მედია პროფილები

წინააღმდეგობა / Resistance

წინააღმდეგობა / Resistance ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდია, რომელიც ძირითადად ქსენოფობიური, განსაკუთრებით კი თურქოფობიური მოწოდებების ტირაჟირებას ახდენს. აღნიშნული გვერდი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი მედიუმია და ამ მოძრაობის მიერ დაგეგმილი ღონისძებების გარშემო აუდიტორიის მობილიზებას ცდილობს. გვერდზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქართული მარშის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ, მაგალითად 12 აგვისტოს “დიდგორობის” აღნიშვნა ბათუმში, 5 მარტს ანტი-საიმიგრაციო მსვლელობა აღმაშენებელზე, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ქართული მარშის მიერ ორგანიზებული შეკრებები და ა.შ. წინააღმდეგობა / Resistance-ის აუდიტორია 10 ათასს აჭარბებს (16 გვისტოს მონაცემებიტ გვერდს 10 701 გამომწერი ჰყავს). 10 აგვისტოს ფუნქციონირება დაიწყო "წინააღმდეგობის" ბათუმის რეგიონალურმა გვერდმა ბათუმი / Resistance Batumi-მა. ეს გვერდი საკუთარ მისიად ბათუმში ეროვნული მემარჯვენე ძალის განვითარებას ასახელებს. მღვდლის ცემის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობა ბათუმი / Resistance Batumi-მა ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.