 21 მარტი, 2014.

„ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი, 2015. http://mdfgeorgia.ge/uploads/Antidasavluri-GEO-web.pdf

[39]#94, 23 მაისი, 2013

[40]#83, 3 მაისი, 2013

[41]#81, 1 მაისი, 2013

[42]აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტრო; აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; და სხვა ორგანიზაციები.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის

6 ნოემბერი, 2014 |

შესავალი

მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგს, რომლის მიზანია, გაარკვიოს თუ როგორ და რა მიზნით ნაწილდება საბიუჯეტო სახსრები ცალკეულ მედია საშუალებებზე.

კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვნა 19 სამინისტროდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიდან  2013-2014 წლებში ინფორმაციის გავრცელების, რეკლამის და სხვა მომსახურების მიზნით მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების და გაწეული მომსახურების ხასიათის შესახებ.

20 საჯარო დაწებულებიდან საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოუწოდებია 1 უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა.

წინამდებარე კვლევა არ მოიცავს სამინისტროებში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან ამ მხრივ გაწეულ მომსახურებას და ასახავს უშუალოდ სამინისტროების ბიუჯეტებიდან საინფორმაციო სააგენტოებისთვის ინფორმაციის მომზადების, გავრცელების და სხვა მომსახურებისთვის თანხების გამოყოფის საკითხებს.

სხვა ტიპის მედია საშუალებებში რეკლამის განაწილების, მათ შორის ფარული რეკლამის და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან დასპონსორებული გადაცემების თემას ჩვენ შემდეგ კვლევაში გავაანალიზებთ.

კვლევის მეთოდი

კვლევის მეთოდი იყო საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილი დოკუმენტების ანალიზი. კერძოდ, გამოთხოვნილი იყო შემდეგი სახის ინფორმაცია:

  1. სამინისტროების და მთავრობის კანცელარიის მიერ 2013-2014 წლებში მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების ჯამური რაოდენობა, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ;
  2. ხელშეკრულებების ასლები (2013-2014), რომლებიც ითვალისწინებს მედია საშუალებების მიერ სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიისთვის ინფორმაციის გავრცელებას, სარეკლამო და სხვა სახის მომსახურების გაწევას;
  3. ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები (2013-2014).

კვლევის შედეგები

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 4 სააგენტოსთან (IPN, PIA, GHN, medianews.ge)  წინასაარჩევნო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად პრემიერ-მინისტრის განკარგულების (#727) მითითება, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება მთავრობის დონეზეა კოორდინირებული;
  • სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული  შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან; შემდეგ ადგილზეა  შპს "პირველი" - საინფორმაციო სააგენტო PIA (5 სამინისტრო).
  • ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 539,8 ლარი) მოდის, შემდეგია GHN  - 48 690 ლარი, PIA -43 033,8 ლარი. არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სულ საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების რაოდენობა 254 774,2 ლარს შეადგენს; თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები ყველაზე მეტ სააგენტოსთან (8) აქვს გაფორმებული;
  • გაურკვეველია სააგენტოების შერჩევის კრიტერიუმები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი მედია საშუალების დაფინანსება, რომელიც თავის ვებ-გვერდზე ჰომოფიურ მასალებს აქვეყნებს (მაგალითად, სააგენტო PIA-ს მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალის" მასალის გამოქვეყნება და გავრცელება, სათაურით "კონჩიტა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღეს")[1];
  • სახელმწიფოს მიერ 8 საინფორმაციო სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ინფრომაციით მათი წინმსწრებად უზრუნველყოფა არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა საინფორმაციო სააგენტოებს, მით უფრო, რომ საქმე საჯარო ინფორმაციას შეეხება, რომელიც ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
  • სამინისტროების უმეტესეობაში (18-დან 13 სამინისტრო)  და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა  საინფორმაციო სააგენტოებისთვის ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელყოფს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 3 საინფორმაციო სააგენტოსთან (PIA, GHN, medianews.ge)  გაფორმებული ხელშეკრულება დამატებით მოიცავს ისეთ შინაარსობრივ ვალდებულებებს, როგორიცაა მიწოდებული მასალის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრა (განთავსება განსაკუთრებული მნიშვნელობის ან მე-2 და მე-3 კატეგორიებში); განთავსების სიხშირის (გამოქვეყნება 30 წუთის, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში 10 წუთის განმავლობაში) განსაზღვრა; სამინისტროს ანონსების მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა რედაქტრობთან და პროდიუსერებთან, რაც პრეს-სამსახურის თანამშრომელთა კომპეტენციას წარმოადგენს;  სოციალურ ქსელებში სააგენტოების მიერ სტატუსების, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების რეკლამირებას;
  • სხვა სამინისტროების მიერ შესყიდულ მომსახურებაში შედის ჟურნალისტების ღონისძიებებსა და პრესკონფერენციებზე დასწრება; შემსყიდველის სურვილისამებრ ღონისძიებების გაშუქება; ინტერვიუები შეთანხმებულ საკითხებზე; დღის ფოტოს განსაზღვრა და სხვა საკითხები, რაც ჟურნალისტურ ავტონომიას განეკუთვნება;
  • დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედია საშუალებები უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებენ. ასეთი კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ. რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები;
  • მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია ყოველთვიურად გაწეული მომსახურების რაოდენობა და არ არის დაკონკრეტებული გაწეული მომსახურების სახეობა, რაც ხშირად შესაძლოა, არამიზნობრივად იყოს გამოყენებული;
  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, რომლებიც IPN-ის საიტზეა განთავსებული, არ არის მითითებული კვლევის დამკვეთი, ამდენად რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი გამოკითხვა დააფინანსა მთავრობის კანცელარიამ;
  • 18-დან მხოლოდ 5 სამინისტრო  (იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტუქტურის და ფინანსთა სამინისტრო) არ სარგებლობს  საინფორმაციო სააგენტოების  მომსახურებით  და მათი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობისას მხოლოდ რეკლამის ფორმას მიმართავს.

