სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი
1-29 თებერვალი, 2016
მეხუთე ანგარიში
მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).
მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.
1-29 თებერვლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია
იანვრის მსგავსად თებერვალში მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის პოლიტიკური თემების გაშუქების მხრივ მსგავსი ტენდენცია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა. აღნიშნული ტელევიზიებს საინფორმაციო ბადე მეტად იყო დატვირთული ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტებით. სიუჟეტების თემატიკა მთავრობის ახალ ინიციატივებსა და ოფიციალურ ვიზიტებს აერთიანებდა. ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები შედარებით ნაკლები ინტენსივობით შუქდებოდა რუსთავი 2-სა და ტაბულას ეთერში.
ოპოზიციის კრიტიკის თემებს, სხვა ტელევიზიებთან შედარებით მეტ საეთერო დროს, GDS-ი და იმედი უთმობდნენ. თემების ნაწილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას მოიცავდა. მხოლოდ იმედისა და GDS-ის ეთერში გავიდა უკრაინული ოპოზიციური პარტიის „უკროპის“ წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. აღნიშნულ თემას GDS-მა საეთერო დრო 8 თებერვალს დაუთმო. სიუჟეტში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სააკაშვილისა და უკრაინაში მოღვაწე სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების გაცნობის სურვილი გამოთქვა და მათ კორუფციაში დადო ბრალი. იმედმა აღნიშნული თემა 11 თებერვლის საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა.
ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები მაღალი ინტენსიობით შუქდებოდა რუსთავი 2-ისა და ტაბულას ეთერში, მსგავსი სიუჟეტებს თავიანთ საინფორმაციო ბადეში შედარებით ნაკლებ დროს GDS-ი, მაესტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობდნენ. იხ.დიაგრამა#1
გამოტოვებული თემები
თებერვლის თვეში, ტელევიზიების პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვებების მიერ გამოტოვებული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის თემები ასახულია ინფოგრაფიკაში #1. ქვემოთ კი მოცემულია ამ თემების დეტალური აღწერილობა:
ინფო გრაფიკა#1
იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1VtUmU3
ბიძინა ივანიშვილი/ ხეების გადარგვის პიკეტირება
თებერვლის თვეში, ციხისძირის ბოტანიკური ბაღიდან, ასწლოვანი ხეების ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადარგავს ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტები თვის განმავლობაში GDS-ის გარდა ყველა ტელევიზიის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. GDS-მა ციხისძირის თემას საეთერო დრო 18 თებერვლის გამოშვებაში დაუთმო და ის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის კონტექსტში გააშუქა. სიუჟეტი ციხისძირში მიხეილ სააკაშვილის მიერ სადაო ტერიტორიის გასხვისების ფაქტის გამოძიებას ეხებოდა. რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, აღნიშნული საკითხი ხეების გადარგვის პიკეტირების პროცესებთან დაკავშირებულ სიუჟეტებში იყო ინტეგრირებული. GDS-მა აღნიშნულ თემა ცალკე სიუჟეტად გააშუქა, სადაც აქცენტი გამოძიების დეტალებზე გაკეთდა, ხოლო ხეების გადარგვის პიკეტირება, აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტები GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა.
ნეპოტიზმი ქართულ ოცნებაში/„ცესკოს“ თანამშრომლების გათავისუფლება
საოლქო საარჩევნო კომისიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება და ოპოზიციის მხრიდან მმართველი კოალიციის მაღალი თანამდებობის პირების ნეპოტიზმში დადანაშაულება 8-15 თებერვლის განმალობაში, მხოლოდ იმედისა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. უმცირესობის წარმომადგენლებმა კოალიციის წევრი მაღალი თანამდებობის პირები, (ქუცნაშვილი, ხმალაძე, კორძაია, ჟორჟოლიანი, მღებრიშვილი, ხადური, ქუმსიშვილი) ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, თავიანთი ნათესავებისა და ოჯახის წევრების სხვადასხვა უწყებებში დასაქმებაში დაადანაშაულეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების გაჟონვა
მოსამართლეთა ტესტირების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისადმი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის შესახებ სიუჟეტი 12 თებერვალს მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო ბადეში ვერ მოხვდა. სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 თებერვალს 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლის კანდიდატურა დაამტკიცა.
მოსამართლეების ნაწილის მიერ, ტესტირების შედეგების გაყალბების ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სიუჟეტს 25 თებერვალს საეთერო დრო რუსთავი 2-მა, მაესტრომ და ტაბულამ დაუთმეს, ხოლო იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის ეთერში ეს თემა ვერ მოხვდა.
