MDF-ის მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი, ბიულეტენი N4
27 ივლისი, 2016 |
არჩევნების გაშუქება
მედიის განვითარების ფონდი 2016 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელ გაშუქებას და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. მონიტორინგი ხორციელდება 7 ტელეკომპანიის მთავარ, (პრაიმ-ტაიმის) საინფორმაციო გამოშვებებსა და 5 ონლაინ გამოცემაზე; პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. მონიტორინგი მეთოდოლოგია მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის პარტნიორი ჰოლანდიური ორგანიზაციის Free Press Unlimited (FPU) ის კონსულტანტმა დომინიკ ტიერმა შეიმუშავა.
წინამდებარე ბიულეტენი 2016 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისამდე მონაცემებს ასახავს და შემდეგ თემებს მოიცავს:
- MDF-ის მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგი, ბიულეტენი N4 (ივნისი)
- პოლიტიკური სუბიექტების პირდაპირი/ირიბი გაშუქება ტელემედიაში
- პოლიტიკური სუბიექტების პირდაპირი/ირიბი გაშუქება ონლაინ მედიაში
- პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება და კონტენტის ტონი ტელემედიაში: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, ტაბულა, GDS, ობიექტივი
- პოლიტიკური სუბიექტების პირდაპირი/ირიბი გაშუქება ონლაინ მედიაში: IPN, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, PIA, პირველი რადიო
- პოლიტიკური სუბიექტების კონტექსტის ტონი ტელე და ონლაინ მედიაში
- პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა ტელე და ონლაინ მედიაში
- პოლიტიკური სუბიექტების გენდერული წარმომადგენლობა სატელევიზიო და ონლაინ მედიაში
- პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებში გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემები
- პოლიტიკური პარტიების კანდიდატების წარდგინება
- საარჩევნო აქტივობების გაშუქება