პრემიერ მინისტრის განკარგულება #727

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 30 აპრილს ხელშეკრულებები გააფორმა 4 საინფორმაციო სააგენტოსთან - ინტერპრესნიუსი (IPN), პირველი (PIA), ჯიეიჩენი (GHN) და მედიანიუსი. ოთხივე სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის განკარგულება #727.

აღნიშნული განკარგულება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების შესყიდვას 19 720 ლარის ოდენობით.

                                                                                            

ხელშეკრულების საგანი სამი სააგენტოს (PIA, GHN, medianews.ge) შემთხვევაში თითქმის იდენტურია და მოიცავს ისეთ შინაარსობრივ ვალდებულებებს, რაც ჟურნალისტურ ავტონომიას ხელყოფს და ეწინააღმდეგება სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნის პრინციპს:

  • მიმწოდებელი განათავსებს ან/და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს (შემსყიდველის საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციის მომზადება, ფოტოგადაღებები, ინტერვიუების ჩაწერა და სხვა) და განათავსებს შემსყიდველის მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს ვებ გვერდზე ...;
  • მიმწოდებელი გაავრცელებს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ ახალ ამბებს სხვადასხვა მედია საშუალებებში;
  • მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას მეორე და მესამე კატეგორიის სიახლეებში, შემსყიდველის მიერ მიწოდებული სიახლეების შესაბამისი რაოდენიბით;
  • მიმწოდებელი ვალდებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიახლე განათავსოს პირველი კატეგორიით განსაზღვრულ ადგილას და პირობებით (ინფორმაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს შემსყიდველი);
  • პირველი კატეგორიის ინფორმაცია 2 საათის შემდეგ შესაძლოა გადატანილი იქნას მე-2 და მე-3 კატეგორიის სიახლეებში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ანონსები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გააგზავნოს მედია საშუალებების რედაქტორებთან და პროდიუსერებთან, მაქსიმალური რაოდენობა, თვეში 4;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მასალის გამოქვეყნება 30 წუთის განმავლობაში, ასევე განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მიღებიდან შესაძლო დროის უმცირეს ვადაში, არაუგვიანეს 10 წუთისა.
  • გამოქვეყნებული ინფორმაცია შემსყიდველისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს (შესაბამისი ავტორიზაციით ან/და მის გარეშე).

კონტრაქტების თანახმად, 2 სააგენტო (PIA, GHN) დამატებით  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უზრუნველყოფს დამაკვეთთან შეთანხმებით  და მათ შესახებ  მომზადებული მასალების რეკლამირებას ფოტოალბომის, ვიდეოს ან ფეისბუქ სტატუსის სახით.

PIA: "მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების შესაბამისად ფასიანი რეკლამა განათავსოს სამინისტროს ღონისძიებების ან სიახლეების ამსახველი ინფორმაციის შესახებ სხვადასხვა შესაძლო ფორმატით (ფოტოალბომი, ვიდეო, სტატუსი და ა.შ.) მიმწოდებლის facebook გვერდზე (თვე: 862 ლარი)."

სააგენტო GHN-ის შემთხვევაში ფეისბუკზე რეკლამის თანხა ყოველთვიურად შეადგესნ 300 ლარს.

აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს სააგენტო PIA-ს ასეთი რეკლამის სახით ფეისბუკზე განთავსებული ჰქონდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ხოლო 5 ნოემბერს ფეისბუქზე რეკლამის სახით განთავსებული იყო Daijesti.pia.ge[2]-ს ინფორმაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ და ამონარიდი სტატიიდან "ალასანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ფულით მეგობარ ქალთან ერთად პარიზში დროს ატარებს".

     

მიღება-ჩაბარების აქტებში მხოლოდ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების თანხაა მითითებული და არ არის დაკონკრებული ის მასალა, რომელშიც სამინისტრომ თანხა გადაიხადა, რაც ართულებს იმის გადამოწმებას, თუ რამდენად მიზნობრივად იყო გამოყენებული სახელშეკრულებო თანხები.

განსხვავებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სააგენტო ინტერპრესნიუსს (IPN), რომელიც ასევე ითვალისწინებს მედია საშუალების მიერ დამკვეთის საქმიანობის გაშუქებას:

  • მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციის მომზადებასა და გაშუქებას, აგრეთვე მათ გავრცელებას სხვა მედია საშუალებებისათვის, თვეში არაუმეტეს 10-ჯერ. მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის ღონისძიებების ფოტო გადაღებას, თვეში არაუმეტეს 2ჯერ. 

პრემიერ მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი 19 720 ლარი სააგენტოებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

კონტრაქტის ვადად ოთხივე ხელშეკრულებაში 2014 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია მითითებული. აღსანიშნავია, რომ როგორც მთავრობის განკარგულების (23 აპრილი), ასევე ხელშეკრულებების გაფორმება (30 აპრილი) 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოხდა, რაც შესაძლოა, შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

თანხების განაწილება სამინისტროების მიხედვით

საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების შესყიდვის პრაქტიკა, რაც მეტწილად სამინისტროს საქმიანობის სააგენტოების მიერ გაშუქებას მოიცავს, 18 სამინისტროდან 13 ში არის დამკვიდრებული (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება). თუმცა კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, სხვა კონტრაქტების საფუძვლებში პრემიერ მინისტრის განკარგულება არ ფიგურირებს.

სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული  შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან (101 539,8); შემდეგ ადგილზეა (5 სამინისტრო)  შპს "პირველი" - სააგენტო PIA (43 033,8 ).

თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები 8 სააგენტოსთან აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 2013-2014 წლებში 129 840 ლარს შეადგენს.

სამინისტროების მიერ 2013-2014 წლებში საინფორმაციო სააგენტოებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ფინანსური გადანაწილება ასე გამოიყურება:

ხელშეკრულებების საგანი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა სამინისტროებთან დადებული კონტრაქტები ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • ღონისძიებებზე/პრესკონფერენცეიბზე ჟურნალისტის დასწრება და გაშუქება (სოფლის მეურნეობის სამინისტრო და IPN; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და GHN, PIA)
  • მედია საშუალებების ღონისძიებაზე დასწრებისა და მათ მიერ "დამკვეთის" ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN);
  • კომენტარები აქტუალურ საკითხებზე პირის, ან ორგანიზაციის პოპულარობის მიზნით; ინტერვიუ წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე (სოფლის მეურნეობის სამინისტრო და IPN); სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN, თავდაცვის სამინისტრო და GHN);
  • მიმწოდებელი სააგენტო "ინტერპრესნიუსის" /For.ge /მედიანიუსის /ექსპრესნიუსის /"კავკაზ-პრესის"  საშუალებით შემსყიდველის სურვილისამებრ გააშუქებს სიახლეებს (თავდაცვის სამინისტრო);
  • მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს შემსყიდველისათვის მნიშვნელოვანი პრეზენტაციების, ღონისძიებების, პრესკონფერენციების, კონფერენციების ფართო მასებისთვის გაცნობა და გაშუქება (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტრო; დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN);
  • მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირების (საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოყოფილი პირები, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის გამოყოფილი პირები) მოთხოვნის შესაბამისად ვებ-გვერდზე ავრცელებს: პრესრელიზებს, ანონსებს, კომენტარებს, მათ შორის ინგლისურ ენაზე; მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს შემსყიდველს ანალიტიკური მასალებით  (თავდაცვის სამინისტრო და GHN);
  • მოწოდებული ფოტოების განთავსება დღის ფოტოებს კატეგორიაში (შეუზღუდავი რაოდენობით) (თავდაცვის სამინისტრო და GHN)
  • სამინისტროს თანამშრომლებთან შეთანხმებით, მოამზადებს ანალიტიკურ წერილებს თავდაცვის სფეროზე, თვეში ერთხელ მომზადდება ინტერვიუ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან (თავდაცვის სამინისტრო და For.ge).

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიას სააგენტო IPN-ისგან შესყიდული აქვს VIP მომსახურება, რომლის წლიური ღირებულება  4995 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სხვა მედიასთან კომუნიკაციას, ასევე დამკვეთის მოთხოვნისამებრ, ჟურნალისტური მასალების და გამოკითხვების მომზადებას.

  • მოთხოვნისამებრ,ƒ შემსყიდველის საქმიანობის და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების და ინფორმაციების მომზადება/გაშუქება, ასევე მათი გავრცელება სხვა მედია საშუალებებისთვის (თვეში არაუმეტეს 15‐ჯერ);
  • ღონისძიებებზე მედია საშუალებების მოწვევა... პრესრელიზისა და ინფორმაციის შესაბამისი ფოტომასალის მომზადება და გავრცელება მედია საშუალებებისათვის.
  • მედიასთან ურთიერთობის ორგანიზება და დაგეგმვა.
  • სოციოლოგიური გამოკითხვა (წელიწადში 2 სატელეფონო გამოკითხვა);
  • შემსყიდველის მოთხოვნისამებრ  მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება (თვეში არაუმეტეს 2‐ჯერ)
  • IPNის საიტზე გამოკითხვის ჩატარება შეთანხმებული თემით (თვეში არა უმეტეს 1‐ჯერ).

ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე სოციოლოგიური კვლევების განყოფილებაში უშუალოდ სააგენტოს მიერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან"[3] ერთად ჩატარებული 1 გამოკითხვაა ხელმისაწვდომი (რესპონდენტთა უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა[4]). აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითებული კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტები, როგორიცაა ინფორმაციის დამკვეთი და დამფინანსებელი, რაც მედიაში სოციოლოგიური კვლევების გაშუქების არსებითი სტანდარტია და კვლევის ჩატარების მიზნების შესახებ საზოგადოების სრულფასოვან ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დამკვეთის ვინაობა არც ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე განთავსებულ გაზეთ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ სხვა კვლევებშია იდენტიფიცირებული (მაგალითად, "გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, დღეს ყველაზე წარმატებული მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია"[5], "გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ირაკლი ღარიბაშვილს მიიჩნევს"[6], "რესპონდენტთა აზრით, კრიმინალის დონე უცვლელია, თუმცა იმატა კრიმინალის გაშუქებამ"[7], მკითხველთა უმეტესობა საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას დადებითად აფასებს[8], მკითხველთა უმრავლესობა საპატრულო პოლიციის მუშაობას უფრო დადებითად აფასებს ვიდრე უარყოფითად[9], მკითხველთა უმრავლესობა კანონის უზენაესობის კუთხით მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს[10], რესპონდენტთა უმრავლესობას ხელისუფლების ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მიაჩნია[11]).

ამდენად, ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის შედეგების მიხედვით რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ გამოკითხვაში აქვს მთავრობის კანცელარიას გადახდილი საბიუჯეტო თანხა.