რუსთავი 2-ისა და "ტვ საქართველოს" სასამართლო სარჩელის არსებითი განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 18 თებერვალს რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია „სქართველოს“ მიერ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შესახებ სიუჟეტი რუსთავი 2-ის, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაესტროს ეთერში გავიდა. ოთხი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას იკვლევდა, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ში დროებითი მმართველობის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
24 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის, როგორც მოსარჩელე მხარის მიერ „ამორალური გარიგების“ მუხლის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სიუჟეტი მხოლოდ რუსთავი 2-ის, მაესტროსა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს.
ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლება
თოქ-შოუს „პირველი სტუდიის“ ავტორისა და წამყვანის ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების ფაქტი 10 თებერვალს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. მაუწყებლის დირექტორისგან ახსნა განმარტებების მოთხოვნის შემდეგ ეკა მიშველაძემ სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური წერილი მიიღო.
რეგიონებში პოლიციის კონტროლის გამკაცრება
19 თებერვალს, რეგიონებში პოლიციის კონტროლის გამკაცრებაზე რეპორტაჟი იმედის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს ეთერში არ გავიდა. რეგიონებში პოლიციის თანამშრომლებმა გარდა მძღოლების საბუთებისა, მათი მანქანების შემოწმებაც დაიწყეს.
პრიორიტეტული თემები
თებერვლის თვეში, პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ, მსგავსი ტენდენციები რუსთავი 2-სა და ტაბულას ეთერში დაფიქსირდა. განსხვავებული პრიორიტეტულობით თემებს აშუქებდა იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაესტრო. აღსანიშნავია, რომ მაესტროში განვითარებული მოვლენების გამო, თვის განმავლობაში ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება პრიორიტეტს კომპანიაში წილების გადანაწილების თემასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს უთმობდა.
10 თებერვალს ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინაღმდეგ გამართულ აქციაზე „პარტიზანი მებაღეებისა“ და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავების ფაქტს, რუსთავი 2-მა და ტაბულამ პირველი ბლოკის პირველი და მეორე სიუჟეტები დაუთმეს. მაესტრომ აღნიშნული თემა პირველი ბლოკის მერვე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეორე ბლოკის მეშვიდე, ხოლო იმედმა მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტებად გააშუქეს.
12 თებერვალს, ციხისძირში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიერ ქობულეთის საკრებულოს ორი წევრის დაკავების ფაქტს, რუსთავი 2-მა და ტაბულამ, პირველი ბლოკის პირველი და მეორე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო იმედმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მაესტრომ აღნიშნული თემა მეორე და მესამე ბლოკის მეთორმეტე სიუჟეტად გააშუქეს. 12 თებერვალს იმედის პრიორიტეტული თემა მიუნხენის კონფერენცია, მიგრანტთა კრიზისი და ევროპის უსაფრთხოება იყო. ამავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამეგრელოში დაკარგული პირების შესახებ სიუჟეტს, ხოლო მაესტრომ ტელევიზიაში წილების გადანაწილების პროცესებს მიანიჭა პრიორიტეტი.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის კანდიდატურის მხარდაჭერა და ამავე კანდიდატის კრიტიკა სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის მხრიდან 29 თებერვალს ნაკლებ პრიორიტეტული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თუ რუსთავი 2-ის იმედის, მაესტროს, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა თემა საინფორმაციო ბადის პირველ ბლოკში გააშუქეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული საკითხი მესამე ბლოკის მეათე თემად შესთავაზა მაყურებელს.
ლევან მურუსიძის მიერ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურის დასახელების შესახებ სიუჟეტი 29 თებერვალს გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა მონიტორინგის სუბიექტმა ტელევიზიებმა საინფორმაციო ბადეების პირველ ბლოკში გააშუქეს. რუსთავი 2-მა თემა პირველი ბლოკის მეორე, იმედმა და ტაბულამ მესამე, GDS-მა მეოთხე, ხოლო მაესტრომ მეშვიდე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული თემას მესამე ბლოკის მეცხრე სიუჟეტი დაუთმო.
ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებდა 9 თებერვალს რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. რუსთავი 2-მა და ტაბულამ სიუჟეტი პირველი ბლოკის მეოთხე თემად გააშუქა, GDS-მა ინიციატივას პირველი ბლოკის მეექვსე, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მესამე ბლოკის მეცხრე სიუჟეტები დაუთმეს.
დამოუკიდებელი თემები
თებერვლის თვეში ტელევიზიებმა საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში შემდეგი აქტუალური დამოუკიდებელი თემები გააშექეს: