Georgian

სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

16 ნოემბერი, 2016 |

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ სტანდარტებს აღნიშნული თემატიკის გაშუქებისას.


წინამდებარე კვლევა 2016 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, სიძულვილის ენის რეგულაციების მიმოხილვა და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები სიძულვილის ენის ტიპოლოგიის მიხედვით. I ნაწილი შეეხება ჰომოფობიურ გამოხატვას ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით; II ნაწილში გაერთიანებულია ქსენოფობიური გამოხატვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 2.1.თურქოფობიას; 2.2. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას; 2.3. ქსენოფობიას სხვადასხვა ეთნოსების თუ ერების მიმართ; 2.4. არმენოფობიას და 2.5. რასიზმს. III ნაწილი პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს აერთიანებს. IV ნაწილში ის წყაროები და არხებია მიმოხილული, ვინც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად იყენებს. 

ტელევიზიების პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკა მეცხრე ანგარიში

26 ივლისი, 2016 |

1-30 ივნისი, 2016

მონიტორინგის  სუბიექტებირუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია, ობიექტივი (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

 მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

 

1-30 ივნისის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

პრიორიტეტული თემები

მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტულ თემებს შორის, ივნისში რუსთავი-2 ის სასამართლო პროცესი, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თავდაცვის მინისტრის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება მოხვდა. აღნიშნული თემების გარდა, პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებმა, საეთერო დრო კორცხელის ინციდენტის გამოძიებას, პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების საკითხს, საარჩევნო უბნებთან პოლიციის პატრულირების კანონპროექტს, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობებს,  პრეზიდენტისა და პრემიერის ოფიციალურ ვიზიტებს დაუთმეს. ნიშანდობლივია, რომ ივნისში  სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები გავიდა GDS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 2 ივნისს, GDS-ის პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვება, ტელეკომპანიის დაღუპული ჟურნალისტის ხსოვნას მიეძღვნა, ხოლო 13 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ გამოშვება, 1 წლის წინ თბილისში მომხდარ სტიქიასა და მის შედეგებს დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების დროსა და ხანგრძლივობაზე ივნისის შუა რიცხვებიდან  ევროპის ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირება ზემოქმედებდა.

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2aH9Cuu

 

ბრალდება რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თაღლითობაში მონაწილეობის შესახებ

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ტელეკომპანიის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაღლითობაში მონაწილეობის შესახებ არ გააშუქა ტელეკომპანია “ობიეტივმა”. გვარამიას განცხადებით, ნათია გუჯაბიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ ბინის ქირას საკუთარ დედას უხდიდა.

ეუთოს ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, არ გაშუქებულა მაესტროს, GDS-ის, კავკასიისა და ობიექტივის ეთერში. ანგარიშში ყურადღება იყო გამახვილებული იმ საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. კერძოდ, მედია სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო კანონპროექტებსა და ფარული მოსმენების გამოძიებაზე.

პრეზიდენტის გამოხმაურება კორცხელის ინციდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოხმაურება კონცხელში მომხდარ დპირისპირებაზე 2 ივნისს მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო ბადეში ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა კორცხელის ინციდენტზე, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა, სამართალდამცველთა რეაგირებას არადააკმაყოფილებელი უწოდა და „ქართული ოცნების“ რიგებში შესაძლო „მოძველბიჭო ელემენტების“ არსებობაზე მიუთითა.

აუდიტის ანგარიში საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატების შესახებ

6 ივნისს 2014-2015 წლებში საჯარო სამსახურის მოხელეების სახელფასო დანამატების ზრდის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში   არ გაშუქებულა GDS-ის ეთერში. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სამინისტროებმა წინა წელთან შედარებით ჯამში 48 მილიონით მეტი სახელფასო დანამატი გასცეს. გაცემული თანხის რაოდებით 2014-2015 წლებში სასჯელაღსულებისა და იუსტიციის სამინისტროები ლიდერობდნენ.

რუსთავი 2-ის მოსამართლის კვალიფიციკაციის საკითხი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოთხოვნას, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შესახებ, GDS-ისა და ობიექტივის გარდა, საეთერო დრო მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ დაუთმო.  ნიკა გვარამია აღნიშნული მოსამართლის აცილებას, მისი სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამო ითხოვდა. ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, შორენა ყაველაშვილი რუსთავი 2-ის საქმემდე სასამართლო დავებს არა სამოქალაქო საქმეთა, არამედ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით იხილავდა.

რუსთავის სკოლაში მოსწავლეებისთვის ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენება

რუსთავის #2 სკოლის მოსწავლეებისთვის ძალადობის შემცველი კადრების ჩვენების შესახებ სიუჟეტი 9-10 ივნისს მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. რუსთავის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელმა #2 სკოლის დირექტორი მის შვილზე ზეწოლაში, ხოლო სკოლის ისტორიის მასწავლებლები მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ციხეში გადაღებული წამების კადრების ჩვენებაში დაადანაშაულა. სკოლის თანამშრომლებმა ბრალდება უარყვეს, და განაცხადეს, რომ ფილმი ლევან ვასაძის საოჯახო კონგრესზე სიტყვის გამოსვლის კადრებს შეიცავდა. სიუჟეტიდან გაირკვა, რომ ციხის კადრების ჩვენება არ დადასტურდა, ხოლო ლევან ვასაძის გამოსვლისასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს 7 ნოემბრის და 26 მაისის საპროტესტო აქციების დაშლის კადრები უჩვენეს.  

საკრებულოს დეპუტატის ფულის გამოძალვაში დადანაშაულება 

თბილსის საკრებულოს დეპუტატის თედო კობახიძის ყოფილი თანამშრომლის მიერ ამ უკანასკნელის ფულის გამოძალვაში დადანაშაულების შესახებ სიუჟეტი ივნისის თვეში, ვერ მოხვდა  საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროს, GDS-ის და ობიექტივის პრაიმ-ტაიმის  საინფორმაციო ბადეში.  საკრებულოს დეპუტატი,  ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურში აყვანის სანაცვლოდ ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, განთავისუფლებული თანამშრომლის ინფორმაციით იგი იძულებული იყო კობახიძის ანგარიშზე ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხა გადაერიცხა, აღნიშნულმა თანხამ 4 000 ლარი შეადგინა. განმცხადებელმა აღნიშნულის შესახე ინფორმაცია თედო კობახიძის დას, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს მიაწოდა. საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნული ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის მოკვლევის თხოვნით მიმართა.

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც აღნიშნულ თავდასხმაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექს შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაზე მიუთითებდა, 15 ივნისს მხოლოდ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი ამ უკანასკნელის მერ მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე გაკეთებული განცხადებები იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა: გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო ხარჯების ზრდის შესახებ იმედის,  მაესტროსა  და GDS-ის გარდა საეთერო დრო მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ დაუთმო. 27 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც გამგეობებში მერიებსა და საკრებულოებში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ოდენობა მკვეთრად აჭარბებს დადგენილ ნორმას.

სულხან მოლაშვილის გარდაცვალება

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი 29 ივნისს არ გაშუქებულა ტაბულასა და რუსთავი 2 ის ეთერში. 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა.  

ომბუდსმენის დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების შესახებ

სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდოომარის მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შესახებ ჩატარებული მოკვლევის შედეგი ივნისში მხოლოდ რუსთავი 2, ის ტაბულასა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. ობმუდსმენის დასკვნის მიხედვით, ეს გათავისუფლება უკანონო იყო და იუსტიციის საბჭომ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დოკუმენტი, რომელიც მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ კანონდარღვევას დაადასტურებდა. 

სატრანსპორტო სამსახურში თანხების არამიზნობრივი ხარჯვა

მერიის სატრანსპორტო სამსახურში აუდიტის მიერ აღმოჩენილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ სიუჟეტი მხოლოდ ობიექტივისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა გამოტოვეს. აუდიტის შემოწმების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო სამსახურში დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივი ხარჯვა დადგინდა. 

ტელევიზიების პრაი-ტაიმის საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

27 ივნისი, 2016 |
 
მერვე ანგარიში 
 
1-31 მაისი,  2016
 
მონიტორინგის  სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).
 
მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.
 
1-31 მაისი მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
 
პრიორიტეტული თემები 
 
მაისის თვეში მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტული თემების ჩამონათვალში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება და მასთან დაკავშირებული პროტესტი, პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე ცვლილებები და ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, საარჩევნო სისტემაში გერმანული მოდელის შემოტანის მოთხოვნა, რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო განხილვა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა სასამართლო პროცესი, ე.წ „კაბელების საქმე“ მოხვდა. აღნიშნული თემები მონიტორგინის სუბიექტი ყველა ტელევიზიის პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა, თუმცა იყო გამოტოვებული თემებიც. 
 
კორუფცია კულტურის სამინისტროში 
მაისის თვის გამოტოვებულ თემებს შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა მოხვდა, რომელიც კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციას შეეხებოდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტიდან  2 მილიონ 500 000 ლარის ოდენობის თანხა, უწყების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გამარტივებული ან პირდაპირი დაფინანსების გზით მიიღეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი სახელწმიფო დაფინანსების იმ დაუსაბუთებლად მაღალ წილზე კეთდებოდა, რომელიც ბიუჯეტიდან ჯაზ ფესტივალების ჩატარების მიზნით გამოიყო.  აღნიშული თემა მაისის თვეში მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის მხოლოდ GDS-ის პრაიმ-თაიმის საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.  
 
ცესკოს თანამშრომელთა პრემიები და დანამატები
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელთა მაღალ ანაზღაურებებს, პრემიებსა და დანამატებს იკვლევდა, მაისის თვეში “იმედისა” და “ტაბულას” ეთერში არ გაშუქებულა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 2011-2015  წლებს მოიცავდა და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს თანამშრომელთა ხელფასების ზრდის ტენდენციასა და შრომის არაადეკვატურად მაღალ ანაზღაურებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
 
ელიტური კორუფციის კვლევა
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული ელიტური კორუფციის კვლევას მაისის თვეში  საეთერო დრო მხოლოდ რუსთავი 2-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კავკასიამ დაუთმეს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა აზრით, თანამდებობის პირები, პირადი მიზნების მისაღწევად, დაკავებულ პოსტებს ბოროტად იყენებენ. კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება  15 %-ით არის გაზრდილი. კვლევა  სახელმწიფო სტრუქტურების დაბალ რგოლებსაც შეეხო, სადაც აღნიშნული ტენდენცია არ გამოიკვეთა. გამოკითხულთა 99% პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომსახურეობის მიღებისას მათთვის ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღნიშნული თემა არ გაშუქებულა იმედის, მაესტროს, GDS-ისა და ტაბულას ეთერში.
 
რესპუბლიკური პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ფემიციდის შესახებ
რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის სასჯელის გამკაცრებაზე, არ გაშუქებულა რუსთავი 2-ის, იმედის, ტაბულასა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებებში. საკანონმდებლო ინციატივა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში, ცალკე პრიმა მუხლის გამოყოფას  ითვალისწინებსდა. კანონში შესატანი ცვლილება ფემიციდს განმარტავდა, როგორც მეუღლის ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ ქალზე განხორციელებულ ძალადობას. 
 