 

თანხების განაწილება საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით

არსებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 539,8 ლარი) მოდის, შემდეგია GHN  - 48 690 ლარი, PIA -43 033,8 ლარი, For.ge  - 41 330 ლარი. შედარებით მცირე დაფინანსება აქვთ News.ge-ს - 6 580 ლარი, ექსპრესსნიუსს - 6 200 ლარი, Medianewss.ge-ს - 4 300 ლარი, Caucasusspress.ge-ს - 3100 ლარი. მთლიანობაში სამინისტროების (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული კონტრაქტების ღირებულება 2013-3014 წლებში 254 774,2 ლარს შეადგენს.

წლების მიხედვით კი თანხების საინფორმაციო სააგენტოებზე გადანაწილება ასე გამოიყურება:

 

რეკომენდაციები

საქართველოს მთავრობას:

  • გადახედოს საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების არსებულ პრაქტიკას, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ კონკურენციას და საჯარო ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მედია საშუალებისთვის;
  • ადეკვატურად გაიაზროს მედია საშუალებებზე ისეთი საკონტრაქტო ვალდებულებების დაკისრების მიზანშეწონილობა, რაც თვისობრივად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სარედაქციო ავტონომიაში ჩარევას წარმოადგენს;
  •  შეიმუშაოს იმ ორგანიზაციათა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც საინფორმაციო კამპანიის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენება არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ ამა თუ იმ მედია საშუალების დოტაციისთვის გამოიყენება;
  • გამჭვირვალე და დეტალიზებული გახადოს დოკუმენტაცია მიღებული მომსახურების შესახებ, რათა გამოირიცხოს საბიუჯეტო სახსრების შიდა პარტიული კონფრონტაციის გაშუქების, ან კონკრეტულ ინდივიდებზე თავდასხმის მიზნით გამოყენება;
  • სამინისტროებმა და სხვა საჯარო დაწესებულებებმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური სარეკლამო ბიუჯეტების შესახებ და გაწეული ხარჯების დეტალური ანგარიში.

საინფორმაციო სააგენტოებს:

  • დაიცვან პროფესიული სტანდარტი და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და სარეკლამო მასალა, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და გამჭვირვალე გახდეს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები;
  • ჟურნალისტური საქმიანობა და გარე ორგანიზაციების პიარ მომსახურება ინტერესთა კონფლიქტშია ერთმანეთთან, ამდენად მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ ასეთი სერვისები;
  • სააგენტოს ან სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის გაშუქებისას დაიცვან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისთვის დადგენილი სტანდარტები. კერძოდ, მიუთითონ მეთოდოლოგიის ისეთი არსებითი რეკვიზიტები, როგორიცაა დამკეთი, დამფინანსებელი, რესპონდენტთა შერჩევის მეთოდი და სხვა.

 

 

 

 

[1] http://pia.ge/show_press_daijest_news.php?id=10320

[2] http://daijesti.pia.ge/show_internet_daijest_news.php?id=11175

[3] სააგენტო ინტერპრესნიუსი და გაზეთი "კვირის პალიტრა" "პალიტრა მედიას" ჰოლდინში შედიან.

[4] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/302411-respondenttha-umravlesoba-abashidze-karasinis-molaparakebebis-gagrdzelebis-momkhrea.html

[5] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/298849-gamokithkhultha-umravlesobis-azrith-dghes-yvelaze-tsarmatebuli-ministri-irakli-gharibashvilia.html

[6] http://www.interpressnews.ge/ge/sociologiuri-kvlevebi/297988-gamokithkhvis-monatsiletha-umravlesoba-yvelaze-gavlenian-politikur-figurad-irakli-gharibashvils-miichnevs.html

[7] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/303389-respondenttha-azrith-kriminalis-done-ucvlelia-thumca-imata-kriminalis-gashuqebam.html

[8] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/297989-mkithkhveltha-umetesoba-sapolicio-kontrolis-gamkacrebas-dadebithad-afasebs.html

[9] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/296218-mkithkhveltha-umravlesoba-sapatrulo-policiis-mushaobas-ufro-dadebithad-afasebs-vidre-uaryofithad.html

[10] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/297107-mkithkhveltha-umravlesoba-kanonis-uzenaesobis-kuthkhith-mdgomareobas-damakmayofileblad-afasebs.html