გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის - ბიულეტენი #1

6 აპრილი, 2016 | არჩევნების გაშუქება

1 აპრილიდან მედიის განვითარების ფონდი იწყებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგს, რომელიც ტელევიზიების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და ონლაინ მედიას მოიცავს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელ გაშუქებას და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. პროექტის სამიზნეები არიან მედია-ორგანიზაციები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სამუშაო ფოკუსირებულია არჩევნებზე და პოლიტიკური პარტიები.

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საარჩევნო ბიულეტენი #1