სლატშეიმინგი ტვ "პირველის" ჟურნალისტის წინააღმდეგ
30 ოქტომბერი, 2023 |

ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორი” ტვ პირველის თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ სლატშეიმინგის შემთხვევა გამოავლინა.
Slut-shaming („სლატშეიმინგი“) მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა, რომელიც სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო ადრესატების გასაკიცხად იყენებენ. |
2022 წლის 22 ოქტომბერს ხელისუფლების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადესკრედიტირებელმა გვერდმა “არ აგარევინებთ” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატის, სააკაშვილის პარტნიორის, ლიზა იასკოს სიტყვები – „ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – ინგა გრიგოლიას მიაწერებოდა.
ვრცლად გაეცანით მასალას ამ ბმულზე.