მედია პროფილები

ამბროლაურის ქ.#166/5, თბილისი 0160

+995 (322) 34 32 95

საქართველო და მსოფლიო

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” და მისი ონლაინ გამოცემა www.Geworld.ge-ის დამფუძნებელია შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომელიც დაარსებიდან დღემდე ტარას გაგნიძეს ეკუთვნის.  “ისტორიული მემკვიდრეობა” საჯარო რეესტრში 2009 წლის 28 იანვარსაა დარეგისტრირებული, ამავე წლიდან გამოდის გაზეთი “საქართველო და მსოფლიოც”.

Damoukidebloba.com-ის კვლევის “რუსული გავლენა ქართულ არასამთოვორობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” თანახმად, "ისტორიული მემკვიდრეობის" დაფუძნების ინიციატივას თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმა. Geworld.ge-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის, “ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“.

Geworld.ge-ს მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. ამავე შემოქმედებით კავშირში კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ-დასავალი”, GeorgianTimes, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა.

2016 წელს ყველაზე მეტი თურქფობიული კომენტარი (22) Geworls.ge-ის ავტორებმა გამოაქვეყნეს და მედიაში 1 რასისტული კომენტარიც სწორედ ამ გამოცემას ეკუთვნის. გამოცემა ასევე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩეოდა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდა. საერთო ჯამში კი მან 69 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გამოაქვეყნა.

მედიის განვითარების ფონდის კვლევების თანახმად, საქართველო და მსოფლიო ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა.

2016 წელს ყველაზე მეტი თურქფობიული კომენტარი (22) Geworls.ge-ის ავტორებმა გამოაქვეყნეს და მედიაში 1 რასისტული კომენტარიც სწორედ ამ გამოცემას ეკუთვნის. გამოცემა ასევე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩეოდა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდა. საერთო ჯამში კი მან 69 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გამოაქვეყნა.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.