2003 წლის 8 აგვისტო - დღემდე - შპს ბათუმელები (დავით გურგენიძე 25%, ლეილა თურაძე 25%, მზია ამაღლობელი 25%, მურად ამაღლობელი 25%)
მედია პროფილები
ბათუმელები
გაზეთი „ბათუმელები“, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა, აჭარაში წამყვანი გამოცემაა. შპს „გაზეთი ბათუმელები“ 16-გვერდიან ყოველკვირეულ გაზეთს გამოცემს და ბათუმელების ონლაინ პლატფორმასთან ერთად www.netgazeti.ge-საც ფლობს.
გამოცემის დამფუძნებლები არიან: დავით გურგენიძე (25%), მზია ამაღლობელი (25%), მურად ამაღლობლი (25%) და ლეილა თურაძე(25%).
სხვადასხვა დროს გაზეთმა მიიღო გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო.
წელი | საბიუჯეტო შემოსავლები |
2017 | 3 284 ლარი |
2016 | 650 ლარი |
2015 | 350 ლარი |
გამოცემა არაერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.