ბაღების დირექტორების გათავისუფლება 
ბაღების მართვის სააგენტოს მიერ სამსახურიდან კიდევ ოთხი დირექტორის გათავისუფლება იმედის, მაესტროსა და  GDS-ის  საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა.  36-ე, 144-ე, 213-ე და მე-3 საბავშვო ბაღებში, დირექტორების ცვლილებას მშობელთა და პედაგოგთა ნაწილი პოლიტიკური მოტივებს უკავშირებდა, თუმცა ბაღების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებათა სამსახურიდან დათხოვნა, მათ მიერ საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის გამო მოხდა. 
 
გლდანის მაღალჩინოსნის დაკავება 
გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტი მაესტროსა და GDS-ის გარდა მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ გააშუქა.  საუბნო სამსახურის უფროსი, ვასილ ბექაური, სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მაღალჩინოსანმა კერძო კომპანიის მფლობელს სახლების რეაბილიტაციის პროექტის განხორცილების სანაცვლოდ 1800 ლარი გამოართვა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ პირს დამატებით 2000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 
 
ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან
რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით თბილისში გამართული საორგანიზაციო ფორუმი 9 მაისს მხოლოდ ტაბულას, კავკასიისა და რუსთავი 2-ის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოების მონაწილეობით გამართული ფორუმი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას ითვალისწინებდა.
 
ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობას დაუბრუნდა 
ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დაბრუნების შესახებ არ გაშუქებულა იმედისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში. კანონპროექტი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებდა, რამდენიმე თვის წინ ოპოზიციის პრეზიდენტისა და ექსპერტების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად ძალაში შევიდა. 
 

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/297RAlA

 

სარედაქციო პოლიტიკა

17 მაისი, 2016 |

მეშვიდე ანგარიში

1-30 აპრილი, 2016

მონიტორინგის  სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-30 აპრილის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემები

აპრილის თვეში მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტულ თემებს შორის კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების აქტივობები, კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნული ფორუმის გამოყოფა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღზე მიმდინარე კონსულტაციები, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ევროკავშორთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესები, ასევე  NDI-სა და IRIის მიერ წინასაარჩევნო კვლევების შედეგების  გამოქვეყნება მოხვდა. აღნიშნული თემები მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ გააშუქა, ასევე სრულად გაშუქდა  საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და სხვა ოფიციალური პირების მიერ აპრილის თვეში განხორციელებული ოფიციალური  ვიზიტები.

გამოტოვებული თემები

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/23VOqnz

 

 

სარეფერენდუმო კითხვა ოჯახის ცნების განმარტების შესახებ

სიუჟეტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი ინიციატივის შესახებ, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ დამატებითი განმარტების შეტანას ითვალისწინებს, აპრილის თვეში მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა. აღიშნული ინიციატივის მიხედვით კონსტიტუცია ოჯახს უნდა განმარტავდეს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას. ინიციატივის ავტორები მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ოჯახის ტერმინის  დაზუსტების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გამოდიან.  

ვაჟა ლელუაშვილის შესაძლო კავშირი ქართულ ოცნებასთან

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების ფაქტზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების შესახებ თემა მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის მხოლოდ GDS-მა არ გააშუქა.

სხვა არხებზე ვაჟა ლელუაშვილის დაკავების ფაქტზე 8 აპრილს გასულ სიუჟეტებში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და აღნიშნულ პარტიასთან სხვადასხვა სახის თანამშრობლობაზე იყო საუბარი.

კომუნალური ვაუჩერების გაუქმება

ოპოზიციის მიერ თბილისის მერიის დადანაშაულება სოციალური კომუნალური ვაუჩერების გაუქმებაში 18-22 მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიებიდან იმედისა და მაესტროს პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა. აღნიშნული თემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ განცხადებას  ეხებოდა, რომელშიც ოპოზიციური პარტია არჩევნების დასრულების შემდეგ   თბილისის მერიის მიერ მოსახლეობისთვის  აღნიშნული სერვისის მიწოდებას მოსალოდნელ შეწყვეტაზე საუბრობდა.

გაზპრომთან შეთანხმება

რუსულის გაზის კომპანია - გაზპრომთან რამდენიმე თვიანი მოლაპარკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის შესახებ სიუჟეტი 7 აპრილს მაესტროს საინფორმაციო გამოშვების გარდა მონიტორინგის სუბიექტმა ყველა სხვა ტელევიზიამ გააშუქა. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და კომპანია გაზპრომს შორის თანამშრომლობის პირობები უცვლელი დარჩა, რაც ქართული მხრდან რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად ბუნებრივი აირის მიღებას ითვალისწინებდა.

ბითკოინების მწარმოებელი კომპანია

საქართველოში ბითკოინების იგივე ვირტუალური ფულის მწარმოებელი კომპანიის შესახებ სიუჟეტებს 6-12 აპრილს საეთერო დრო, მხოლოდ რუსთავი 2-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტაბულამ დაუთმეს. ბიტკოინების თემა თბილისში გლდანის ტერიტორიაზე არსებულ იმ კომპანიას  ეხებოდა, რომელიც ვირტუალურ ფულს აწარმოებს. კომპანიის შენობის ტერიტორია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად არის გამოცხადებული, რაც მას შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. კომპანია „ბითურთან“ დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნულ კომპანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ კავშირზე იყო საუბარი, მოგვიანებით საქართველოს ყოფილი პრემიერის კავშირი ინდუსტრიული ზონის ოპერატორმა კომპანიამ უარყო.

ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა 19 აპრილს რუსთავი 2-ის გარდა მონიტორინგის სუბიექტი ყველა სხვა ტელევიზიის პრაიმ ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. ინტერპარტიული ჯგუფი იუსტიციის მინისტრთან საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხს განიხილავდა, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევის ნაცვლად სამხარეო პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

GHN-ის მიერ ქართული ოცნების შიდა კვლევის გამოქვეყნება

საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მიერ, კოალიცია ქართული ოცნების შიდა კვლევების გაშუქების შესახებ სიუჟეტი იმედისა და GDS-ის საინფორმაციო  გამოშვებებში არ გასულა. GHN-ის ინფორმაციით აღნიშნული კვლევა წარმოადგენდა შიდაპარტიულ დოკუმენტს, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები მოცემულ კვლევასთან პარტიის კავშირს უარყოფდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული პარტიული კვლევის ავთენტურობა და წყარო დაზუსტებული არ იყო, ამდენად კვლევის ამ ვერსიის არგაშუქება პროფესიული სტანდარტების მხრივ გამართლებულია.   

ბაღდადის გამგებლის დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის დაკავების ფაქტი, 25 აპრილს GDS-ის საინფორმაციო გამოშვების ბადეში ვერ მოხვდა. ბაღდათის გამგებელი  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება ერთპიროვნულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოახდინა. 

ბიძინა ივანიშვილი და დავით კეზერაშვილი Panama Papers-ის დოკუმენტებში

ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მსოფლიო ლიდერებს ოფშორული კომპანიების მფლობელობაში ან წილის ფლობაში ამხელდა აპრილის თვეში ყველა საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, თუმცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული გვარების ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილის არსებობა GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტელევიზიამ  საეთერო დრო პანამის დოკუმენტებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვარის აღმოჩენასა და პანამის დოკუმენტების არასწორი თარგმანისთვის კეზერაშვილის ადვოკატის საჩივარს 12 აპრილს დაუთმო.

პანამის დოკუმენტებთან დავით კეზერაშვილის კავშირი 9 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებელმა და მაესტროს საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს, რუსთავი ორმა აღნიშნულ თემას საეთერო დრო პირველად მომდევნო დღეს, 10 აპრილს დაუთმო, ხოლო იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეში თემა 11 აპრილს მოხვდა. თვის განმავლობაში დავით კეზერაშვილის პანამის დოკუმენტებში მხოლოდ კავკასიის საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.

ლონდონის სასამართლოს უარი დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე

ქართული მხარის მოთხოვნაზე დავით კეზერაშვილის ექსტრადირების შესახებ ლონდონის სასამართლოს მხრიდან უარის შესახებ სიუჟეტი 6 აპრლს მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა.

სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

20 აპრილი, 2016 |

მეექვსე ანგარიში

1-31 მარტი, 2016

მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-31 მარტის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემების გაშუქების ტენდენცია

მარტის თვის პრიორიტეტულ თემებს შორის ერთ-ერთი ანონიმური წყაროს მიერ, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იყო. აღნიშნული თემა, მისი შინაარსიდან გამომდინარე მონიტორინგის ყველა სუბიექტმა ეთიკის ნორმების დარღვევის გარეშე გააშუქა. თვის განმავლობაში თემას არ დაუკარგავს აქტუალობა, მიუხედავად ამისა მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების მხრიდან არ მომხდარა პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე არ გავრცელებულა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სატელევიზიო ეთერის საშუალებით. 11 მარტს აღნიშნული თემის გაშუქებისას რუსთავი 2-ის, ტაბულასა და მაესტროს საინფორმაციო გამოშვებებში ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირების გარეშე აღინიშნა, რომ გავრცელებული ვიდეო ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავდა.

გარდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისა, მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების, მარტის თვის პრიორიტეტული თემები „ქართული ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაწყებულ დაპირისპირებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საპროტესტო აქციებს მოიცავდა. აღნიშნული თემები, ტელევიზიათა საინფორმაციო ბადეებში  მსგავსი პრიორიტეტულობით გაშუქდა, თუმცა იყო გამოტოვებული თემებიც.

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1Nl05tR

Loading...

Loading...

 

გამოტოვებული თემები

 „რესპუბლიკელებისდამრეწველებისდაპირისპირება

ქართულ ოცნებაში რესპუბლიკელებისა და მრეწველების  დაპირისპირება ყველა საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, თუმცა ამ დაპირისპირების სავარაუდო მიზეზს საეთერო დრო, მხოლოდ რუსთავი 2-მა, მაესტრომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  და ტაბულამ დაუთმეს. აღნიშნულმა ტელევიზიებმა 2 მარტს კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ტენდერში  კომპანია „ყაზბეგის“ წაგების ფაქტიც გააშუქეს. გოგი თოფაძის კუთვნილმა კომპანიამ სამი წლის განმავლობაში პირველად ვერ მოიპოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში პირველი ადგილი. GDS-მა აღნიშნული ფაქტი სტუდიური ინტერვიუს დროს ახსენა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად იყო წაგებული ტენდერი დაპირისპირების მიზეზი მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის რესპუბლიკელებსა სა მრეწველებს შორის  დაპირისპირების მიზეზად ჩათვლა გოგი თოფაძის შეურაცყოფა იქნებოდა. 

მერების არადეკლარირებული ქონება

2 მარტს, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს საეთერო დრო მხოლოდ რუსთავი 2-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმეს. აღნიშნული დოკუმენტები გორის, ახალციხის, ზუგდიდის, ფოთის და ოზურგეთის მერებს არადეკლარირებული უძრავი ქონებისა და სხვადასხვა საწარმოებში წილების ფლობაში ამხილებდა.

ეკა მიშველაძის სარჩელი

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თებერვლის თვეში გათავისუფლებული ჟურნალისტის ეკა მიშველაძის მიერ, ამავე ტელეკომპანიის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი 7 მარტს, მხოლო ტაბულამ და რუსთავი 2-მა გააშუქეს.

 ვენეციის კომისიის ანგარიში

17 მარტს, ვენეციის კომისიის ანგარიშში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის შესახებ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მოხვედრა მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.  ვენეციის კომისიის კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მიმართ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.  კომისიის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მოწოდებები სასამართლოს სისტემის დასუსტების საფრთხის მატარებელია.

ვაგიფ აქპეროვის მიერ სუს-ის შანტაჟში დადანაშაულება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის მიერ  სუს-ის შანტაჟსა და მუქარაში დადანაშაულების შესახებ, 29 მარტს სიუჟეტი იმედის მაესტროსა და  GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. ვაგიფ აქპეროვის მტკიცებით,  2013 წელს, მის მიერ თანამდებობის დატოვება არ იყო ნებაყოფლობითი. სასულიერო პირის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვების  გადაწყვეტილება სუს-ის თანამშრომელთა მუქარის შედეგად მიიღო.

ხის ტრანსპორტირება ციხისძირიდან

ციხისძირის სანაპიროდან ამოღებული ასწლოვანი ტიტის შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებისას შექმნილი პრობლემები 25 მარტს, იმედისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებების ეთერში ვერ მოხვდა.

სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

15 მარტი, 2016 |

1-29 თებერვალი, 2016

მეხუთე ანგარიში

მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-29 თებერვლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

იანვრის  მსგავსად თებერვალში მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის პოლიტიკური თემების გაშუქების მხრივ მსგავსი ტენდენცია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა. აღნიშნული ტელევიზიებს საინფორმაციო ბადე მეტად იყო დატვირთული ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტებით.  სიუჟეტების თემატიკა მთავრობის ახალ ინიციატივებსა და ოფიციალურ ვიზიტებს აერთიანებდა. ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები შედარებით ნაკლები ინტენსივობით შუქდებოდა რუსთავი 2-სა და ტაბულას ეთერში.

ოპოზიციის კრიტიკის თემებს, სხვა ტელევიზიებთან შედარებით მეტ საეთერო დროს, GDS-ი და იმედი უთმობდნენ.  თემების ნაწილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას მოიცავდა. მხოლოდ იმედისა და GDS-ის ეთერში გავიდა უკრაინული ოპოზიციური პარტიის „უკროპის“ წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. აღნიშნულ თემას GDS-მა საეთერო დრო 8 თებერვალს დაუთმო. სიუჟეტში უკრაინის უმაღლესი რადას  დეპუტატმა, სააკაშვილისა და უკრაინაში მოღვაწე სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების გაცნობის სურვილი გამოთქვა და მათ კორუფციაში დადო ბრალი. იმედმა აღნიშნული თემა 11 თებერვლის საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა.

ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები მაღალი ინტენსიობით შუქდებოდა რუსთავი 2-ისა და ტაბულას ეთერში, მსგავსი სიუჟეტებს თავიანთ საინფორმაციო ბადეში შედარებით ნაკლებ დროს GDS-ი, მაესტრო  და საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობდნენ. იხ.დიაგრამა#1

 

 

გამოტოვებული თემები

თებერვლის თვეში, ტელევიზიების პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვებების მიერ გამოტოვებული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის თემები ასახულია ინფოგრაფიკაში #1.  ქვემოთ კი მოცემულია ამ თემების დეტალური აღწერილობა:

 

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/1VtUmU3

 

ბიძინა ივანიშვილი/ ხეების გადარგვის პიკეტირება

თებერვლის თვეში, ციხისძირის ბოტანიკური ბაღიდან, ასწლოვანი ხეების ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადარგავს ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტები თვის განმავლობაში GDS-ის გარდა ყველა ტელევიზიის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. GDS-მა ციხისძირის თემას საეთერო დრო 18 თებერვლის გამოშვებაში დაუთმო და ის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის კონტექსტში გააშუქა. სიუჟეტი ციხისძირში მიხეილ სააკაშვილის მიერ სადაო ტერიტორიის  გასხვისების ფაქტის გამოძიებას ეხებოდა. რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, აღნიშნული საკითხი  ხეების გადარგვის პიკეტირების პროცესებთან დაკავშირებულ სიუჟეტებში იყო ინტეგრირებული. GDS-მა აღნიშნულ თემა ცალკე სიუჟეტად გააშუქა, სადაც აქცენტი გამოძიების დეტალებზე გაკეთდა, ხოლო ხეების გადარგვის პიკეტირება, აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტები GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა.

ნეპოტიზმი ქართულ ოცნებაში/„ცესკოსთანამშრომლების გათავისუფლება

საოლქო საარჩევნო კომისიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება და ოპოზიციის მხრიდან მმართველი კოალიციის მაღალი თანამდებობის პირების ნეპოტიზმში დადანაშაულება  8-15 თებერვლის განმალობაში, მხოლოდ იმედისა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. უმცირესობის წარმომადგენლებმა კოალიციის წევრი  მაღალი თანამდებობის პირები, (ქუცნაშვილი, ხმალაძე, კორძაია, ჟორჟოლიანი, მღებრიშვილი, ხადური, ქუმსიშვილი) ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, თავიანთი ნათესავებისა და ოჯახის წევრების სხვადასხვა უწყებებში დასაქმებაში დაადანაშაულეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების გაჟონვა

მოსამართლეთა ტესტირების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისადმი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის შესახებ სიუჟეტი 12 თებერვალს მაესტროსა და   GDS-ის საინფორმაციო ბადეში ვერ მოხვდა. სამოქალაქო სექტორის პროტესტის  მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 თებერვალს  30 ვაკანტურ ადგილზე  22   მოსამართლის კანდიდატურა დაამტკიცა.

მოსამართლეების ნაწილის მიერ, ტესტირების შედეგების გაყალბების ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სიუჟეტს  25 თებერვალს საეთერო დრო რუსთავი 2-მა, მაესტრომ და ტაბულამ დაუთმეს, ხოლო იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის ეთერში ეს თემა ვერ მოხვდა.

რუსთავი 2-ისა და "ტვ საქართველოს" სასამართლო სარჩელის არსებითი განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 18 თებერვალს რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია „სქართველოს“ მიერ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შესახებ სიუჟეტი რუსთავი 2-ის, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაესტროს ეთერში გავიდა. ოთხი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას იკვლევდა, რომელთა საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ში დროებითი მმართველობის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

24 თებერვალს  საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის, როგორც მოსარჩელე მხარის  მიერ „ამორალური გარიგების“ მუხლის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სიუჟეტი  მხოლოდ რუსთავი 2-ის, მაესტროსა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს.

ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლება

თოქ-შოუს „პირველი სტუდიის“ ავტორისა და წამყვანის ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების ფაქტი 10 თებერვალს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. მაუწყებლის დირექტორისგან ახსნა განმარტებების მოთხოვნის შემდეგ ეკა მიშველაძემ სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური წერილი მიიღო.

რეგიონებში პოლიციის კონტროლის გამკაცრება

19 თებერვალს, რეგიონებში პოლიციის კონტროლის გამკაცრებაზე რეპორტაჟი იმედის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს ეთერში არ გავიდა. რეგიონებში პოლიციის თანამშრომლებმა გარდა მძღოლების საბუთებისა, მათი მანქანების შემოწმებაც დაიწყეს.

 

პრიორიტეტული თემები

თებერვლის თვეში, პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ, მსგავსი ტენდენციები რუსთავი 2-სა და ტაბულას ეთერში დაფიქსირდა. განსხვავებული პრიორიტეტულობით თემებს აშუქებდა იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაესტრო. აღსანიშნავია, რომ მაესტროში განვითარებული მოვლენების გამო, თვის განმავლობაში ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება პრიორიტეტს კომპანიაში წილების გადანაწილების თემასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს უთმობდა.

10 თებერვალს ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინაღმდეგ გამართულ აქციაზე „პარტიზანი მებაღეებისა“ და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავების ფაქტს, რუსთავი 2-მა და ტაბულამ პირველი ბლოკის პირველი და მეორე სიუჟეტები დაუთმეს. მაესტრომ  აღნიშნული თემა პირველი ბლოკის მერვე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეორე ბლოკის მეშვიდე, ხოლო იმედმა მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტებად გააშუქეს.

12 თებერვალს, ციხისძირში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიერ  ქობულეთის საკრებულოს ორი წევრის დაკავების ფაქტს, რუსთავი 2-მა და ტაბულამ, პირველი ბლოკის პირველი და მეორე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო იმედმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მაესტრომ აღნიშნული თემა მეორე და მესამე ბლოკის მეთორმეტე სიუჟეტად გააშუქეს. 12 თებერვალს იმედის პრიორიტეტული თემა მიუნხენის კონფერენცია, მიგრანტთა კრიზისი და ევროპის უსაფრთხოება იყო. ამავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამეგრელოში დაკარგული პირების შესახებ სიუჟეტს, ხოლო მაესტრომ ტელევიზიაში წილების გადანაწილების პროცესებს მიანიჭა პრიორიტეტი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის კანდიდატურის მხარდაჭერა და ამავე კანდიდატის კრიტიკა სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის მხრიდან  29 თებერვალს ნაკლებ პრიორიტეტული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თუ რუსთავი 2-ის იმედის, მაესტროს, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა თემა საინფორმაციო ბადის პირველ ბლოკში გააშუქეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული საკითხი მესამე ბლოკის მეათე თემად შესთავაზა მაყურებელს.

ლევან მურუსიძის მიერ  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის  პოსტზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურის  დასახელების  შესახებ სიუჟეტი 29 თებერვალს გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა მონიტორინგის სუბიექტმა ტელევიზიებმა საინფორმაციო ბადეების პირველ ბლოკში გააშუქეს.  რუსთავი 2-მა თემა პირველი ბლოკის მეორე, იმედმა და ტაბულამ მესამე,  GDS-მა მეოთხე, ხოლო მაესტრომ მეშვიდე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული თემას მესამე ბლოკის მეცხრე სიუჟეტი დაუთმო.

ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებდა 9 თებერვალს რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. რუსთავი 2-მა და ტაბულამ სიუჟეტი პირველი ბლოკის მეოთხე თემად გააშუქა, GDS-მა  ინიციატივას პირველი ბლოკის მეექვსე, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მესამე ბლოკის მეცხრე სიუჟეტები დაუთმეს.

 

დამოუკიდებელი თემები

თებერვლის თვეში ტელევიზიებმა საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში შემდეგი აქტუალური დამოუკიდებელი თემები გააშექეს:

ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

23 თებერვალი, 2016 |

1-31 იანვარი, 2016

მეოთხე ანგარიში

მონიტორინგი სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-31 იანვრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემები

იანვრის თვეში ქვეყანაში შექმნილი მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი საერთო პრიორიტეტული თემა  დიდთოვლობა და სტიქიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა იყო. გარდა დიდთოვლობისა, მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების იანვრის  პრიორიტეტული თემების ჩამონათვალში, ლარის კურსის ვარდნა, გაზის დეფიციტი, ენერგეტიკის სამინისტროს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებები, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიება და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში დადანაშაულება  მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ GDS-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება 1 დან 10 იანვრის განმავლობაში არ გასულა, რაც აღნიშნულ პერიოდში ტელეკომპანიის პრიორიტეტული და გამოტოვებული თემების კვლევაზე არ აისახება.

იანვრის პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით მსგავსება რუსთავი 2-ის, იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებს შორის გამოიკვეთა. პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების განსხვავებული ტენდენცია აღინიშნებოდა მაესტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა  და  GDS-ის ეთერში. 

  • 8 იანვარს ეკა ბესელიას მიერ ალეკო ელიაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს რუსთავი 2-ის იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა პირველი ბლოკის მეორე და მესამე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული თემა მეორე ბლოკის მეექვსე სიუჟეტად გააშუქა.
  • პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა მაესტროს 13 იანვრის საინფორმაციო გამოშვებაში.  13 იანვარს მონიტორინგის სუბიექტმა ტელევიზიებმა პრიორიტეტი თბილისში „სოკარის“ წარმომადგენლის ვიზიტს  და რუსულ კომპანია  „გაზპრომთან“ გაზის შესყიდვის მიზნით გამართულ  მოლაპარაკებების თემას მიანიჭეს. რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმედის საინფორმაციო გამოშვებებში თემას პირველი ბლოკის პირველი სიუჟეტი დაეთმო, ხოლო ტაბულას ეთერში აღნიშნული თემა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ პირველი ბლოკის მეორე თემად გაშუქდა. მაესტროს 13 იანვრის საინფორმაციო გამოშვებაში პრიორიტეტული თემა პრეზიდენტ ბაკარ ობამას კონგრესში წარმოთქმული სიტყვა და მისი პრეზიდენტობის დასასრული იყო, ხოლო „სოკარის“ წარმომადგენლის ვიზიტსა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტი დაეთმო. იხ. ცხრილი 1.
  • 8 იანვარს პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსის ხელმოწერა და ამავე დროს კანონთან მიმართებით მისი კრიტიკული პოზიცია „ტაბულასა“ და „იმედის“ ეთერში პირველი ბლოკის პირველ სიუჟეტად გავიდა, ხოლო რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ თემას პირველი და მეორე ბლოკის მეხუთე სიუჟეტები დაეთმო.  სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით,  „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებამ ამ თემას მეორე ბლოკის მეთოთხმეტე   სიუჟეტი დაუთმო. „კონტაქტის“ 8 იანვრის პირველი სიუჟეტი ვან დეიკის ტილოს კონტრაბანდას ეხებოდა.
  • 11 იანვარს კვლევის სუბიექტი საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემა მმართველი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დაკომპლექტება იყო. თემას იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველი ბლოკის  პირველი და რუსთავი 2-ის მეოთხე სიუჟეტები დაეთმო. მაესტრომ აღნიშნული თემა საინფორმაციო ბადეში პირველი ბლოკის მეშვიდე, ხოლო GDS-მა მეორე ბლოკის მეცხრე სიუჟეტებად გააშუქეს. 
  • 15 იანვარს ჯოკია ბოდოკიას განცხადება, იმის შესახებ, რომ მისთვის გამოტანილი 11 წლიან განაჩენი ბიძინა ივანიშვილსა და პროექტ პანორამა თბილისს უკავშირდებოდა  და საკუთარი განაჩენის შესამსუბუქებლად მას ბრალი ყოფილი ვიცე-მერისთვის ალექსანდრე მარგიშვილისთვის უნდა გაენაწილებინა, გარდა GDS-ისა  მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ საინფორმაციო ბადის პირველ ბლოკში გააშუქა. GDS-მა აღნიშნულ თემას მეორე ბლოკის მეცხრე სიუჟეტი დაუთმო.  GDS-ის 15 იანვარის პირველი ბლოკის პირველი სიუჟეტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სილამაზის სალონების კონტროლის ინიციატივა, ხოლო მეორე ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი იყო. 

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

კვლევის შედეგად მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების მიერ პოლიტიკური თემების გაშუქების მხრივ შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები ყველაზე მაღალი ინტენსიობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და GDS-ის ეთერში შუქდებოდა.

  • 5 იანვარს მხოლოდ იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, ბაღებში ფიზიკური ძალადობის პრევენციის შესახებ.
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავრობის მიერ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ერთწლიან გეგმის დამტკიცებას.
  • ხელისუფლების საქმიანობის ჭრილში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლატვიაში ვიზიტი, მხოლოდ იმედმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქეს.
  • მხოლოდ GDS-ის ეთერში  გავიდა  რეპორტაჟი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი სილამაზის სალონების შემოწმების შესახებ.

აღნიშნული ტელევიზიები საეთერო დროს ნაკლებად უთმობდნენ ხელისუფლების კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს.

იანვრის თვეში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემების გაშუქების მაღალი ინტენსივობით რუსთავი 2 და ტაბულა გამოირჩეოდა. ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები მოიცავდა როგორ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივებს, ასევე „ახალი პოლიტიკური ცენტრისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივობებს. 

ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტები იანვრის მაღალი ინტენსიობით შუქდებოდა GDS-ის ეთერში. თემების ნაწილი მოიცავდა წინა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებულ სიუჟეტებს და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის კრიტიკას. 14 იანვარს 20:30-მა საინფორმაციო ბადე გოგა ხაინდრავას სტუდიურ ინტერვიუს დაუთმო. ინტერვიუში საუბარი იყო ფილმზე სახელწოდებით „9+1“, რომელიც გოგა ხაინდრავას რეჟისორობით იქმნება და მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში გახმაურებული და უცნობი საქმეების მხატვრულ ეკრანიზაციას ითვალისწინებს.  

 

დიაგრამა#1

 

 

გამოტოვებული თემები

გაზპრომის თემა. იანვრის თვის საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა გაზის მომწოდებელი კომპანიების დივერსიფიკაცია და რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ გაზის შესყიდვის მიზნით გამართული მოლაპარაკებები იყო. რუსულ მხარესთან ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებები ოპოზიცისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარებდა.  

11 იანვარს  გაზის დივერსიფიკაციის პროცესებზე ოფიციალური ბაქოს კომენტარს საეთერო დრო მხოლოდ რუსთავი ორმა დაუთმო. აზერბაიჯანული მხარემ გაზპრომთან მოლაპარაკებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მოვლენების ამ დინამიკით განვითარება თბილისი ბაქოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახებოდა. 

„გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი, რუსულ მხარისგან გაზის შესყიდვის  პოლიტიკური ასპექტები და ოპოზიციის მიერ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის მოთხოვნა 14 იანვარს მაესტროს გარდა ყველა ტელევიზიამ გააშუქა.  იხ. ცხრილი#2

ცხრილი#2

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ “გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებებზე გაკეთებული განმარტებებისა და ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შეუსაბამობით უკმაყოფილო უმრავლესობის წარმომადგენლების თემას,  13 იანვარს საეთერო დრო მხოლოდ „რუსთავი ორმა“, „იმედმა“ და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაუთმეს.

15 იანვარს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ენერგეტიკის მინისტრის,  „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნა, მხოლოდ „რუსთავი ორისა“ და ტაბულას საინფორმაციო ბადეში მოხვდა. 

სიუჟეტი, ქართული მხარის მიერ ვენაში „გაზპრომთან“  გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებისა და ქართული მხარის სომხეთისთვის განკუთვნილი აირის მონეტიზაციაზე უარის შესახებ,  22 იანვარს   მხოლოდ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებამ გამოტოვა.    იხ. ცხრილი#3

ცხრილი#3

შეწყალების კომისიის საქმე. დეკემბრის თვეში გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემების რიცხვში  შეწყალების  კომისიის ყოფილი თავჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში ბრალდება მოხვდა. ელისაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულთა განთავისუფლების მიზნით  მასზე ზეწოლის განხორციელებასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

აღნიშნული თემა თვის განმავლობაში ყველა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ სიუჟეტი მხოლოდ რუსთავი 2-ის 7 იანვრის საინფორმაციო ბადეში მოხვდა.

14 იანვარს ელისაშვილის მოთხოვნა საპროკურორო საბჭოში ეკა ბესელიას უფლებამოსილების შეჩერების  შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა და GDS-მა გააშუქეს.

ალეკო ელიაშვილისა და ზვიად ქორიძის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ალბათობის არსებობის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადება 15 იანვარს  მხოლოდ მაესტროს პირველი ბლოკის მეთორმეტე და რუსთავი ორის პირველი ბლოკის მეხუთე სიუჟეტების თემა იყო. 15 იანვარს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა. კურიერის პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტში ნიკა მემანიშვილმა მის ხელთ  კობახიძისა და ბესელიას ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ  პროკურატურასა და ჟურნალისტებს განუცხადა.

იანვრის თვეში გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემების რაოდენობით GDS-ი და მაესტრო გამოირჩეოდნენ.

ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი. 4 იანვარს ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის  პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა მაესტროსა და ტაბულას გარდა ყველა ტელევიზიამ გააშუქა. თუმცა ტაბულამ აღნიშნულ თემას 5 იანვრის გამოშვებაში პირველი ბლოკის მეოთხე სიუჟეტი დაუთმო.  ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა.

თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნები 11 იანვარს კვლავ მოხვდა რუსთავი ორისა და ტაბულას სამაუწყებლო ბადეში. აღსანიშნავია, რომ “მაესტრომ” და GDS მა ამ თემას საეთერო დრო 12 იანვარს  მას შემდეგ დაუთმეს, რაც პრემიერმა ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მხარეებმა შეხვედრისთვის მზადება დაიწყეს.

ზვიად კვაჭანტირაძის საქმე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიყენებული 16 000 დოლარის ოდენობის ზარალის შესახებ სიუჟეტს რუსთავი ორისა და ტაბულას 19 იანვრის  საინფორმაციო გამოშვებების ბადეში პირველი ბლოკის მეოთხე და მეხუთე ადგილი დაეთმო. სიუჟეტი „ქართული გაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა, სადაც საუბარი იყო კვაჭანტირაძის მიერ ავარიის შედეგად მიყენებული ზარალის დაფარვის შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე. სახელმწიფო უწყებებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სხვა ტელევიზიებს ეს თემა არ გაუშუქებიათ.   იხ.ცხრილი#4

ცხრილი#4

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება გიგი უგულავასთან დაკავშირებით. „მაესტროს“ ეთერში არ მოხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის გამოსვლა. მისასალმებელ სიტყვაში ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტ-პატიმრად მოიხსენია, რასაც საქართველოს მთავრობაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თემა რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის ეთერში 25, ხოლო იმედის ეთერში 26 იანვარს გავიდა.   იხ.ცხრილი#5

ცხრილი#5

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დასკვნა. GDS-ისა და მაესტროს საინფორმაციო ბადეში 13 იანვარს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დასკვნა არ მოხვდა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემატიკასა და მედია მდგომარეობის, კერძოდ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროსაბჭოს დასკვნაში აღნიშნული ოყო მედია მრავალფეროვნების ხელშეწყობის მნიშვნელობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

გარდავნის არჩევნები. გარდაბნის გამგებლის არჩევნებამდე, საარჩევნო სპეც-უბნების თემაზე ოპოზიცისაა და ხელისუფლების დაპირისპირების თემა, მაესტროსა და GDS- ის ეთერში  25 იანვარს, ხოლო რუსთავი ორის, იმედის  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  ტაბულას ეთერში 27 იანვარს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაშუქდა. დაპირისპირების მიზეზი გარდაბანში გამგებლის არჩევნების სპეც-უბანზე ჩატარება გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ამ სახით ჩატარებას გაყალბების პოტენციურ საფრთხის მატარებლად მიიჩნევდნენ.

29 იანვარს  მესამე სექტორის მიერ გარდაბნის გამგებლის  არჩევნების მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სიუჟეტს მაესტროსა და GDS-ის გარდა საეთერო დრო ყველა ტელევიზიამ დაუთმო. 

მერიის მიერთბილ-სერვის-ჯგუფისთანამშრომლების დათხოვნა. მერიიდან „თბილ-სერვის-ჯგუფის“ სამი თანამშრომლის განთავისუფლება 8 იანვარს მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით  „თბილ სერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან მერვე დღეს მერიამ სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო აქციის 60 მონაწილეს საყვედური გამოუცხადა.

დამოუკიდებელი თემები

იანვრის თვეში დამოუკიდებელი თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით რუსთავი ორი და მაესტრო ლიდერობდნენ.

რუსთავი2 -მა დამოუკიდებელი თემებად გააშუქა ისეთი სოციალური სიუჟეტები, როგორიცაა სოციალური თერაპიის სახლში მცხოვრები 55 ბენეფიციარის დაფინანსების გარეშე დარჩენის საშიშროება. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც  ბენეფიციარებს აფინანსებდნენ დახმარების შეწყვეტას აპირებენ, სახელმწიფო კი ამ სახლს დღეში მხოლოდ 11 ლარით ეხმარება.

 დამოუკიდებელ სოციალურ თემას მიეკუთვნებოდა 21 იანვარს რუსთავი ორის ეთერში მეორე ბლოკის მეათე სიუჟეტად გასული რეპორტაჟი ვეტერანების ჰოსპიტალისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. 

მაესტროს იანვრის თვის დამოუკიდებელი თემები, ჩოხატაურში სპორტსკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის,  ახალგორში მოქმედი რეგულაციების ცვლილების  და ნატოს მიერ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სპეციალური განყოფილების შექმნის შესახებ სიუჟეტებს მოიცავდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებს რომლებიც ჩოხატაურის რაიონში ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ელექტრო ენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე ცხოვრობენ მაესტრომ 11 იანვრის პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტი დაუთმო.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საშვებთან მიღების  რეგულაციების გამარტივების შესახებ სიუჟეტი მაესტროს ეთერში 26 იანვარს გავიდა, ხოლო 28 იანვარს „კონტაქტის“ პირველი ბლოკის მეხუთე სიუჟეტი სახელწოდებით „ნატო და აშშ რუსეთის წინააღმდეგ“ ნატოს მიერ რუსული პროპაგანდის პრევენციისთვის სპეციალური განყოფილების შექმნის გეგმას ეხებოდა. 

ოკუპირებული ტერიტორიების თემას ეხებოდა 14 იანვარს იმედის ეთერში გასული რეპორტაჟი დვანიდან. მეორე ბლოკის მერვე სიუჟეტის თემა იყო მოქალაქე, რომელმაც ეგრეთწოდებული საზღვრის გამო საცხოვრებელი სახლი დაშალა და საოკუპაციო რეჟიმის  მიერ დაწესებული საზღვრის ქართულ მხარეს გადმოიტანა.

იხ. თაიმლაინი

 

ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

20 იანვარი, 2016 |

მესამე ანგარიში,

 

მონიტორინგი სუბიექტებირუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

 

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415

1-31 დეკემბრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

მსგავსი პრიორიტეტული თემები

  • დეკემბრის პრაიმ თაიმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებების მიერ შერჩეული პრიორიტეტული თემების მხოლოდ 3% დაემთხვა ერთმანეთს. კერძოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვებამ პირველსავე ბლოკში გააშუქა თვის მთავარი მოვლენები: სპეცოპერაცია ნასაკირალში, რომლის შედეგად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირების აყვანა მოხდა, შეწყალების კომისიის საქმე - ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით, პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები.
  • ყველაზე მეტად პრიორიტეტული თემების მსგავსება რუსთავი 2 -სა და იმედს შორის გამოვლინდა. აღნიშნულ ორ ტელეკომპანიას პრიორიტეტული თემების მსგავსებით უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა ტაბულა, რომელსაც, აღსანიშნავია, რომ სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, მოკლე ქრონომეტრაჟი აქვს, ხოლო 25-31 დეკემბრის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლასთან დაკავშირებით კვლევას ტელეკომპანია ტაბულა სრულიად გამოეთიშა.
  • თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით, შედარებით განსხვავებული ტენდენცია გამოავლინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაგალითად, 10 დეკემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ პირველ სიუჟეტად შეწყალების კომისიის საქმეზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული კორუფციული ბრალდების საკითხი და მასზე გამოხმაურება გააშუქეს. ელისაშვილის ბრალდებებს, შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესახებ, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ბრალდებების დასაბუთება არ მოხდებოდა, მათი ავტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ტაბულამ აღნიშნული საკითხი მეოთხე სიუჟეტად გააშუქა, ხოლოGDS-მა მას მეორე სიუჟეტი და მეორე ბლოკის სტუდიური ინტერვიუ დაუთმო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას მესამე ბლოკის მეთერთმეტე რიგითობა მიანიჭა და კადრ-სინქრონის სახით გააშუქა.

ასევე, ათი დეკემბრის სხვა საინფორმაციო გამოშვებების მიერ (რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა) პირველსავე ბლოკში გაშუქდა თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დედოფლის წყაროს ოფისზე, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკითხი მეორე ბლოკის მეათე რიგითობით, კადრ-სინქრონის სახით გააშუქა. იხ.ცხრილი #1

ცხრილი #1. 10 დეკემბერი 

განსხვავებული პრიორიტეტები გამოავლინა ასევე ტელეკომპანია მესტრომ. 2 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებათა უმრავლესობის (რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, GDS, ტაბულა) რიგით პირველი თემამონტენეგროს ნატოში გაწევრიანება და კომუნიკეს მიღება იყო, რომელშიც საუბარი იყო ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე. ტელეკომპანია მესტრომ თემას მერვე რიგითობა მიანიჭა და საინფორმაციო გამოშვება სხვა ახალი ამბით დაიწყო. მაესტროს პრიორიტეტული თემა უმრავლესობის სხდომა გახდა, რომელზეც მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდა.3 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებათა უმეტესობის დღის მნიშვნელოვანი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძრაობის ნორმების პროექტის წარდგენა იყო, რომელიც ცხრა ახალ რეგულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, 2016 წლიდან მართვის მოწმობის ქულებით მართვის სისტემაზე გადასვლა, პატრულის მანქანის ფარულად, ამოსაცნობი ნიშნის გარეშე მოძრაობა და მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეების დაჯარიმება, აგრეთვე, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვა. არასამთავრობოთა ნაწილი ახალ რეგულაციებს აპროტესტებდა, ნაწილს კი მიაჩნდა, რომ ისინი ევროსტანდარტებს იყო მორგებული. ტელეკომპანია მაესტრომ საკითხი მეორე ბლოკის მეთექვსმეტე თემად გააშუქა. იხ. ცხრილი #2  

ცხრილი #2. 2-3 დეკემბერი

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უდიდეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობენ. აღნიშნული თემატიკის მხრივ, 4 ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი, ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი და ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების გაშუქება. ამ მხრივ, ტელეკომპანიებმა განსხვავებული ტენდენცია გამოავლინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები სჭარბობდა, ხოლო მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში კი - პირიქით, კრიტიკის შემცველი სიუჟეტები უფრო მრავლად იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები სჭარბობდა რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, ხოლო ტაბულას საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უფრო დიდი წილი დაფიქსირდა, ხელსუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებთან შედარებით. მონიტორინგის შედეგად აგრეთვე გამოვლინდა ყველაზე ნაკლებად დაბალანსებული ტელევიზია - GDS-ი, რომლის საინფორმაციო ბადეში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს 16%-ით, ხოლო ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტები მისი საქმიანობის ამსახველ სიუჟეტებს 5%-ით სჭარბობდა. იხ.დიაგრამა #1

დიაგრამა #1


ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი თემები

  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი თემები დეკემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში გაშუქდა. მაგალითად, ორივე ტელეკომპანიის 10 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა იდენტური შინაარსის მქონე თემები, სადაც ჟურნალისტები ცდილობდნენ, თბილისის მერიის მიერ გასაჯაროებულ მისამართებზე პროექტ „მილიონი ხის" ფარგლებში დარგული ხეები მოეძიათ. სიუჟეტების თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, მათ აღნიშნულ მისამართებზე დარგული ხეები ვერ აღმოაჩინეს. აღნიშნული საკითხი მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტად გააშუქა ტელეკომპანია იმედმაც.
  • ყველაზე ნაკლებად მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებს GDS-ი აშუქებდა. მაგალითად, ტელეკომპანიის ეთერში არ გაშუქებულა აქცია, სადაც მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამდნენ სოფელ დიღომში დაზიანებული გზების მდგომარეობის გამო და მათ შეკეთებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აგრეთვე აპროტესტებდნენ გზების მხოლოდ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახლამდე გაყვანას.GDS-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ გაშუქებულა ევროსაბჭოს კომისიის ანგარიში ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, პატიმრების წამების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობა, ე.წ. „კანონიერი ქურდები" და „მაყურებლები" ისევ პრობლემად რჩებოდა. ტელეკომპანიებმა ტაბულამ და მაესტრომ აღნიშნული საკითხი მეორე სიუჟეტად გააშუქეს, რუსთავი 2-მა - მერვე სიუჟეტად, ხოლო იმედმა - მეორე ბლოკის მეთერთმეტე სიუჟეტად. იხ.ცხრილი#3 

 

ცხრილი#3.15 დეკემბერი

 

ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემები

ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიები GDS-ი და ტაბულა ლიდერობდნენ. აღნიშნული თემები მათსავე საინფორმაციო ბადეში უმეტეს ნაწილს იკავებდა და თანაბარი მაჩვენებლით დაფიქსირდა. მათ შემდეგი რიგითობით მოსდევდნენ ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო და რუსთავი 2. ხელისუფლების საქმიანობას საკუთარ საინფორმაციო ბადეში ყველაზე ნაკლებ წილს რუსთავი 2 უთმობდა, რაც არ მიუთითებს ტელეკომპანიის მიერ თემების გამოტოვებაზე. „კურიერის" შედარებით ვრცელი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უმეტესობა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა. თუმცა, არ გაშუქებულა რამდენიმე სამთავრობო ვიზიტი, ასევე, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი უსახლკარო მოქალაქეებისთვის აშენებული ე.წ. „უსახლაკაროთა ქალაქი" ლილოში.

ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

  • ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების თვალსაზრისით დეკემბერშიც, ნოემბრის მაჩვენებლის მსგავსად, ტელეკომპანია GDS-ი ლიდერობდა. სიუჟეტები ისევ ერთი კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შუქდებოდა და უმეტეს შემთხვევაში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მოვლენებს ეხმაურებოდა. მაგალითად, აღსანიშნავია GDS-ის 25 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვების რიგით მეხუთე და მეექვსე სიუჟეტები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებას ეხებოდა. კერძოდ, რიგით მეხუთე სიუჟეტში, სახელწოდებით „სააკაშვილის სასამართლო", გაშუქდა ერთ-ერთი იზოლატორის ყოფილი უფროსის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენება, რომელიც გირგვლიანის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების პრივილეგირებულ მდგომარეობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ მათ ხშირად სტუმრობდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები და მის კაბინეტში არაერთხელ გაუმართავთ დროსტარება. სიუჟეტის ბოლოს აღინიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოთხივე პატიმარი შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლა.

GDS-ის რიგით მეექვსე სიუჟეტი პროკურატურის მიერ სერგო თეთრაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ეხებოდა. თეთრაძის ოჯახი და ჯაშუშობაში ბრალდებული სხვა პირები საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ.

  • ყველაზე ნაკლები წილი ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიების რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. 4 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა ერთ-ერთი უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელება. აღნიშნული საიტის თანახმად, სატელეფონო საუბარი ძმებ გოკა და ლადო გაბაშვილებს შორის განხორციელდა. ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გვარები სახელდება და საუბარია მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე. მოძრაობის ყოფილი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც „ხელისუფლების გიჟი", რომელიც გაბაშვილს, გიგა ბოკერიასა და ციხეში მყოფ გიგი უგულავას ებრძვის. ჩანაწერის გავრცელების ფაქტი მაესტრომ, GDS-მა და იმედმა რიგით პირველ სიუჟეტად გააშუქეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას მეორე ბლოკში მეშვიდე რიგითობა მიანიჭა. აღსანიშნავია, GDS-ის სიუჟეტის სახელწოდება - „დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში", რაც ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის გარეშე, შესაძლოა, მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზეზი გამხდარიყო. რუსთავი 2-სა და ტაბულას საკითხი არ გაუშუქებიათ. იხ.ცხრილი #4  

ცხრილი #4. 4 დეკემბერი

ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემები  

  • ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემების წილი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. ტაბულაც უმეტესად ერთი კონკრეტული პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ასახვით შემოიფარგლებოდა. ტელეკომპანიის ეთერში ძირითადად შუქდებოდა მოძრაობის წევრების ვიზიტები და შეხვედრები. მაგალითად, 8 დეკემბერს მხოლოდ ტაბულას საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი აშშ-ში და 21 დეკემბერს, ასევე, მხოლოდ ტაბულამ დაუთმო სიუჟეტი პარტიის წევრების შეხვედრას ავტოდილერებთან, რომლებიც მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
  • ოპოზიციის საქმიანობის ასახვას ყველაზე ნაკლებად ტელეკომპანია GDS-ი ახორციელებდა, რომლის საინფორმაციო ბადეში ოპოზიციის კრიტიკის შემცველი თემების წილი მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების წილს 6-ჯერ აღემატებოდა.

დამოუკიდებელი თემები

  • დამოუკიდებელი თემების საინფორმაციო ბადეში განთავსებით ტელეკომპანიები მაესტრო, რუსთავი 2 და GDS-ი გამოირჩეოდნენ. ამათგან, რუსთავი 2-ისა და მაესტროს დამოუკიდებელი თემები უმეტესწილად მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას, ხოლო GDS-ის დამოუკიდებელი თემები ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა.
  • 14 დეკემბერს ტელეკომპანია მაესტროს რიგით პირველი სიუჟეტი პანკისის ხეობის მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფასა და პრობლემებს ასახავდა. სიუჟეტში, სახელწოდებით "სპეციალური რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან", პანკისელები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და მათი საჭიროებების იგნორირებას უჩიოდნენ. სიუჟეტში საუბარი იყო ახალგაზრდების სირიაში გადინებაზეც. მსგავსი შინაარსის სიუჟეტი მაესტროს 16 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა.
  • რაც შეეხება რუსთავი 2-ს, აღსანიშნავია ტელეკომპანიის 3 დეკემბრის რიგით მეცხრე სიუჟეტი სახელწოდებით „სასურსათო დახმარება", რომელშიც მთათუშეთის მოსახლეობის 50 ლარიანი სასურსათო პაკეტით მომარაგება იყო გაშუქებული. სიუჟეტში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა იყო გამოთქმული. მთავრობის მიმართ ბრალდებები გაისმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მხრიდანაც, რასაც კატეგორიულად უარჰყოფდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში.
  • რუსთავი 2-ის 17 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოში ბითკოინების წარმოებას ეხებოდა. სიუჟეტის თანახმად, მსოფლიოში არსებული ვირტუალური ვალუტის სამი ცენტრიდან ორი საქართველოში - გლდანსა და გორში ირიცხება. ამ დროისათვის უცნობია, როგორც ბითკოენების მფლობელების ვინაობა, ისე მათი საერთო რაოდენობა, თუმცა, ცნობილია, რომ სერვერების მონტაჟისთვის 18 ჰექტარი მიწა კომპანია "BitFury ჯორჯიამ" სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეიძინა. ექსპერტების ნაწილის თანახმად, მსგავსი საწარმოები შესაძლოა, ფულის გათეთრების წყაროდაც იქცეს, რადგანაც ისინი სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის კონტროლს არ ექვემდებარება. კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან მათ საქმიანობასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის უარყოფის მიუხედავად, სიუჟეტში ექსპერტების ნაწილი ივანიშვილის პირად ინტერესებზე მიუთითებს , რის საილუსტრაციოდაც, გორის ცენტრში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ ათი მილიონის ინვესტიციის განხორციელება და სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კომპანიის საქმიანობის წახალისება მოჰყავთ, რომელიც არც ერთი სახელმწიფო სექტორის მიერ არ რეგულირდება. სიუჟეტის ფონად გამოყენებული იყო კომპანიაში პრემიერ ღარიბაშვილის სტუმრობის კადრებიც.
  • აღსანიშნავია ტელეკომპანიაGDS-ის მიერ 22 დეკემბერს გაშუქებული სიუჟეტი ე.წ. ოპერაცია „ენვერის" შესახებ, რომელიც, ჟურნალისტის შეფასებით, შეწყალების კომისიის სკანდალის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა. სიუჟეტში რუსთავი 2-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ საქმეში ბრალდებული 2 პატიმრის „ჯაშუშებად" მოხსენიებას გაესვა ხაზი და ჟურნალისტის მიერ ითქვა, რომ ადვოკატების მტკიცებით, საქმეში ყოფილი პატიმრების ბრალის დამადასტურებელი ფაქტები არ ფიქსირდებოდა. სატელეფონო საუბარში კვესიტაძემ აღნიშნა, რომ მან გადაცემაში მხოლოდ ყოფილი პატიმრების ჩამონათვალი გააშუქა და მის მიერ მათი ბრალეულობის საკითხის განსაზღვრას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული სიუჟეტი ტელეკომპანია GDS-ის მიერ დეკემბერში რუსთავი 2-ზე გაშუქებული საკითხებით დაინტერესების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. 3 დეკემბერს „20/30" - ში გაშუქდა სიუჟეტი სახელწოდებით „ნახევარმილიონიანი დახმარება", რომელიც აგრეთვე რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შეეხებოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა, დავით კიკალიშვილმა აღნიშნული ფაქტი მისი გადაცემის „დისკრედიტაციის მცდელობად" შეაფასა. საქმე ეხებოდა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ვარდიაშვილების ოჯახს, რომელსაც რუსთავი 2-ზე გაშუქებული სიუჟეტის თანახმად, ზარალის კომპენსაცია არ ჰქონდა მიღებული. GDS-ის სიუჟეტის თანახმად კი, ოჯახს რუსთავი 2-ის გადაცემის ეთერში გასვლამდე ზარალის ანაზღაურების სახით 500000 ლარზე მეტი ჩაერიცხა. აღნიშნული სიუჟეტი GDS-ის 3 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების პირველი რიგითობით გაშუქდა.

  • განსხვავებული, არატრადიციული ფორმატით გავიდა ეთერშიGDS-ის 30 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვება, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობას აფასებდა, წამყვანი კი კრიტიკული შეკითხვებით, მათ შორის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არ გამოირჩეოდა.

გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემები

  • 14 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოთხოვნა საყდრისის საქმის გამოძიების შესახებ არ გააშუქეს ტელეკომპანიებმა იმედმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და GDS-მა.
  • ღსანიშნავია ორი თემა, რომელიც უშუალოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეხებოდა. კერძოდ, „კურიერის" 8 დეკემბრის რიგით პირველი სიუჟეტი ეხებოდა ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას მძღოლს, რომლის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მის გადაბირებას ცდილობდნენ და ტელეკომპანიიდან ინფორმაციის გატანის სანაცვლოდ თანხასაც დაჰპირდნენ. საკითხი რუსთავი 2-ისა და ტაბულას გარდა, კვლევაში მონაწილე არც ერთ ტელეკომპანიას მომდევნო დღეებშიც არ გაუშუქებიათ.

აგრეთვე, მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა ტელეკომპანიის ჟურნალისტების - ნათია ტრაპაიძისა და დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები დაკითხვაზე მათ მიერ „კოკაინის საქმეზე" მომზადებული სიუჟეტების გამო დაიბარეს. ვინაიდან საქმე ეხებოდა პროკურატურის მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებით დაინტერესებას, საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სხვა ტელეკომპანიების მხრიდან საკითხის იგნორირება თემის გამოტოვებად ითვლება.

  • მონიტორინგის შედეგად, დეკემბერში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS - ი გამოიკვეთა. ტელეკომპანია უმეტესად ტოვებდა ისეთ თემებს, რომლებიც ასახავდა ოპოზიციის საქმიანობას, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულებას და კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. მაგალითად, ტელეკომპანიას არ გაუშუქებია ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის მიერ მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი. ნინო გოცაძე დავით ნარმანიას და მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ის ქალაქის მთავრობამ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გადააყენა თანამდებობიდან. გოცაძე ვარაუდობდა, რომ მისი გადაყენების მიზეზი ის გეგმები იყო, რომლებიც ბაღის სამომავლო განვითარებას უკავშირდებოდა და რომელსაც გოცაძე წინააღმდეგობას უწევდა. საუბარი იყობოტანიკური ბაღის, დენდროლოგიური ბაღისა და ვერეს ხეობის გაერთიანებაზე. მისი თქმით, მერია იქ ტურისტული ზონის განვითარებას აპირებდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ბაღის სამეცნიერო ნაწილს. გოცაძე გეგმას სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგებოდა. ქალაქის მერის მოადგილემ გოცაძის ბრალდებები უარჰყო და თქვა, რომ ის პოსტიდან ბაღში არსებული მდგომარეობის გამო მოხსნეს. აღნიშნული თემა რუსთავი 2-მა მესამე, იმედმა - მეექვსე და მაესტრომ მერვე სიუჟეტად გააშუქეს.
  • 10 დეკემბერს, GDS -ის გარდა, ყველა ტელეკომპანია გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტაბულამ აღნიშნული საკითხი პირველი რიგითობით, ხოლო რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ - მეშვიდე რიგითობით გააშუქეს.
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების მხრივ, აგრეთვე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეში. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს „ფოკუსის" შედარებით მოკლე ქრონომეტრაჟი და 25-31 დეკემბრის განმავლობაში გამოშვების ეთერში არ გასვლის ფაქტი, რის გამოც, ტელეკომპანია აღნიშნულ დღეებში კვლევას გამოეთიშა და შესაბამისად, ამ დღეებში სხვა ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი თემები მის მიერ გამოტოვებულად არ ითვლება.
  • ტელეკომპანია რუსთავი 2, კვლევაში მონაწილე სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს. 

 

იხ. თაიმლაინი

 

თემატური მრავალფეროვნება 

 

თემატური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, „მოამბე" სხვა საინფორმაციო გამოშვებებზე მეტად უთმობს საეთერო დროს უმცირესობების, რელიგიისა და ჯანდაცვის თემატიკაზე სხვადასხვა საკითხების გაშუქებას.

·ამასთან, თემატურობის მიხედვით, ტელეკომპანიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტების წილები სხვადასხვაგვარად გადანაწილდა და შესაბამისად, განსხვავებული ტენდენციები გამოავლინა.

 იხ. ინფოგრაფიკა

ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

17 დეკემბერი, 2015 |

მეორე ანგარიში

შესავალი

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება მედია შინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა.

რიგით მეორე ანგარიში წარმოადგენს ერთთვიანი დაკვირვების მთავარ მიგნებებს, რომელიც 2015 წლის 1-30 ნოემბერს ხორციელდებოდა.

მეთოდოლოგია

მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS.

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩნენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომავი კომპანია "ტი-ვი-ემ-არის" რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან და ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები აქვთ. შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები, რომლებიც ტელეარხების პოლიტიკურ თუ ფინანსურ კავშირებს შეეხება და განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის იდენტიფიცირებისთვის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შერჩეულ ტელეკომპანიებს არც თანაზომადი გავრცელების არეალი, არც ადამიანურ-ფინანსური რესურსები აქვთ, რაც პროგრამულ მრავალფეროვნებაზე აისახება, თუმცა კვლევის მიზანი უფრო შინაარსობრივი მხარის საფუძველზე ტენდენციის ჩვენებაა, ვიდრე რაოდენობრივის.

ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების სარედაქციო პოლიტიკის შესწავლა ხორციელდება პრაიმ-ტაიმის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე ყოველდღიური დაკვირვების გზით, შაბათ-კვირის გამოკლებით. ეს გადაცემებია: კურიერი, რუსთავი 2 (21 სთ-ზე), ქრონიკა, იმედი (20 სთ-ზე), მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (20 სთ-ზე), კონტაქტი რვაზე, მაესტრო (20 სთ-ზე), ფოკუსი, ტაბულა (19 სთ-ზე), 20/30, GDS (20:30 სთ-ზე).

კვლევა ტარდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდით. დაკვირვების საგანია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემები, რისი ანალიზიც ხდება პირველ და მეორე ბლოკში მთავარი თემების შერჩევით, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების ფორმატის მიხედვით (სიუჟეტი, კადრ-სინქრონი, ბადეში განთავსება). საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, სადაც საინფორმაციო გამოშვება არ არის გამიჯნული სარეკლამო ან შიდა ანონსის ტიხრით (მოამბე), გამიჯვნა პირობითი წუთობრივი ნიშნით (პირველ 15-20 წთ-იანი ინტერვალი) ხდება. სარედაქციო პოლიტიკის შეფასება იმ გამოტოვებული თემების იდენტიფიცირების გზითაც ხდება, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია. თვისობრივი ანალიზისას ხდება მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირება და იდენტური საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების შედარება.

არხების საინფორმაციო გამოშვებების შედარება თემატური ბადეების მიხედვით ხდება. დათვლის დროს გამოტოვებულია ამინდი, საერთაშორისო ამბები (თუ საკითხი არ ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და შიდანაციონალურ თემატიკას), კულტურა და სპორტი (თუ საქმე არ ეხება კულტურის ან სპორტის სფეროში რაიმე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოვლენას და გაშუქებულია მხოლოდ კულტურული ან სპორტული მოვლენა).

1-30 ნოემბრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

მსგავსი პრიორიტეტული თემები

საინფორმაციო ბადეში განთავსების მხრივ, მონიტორინგის ფარგლებში განხილული საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემების მხოლოდ 7% დაემთხვა ერთმანეთს. კერძოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვების ნოემბრის პრიორიტეტულ თემებს შორის მოხვდა რუსთავი 2-ის საქმე და მის გარშემო მიმდინარე პროცესები; აგრეთვე, უკრაინულ საიტზე გავრცელებული ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და მათი გარემოცვის ფარული აუდიო ჩანაწერები.

საინფორმაციო ბადის აწყობის მხრივ, ყველაზე მეტად პრიორიტეტული თემების მსგავსება გამოიკვეთა ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ტაბულას შორის. უმეტესად აღნიშნული ორი ტელეკომპანია ანიჭებდა უპირატესობას საერთო ან მსგავს თემებს. ხშირ შემთხვევაში, თემების რიგითობაც ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგალითად, 13 ნოემბერს, მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ, ორივე ტელეკომპანიამ რიგით მესამე სიუჟეტად გააშუქა რუსთავი 2-ის მხარდამჭერების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუცია.

 ინფორმაციის ბადეში განთავსების თვალსაზრისით, სხვა საინფორმაციო გამოშვებებთან შედარებით, განსხვავებული ტენდენცია აჩვენა იმედის „ქრონიკამ" და მაესტროს „კონტაქტმა". ამათგან, ტელეკომპანია მაესტრო არა მხოლოდ პრიორიტეტული თემების, არამედ რიგ შემთვევებში, საინფორმაციო ბადეში განსხვავებული თემების განთავსებით გამოიკვეთა. მაგალითად, 11 ნოემბერს, როდესაც ყველა საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემა რუსთავი 2-ის საქმე იყო, მაესტროს პირველი სიუჟეტი 31 ოქტომბერს ჩატარებული საგარეჯოს შუალედური არჩევნების შეფასებას ეხებოდა. აღნიშნული საკითხი დღის მთავარ თემას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, სხვა ტელეკომპანიების მხრიდან, მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, საგარეჯოს შუალედური არჩევნები, შეფასების კუთხით, ამ დღეს მხოლოდ მაესტრომ გააშუქა. ამასთან, 11 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული თემების უმეტესობა სხვა საინფორმაციო გამოშვებების მიერ გაშუქებულ თემებს არ ემთხვეოდა. 

                 ცხრილი #1. 11 ნოემბრის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

რამდენადაც მონიტორინგის შედეგად დადგინდა, ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უმეტეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობდნენ. საერთო თემატიკაში 4 ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა: 1. მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების გაშუქება, რაც მთავრობის არაეფექტურ მუშაობას, უარყოფითი ტონის საერთაშორისო შეფასებებს, ცალკეული მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულების ფაქტებს, ან თანამდებობის პირის უხამსი ქმედებების გაშუქებას გულისხმობდა; 2. ხელისუფლების საქმიანობა, რაც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის, ვიზიტების, შეხვედრების, დადებითი საერთაშორისო შეფასებების, კვლევებისა და ანგარიშების გაშუქებას გულისხმობდა; 3. ოპოზიციის კრიტიკა, რაც უმეტესწილად, ერთი კონკრეტული პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტებით შემოიფარგლებოდა; და 4. ოპოზიციის საქმიანობა.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

  • მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები ყველაზე დიდი რაოდენობით ორი ტელეკომპანიის - რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში შუქდებოდა. უმეტეს შემთხვევაში, სიუჟეტები ეხებოდა ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობასა და მის მიმართ გამოთქმულ პროტესტს. მაგალითად, 30 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა რიგით პირველ სიუჟეტად, ხოლო მაესტრომ - მესამე სიუჟეტად გააშუქეს უფასო სასადილოების თემა, რომელსაც საფუძვლად თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადება დაედო. ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაერკვიათ, ნამდვილად აკმაყოფილებდა თუ არა სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილ 1.18 თეთრად მიწოდებული საკვების კალორაჟი ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას. მიუხედავად მერიის წარმომადგენლების განცხადებებისა, რომელთა თანახმად, უფასო სასადილოების მენიუ მოთხოვნების სრული გათვალისწინებით იყო შედგენილი, სიუჟეტებში ბენეფიციარები არა მხოლოდ საკვების სიმცირეს, არამედ მის ხარისხსაც აპროტესტებდნენ, ხოლო სპეციალისტები მის შეცვლასა და ოდენობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობდნენ.
  •  ტელეკომპანიები: იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტაბულა, თითქმის ერთი და იგივე ინტენსივობით აშუქებდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს, ხოლო რაც შეეხება GDS-ს, მის ეთერში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე ნაკლებად შუქდებოდა.

ხელისუფლების საქმიანობის გაშუქება

 ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ლიდერობდა და უმეტესად სახელისუფლებო ვიზიტებს, შეხვედრებსა და მთავრობის ეფექტური მუშაობის ამსახველ სიუჟეტებს აშუქებდა. მაგალითად, 3 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სრულად აღდგენა. აღნიშნული საკითხი სხვა ტელეკომპანიების მიერ საერთოდ არ გაშუქებულა.

 რიგით მეორე, ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების თვალსაზრისით, ტელეკომპანია რუსთავი 2 აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, აღნიშნული სიუჟეტების უდიდესი ნაწილი საგარეო ვიზიტებსა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობაზე ჰქონდა გაშუქებული. რიგით მესამე, მოცემული თემის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია მაესტრო იყო, მას ტაბულა, იმედი და GDS-ი მოსდევდა.

 აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებების ნაწილში, ერთი და იგივე თემა შეიძლებოდა გამხდარიყო ერთის მხრივ, კრიტიკის შემცველი, ხოლო მეორეს მხრივ, ნეიტრალური გაშუქების საგანი. მაგალითად, 26 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა სიუჟეტები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის შესახებ. ერთი და იგივე თემა, თუმცა, სხვადასხვა კუთხით, გააშუქეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მესამე სიუჟეტით და რუსთავი 2-მა - მეექვსე სიუჟეტით. კერძოდ, რუსთავი 2-ის სიუჟეტის თანახმად, სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ შერჩევით სამართალზე, მედია და პოლიტიკურ პლურალიზმზე ისაუბრეს, ერთ-ერთმა გამომსვლელმა სტალინის ფოტო დახია და აღნიშნა, რომ საქართველო ემიჯნება საბჭოთა წარსულს, ხოლო მეორემ - ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზე ისაუბრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში კი სხდომა მხოლოდ ნაწილობრივ იყო გაშუქებული და მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა არ მოხვდა, რაც, თავის მხრივ, ტენდენციური გაშუქების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.

ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

 ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების რაოდენობის მხრივ, GDS-ი ლიდერობდა. ამასთან, აღნიშნული სიუჟეტები ერთი კონკრეტული პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ შეიცავდა კრიტიკას. ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტების წილი საინფორმაციო ბადეში, 6-ჯერ აღემატებოდა სხვა ტელეკომპანიების მიერ იგივე თემაზე გაშუქებული სიუჟეტების წილს, რომელიც თითქმის ერთი და იგივე მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი.

 რიგ შემთხვევებში, ტელეკომპანია GDS -ი მიმართავდა ყოფილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტებისა და მათი მმართველობის პერიოდის გახმაურებული საქმეების გამოძიების გაშუქებას. მაგალითად, GDS -ის ნოემბრის თვის საინფორმაციო ბადეში მოხვდა ისეთი თემები, როგორიცაა ციხის წამების ფაქტები, სადაც ყოფილი პატიმრები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ; იგორ გიორგაძის მომხრეების მოთხოვნა ახალაია-მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, სადაც ისინი აპროტესტებდნენ 2005-2006 წლებში მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს; 2010 წლით დათარიღებული ოპერაცია „ენვერის" სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ყოფილი პატიმრების მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ისინი ბრალდებულის სტატუსის სამართლებრივი წესით მოხსნას ითხოვდნენ.

ოპოზიციის საქმიანობა

 რაც შეეხება ოპოზიციის საქმიანობას, ამ საკითხის ყველაზე ფართოდ გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია ტაბულა გამოიკვეთა. ტელეკომპანია კონკრეტული პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შედარებით ინტენსიური გაშუქებით გამოირჩეოდა. მაგალითად, მხოლოდ ტაბულამ გააშუქა აღნიშნული პარტიის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ. ტაბულას შემდეგი რიგითობით რუსთავი 2, GDS-ი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაესტრო მოჰყვა, ხოლო ყველაზე ნაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის საქმიანობას ტელეკომპანია იმედი აშუქებდა.

განსხვავებული საინფორმაციო პოლიტიკა

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო პოლიტიკაში გამოიკვეთა:

 ტელეკომპანია მაესტროს მიერ გაშუქებული სიუჟეტები ხშირ შემთხვევაში დანარჩენი ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული სიუჟეტებისგან განსხვავდებოდა როგორც თემატური, ისე პრიორიტეტის მინიჭების თვალსაზრისით.

ყველაზე მკვეთრი განსხვავება 10 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებათა უმრავლესობის პირველი თემა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის გზავნილები იყო, ხოლო მაესტროს ეთერში აღნიშნული საკითხი მეათე რიგითობით გაშუქდა. ტელეკომპანიამ პრიორიტეტი „საქართველოს ბანკის" საინკასაციო მანქანიდან გატაცებული თანხის ამოღების გაშუქებას მიანიჭა.

                ცხრილი #2. 10 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებები 

აღსანიშნავია, აგრეთვე, ტელეკომპანიის 26 ნოემბრის გამოშვება, რომლის რიგით პირველი სიუჟეტი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხს დაეთმო. ვიზიტი გაშუქდა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისა და დუმის დეპუტატების კომენტარების დართვით, მაშინ, როდესაც სხვა ტელეკომპანიებს, გარდა იმედისა, აღნიშნული საკითხი ცალკე თემად არ გაუშუქებიათ. იმედმა მას მესამე ბლოკში მეთვრამეტე რიგითობა მიანიჭა და გადაფარვის სახით გააშუქა. სხვა საინფორმაციო გამოშვებების 26 ნოემბრის დღის მთავარ თემებს წარმოადგენდა ახალი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში წარდგომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 ფორუმი, რომელიც მაესტრომ მეცხრე რიგითობით, გადაფარვის სახით გააშუქა.               

               ცხრილი #2. 26 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებები.

ცალკეულ შემთხვევათა განხილვა

ლექსიკით მანიპულირება

  •  აღსანიშნავია GDS-ის 2 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირებული ლექსიკით მანიპულირების შემთხვევა. კერძოდ, ჟურნალისტმა სააკაშვილი-გვარამიას საუბრის ფარულ აუდიო ჩანაწერს შემდეგი შეფასება მისცა: „სააკაშვილის მიერ დაანონსებული სისხლისღვრა", მაშინ, როდესაც არც ჩანაწერების ავთენტურობა და არც მათი არსებობის კანონიერების საკითხი გარკვეული არ იყო. ამას გარდა, სიტყვა „დაანონსებული" თავისი არსით არ შეესაბამებოდა საკითხის ეთიკური სტანდარტების დაცვით წარმოჩენას.
  • ასევე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ფაქტი, რომ 4 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემა ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება და მათში მონაწილე პირების დაკითხვა იყო. რუსთავი 2-მა ამ საკითხის გაშუქებისას იქვე დასვა როგორც ჩანაწერების ავთენტურობის, ისე მათი არსებობისა და გამოძიების დაწყების კანონიერების საკითხი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვების რიგით მეორე სიუჟეტი დაუთმო. საქმის აღძვრის კანონიერებით დაინტერესდა ტაბულაც. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა სახელწოდებით „გამოძიება 315-ე მუხლით", რომლის პირველი ნაწილიც „შეთქმულების, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ან დამხობის" ბრალდებას გულისხმობდა.

დამოუკიდებელი თემები

  • დამოუკიდებელი თემები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მიზნად ამა თუ იმ საკითხის ჟურნალისტური გამოძიების გაშუქებას ისახავდა, რუსთავი 2-ის, მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში მოხვდა. ამათგან, რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის, ხოლო GDS-ის - ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის შემცველი თემები გაშუქდა. ამას გარდა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში არაერთხელ გაშუქდა კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები. მაგალითად, 24 ნოემბრის გამოშვებაში რუსთავი 2-ის რიგით მეხუთე სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, არკადი გაიდამაკის საქმეს ეხებოდა. წარსულში ბანკ „რასიისკი კრედიტის" ხელმძღვანელი, რომელიც 6 წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, საბოლოოდ ჩაბარდა მართლმსაჯულებას. მას ანგოლის დიქტატურისთვის რუსული იარაღის მიყიდვის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. სიუჟეტში ოპოზიცია საუბრობდა „ანგოლა გეითსის" საქმესთან ივანიშვილის კავშირზეც. სხვა ტელეკომპანიებს აღნიშნული საკითხი შემდეგ დღეებშიც არ გაუშუქებიათ. თუმცა, თუ მასში ყოფილი პრემიერის შესახებ გაჟღებული ინფორმაციით ვისმჯელებთ, ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია და საკითხი შეიძლება არა დამოუკიდებელ, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ გამოტოვებულ თემად ჩაითვალოს.
  •  ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო ბადეში განთავსებული იყო, ხშირ შემთხვევაში, სიღრმისეულად გამოძიებული დამოუკიდებელი თემები რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მზადდებოდა. რიგი სიუჟეტები შეიცავდა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას და ეხებოდა ცალკეული თანამდებობის პირების მაღალ ანაზღაურებასა თუ მათ მიერ მიღებულ პრემიებს, დანამატებსა და არამიზნობრივ დანახარჯებს. მაგალითად, 20 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა სიუჟეტი სახელწოდებით „მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი მერიაში", რომელიც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის ანაზღაურებას ეხებოდა. თანამშრომლის ვინაობა სიუჟეტში არ დასახელებულა, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ მისი ანაზღაურება მერის, დავით ნარმანიას ანაზღაურებას აღემატებოდა.
  •  ტელეკომპანია GDS-ის დამოუკიდებელ თემებზე მომზადებული სიუჟეტები უმეტესად ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა და მის მიმართ უარყოფითად განწყობილი რესპონდენტების შეფასებებით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია აგრეთვე, ტელეკომპანიის 9 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვების რიგით მეოთხე სიუჟეტი სახელწოდებით - პროფესია „მრბეველი", რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ბადრი ბასიშვილის რუსთავი 2-ის ეზოში გამართულ აქციაზე გამოჩენას ეხმაურებოდა. ვრცელი სიუჟეტის თანახმად, ბასიშვილი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ორგანიზებას უწევდა საპროტესტო აქციების დარბევასა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას.

შენიშვნა: გამოტოვებული თემების დიაგრამაში შესულია მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემები.

გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემები

  •  შედარებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS-ი გამოიკვეთა, რაც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირეს, თუმცა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სარედაქციო პოლიტიკას, რომელშიც გარკვეული თავისებურება გამოიკვეთა. კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ გამოტოვებულ სიუჟეტებში სჭარბობს მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები, მიმდინარე კრიმინალური ინციდენტები და კონფლიქტური რეგიონების თემის ამსახველი სიუჟეტები. მაგალითად, GDS-ს არ გაუშუქებია პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც მწვავე შეფასებები მოჰყვა, როგორც მმართველი გუნდის ისე ოპოზიციის წევრებისგან. საზოგადოება მინისტრს აკრიტიკებდა განხადებაში გამოთქმული აზრის გამო, რომლის თანახმად, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა.
  • ტელეკომპანია ტაბულა ნაკლებად აშუქებდა სამთავრობო ვიზიტებს, რაც აგრეთვე, შესაძლოა, როგორც საჭირო რესურსის არქონასთან, ისე საინფორმაციო პოლიტიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებას, საინფორმაციო გამოშვება თავისი საინფორმაციო ბადის ყველაზე დიდ წილს უთმობდა.
  •  ტელეკომპანია მაესტროც უმეტესად ტოვებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს, თუმცა, ეს ფაქტი საინფორმაციო პოლიტიკის ინდიკატორად ვერ გამოდგებოდა, რადგან მაესტროს ჰქონდა სრულიად განსხვავებული, უფრო სიღრმისეული სიუჟეტები, რომელიც, გარკვეულწილად, ხელისუფლების ან მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ კრიტიკის შემცველ საკითხებს აშუქებდა.
  •  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოტოვებულ მნიშვნელოვან საკითხებში გამოიკვეთა როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ისე მისი საქმიანობის ამსახველი თემებიც.
  •  ტელეკომპანია იმედიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, ტოვებდა როგორც როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ, ისე მისი საქმიანობის ამსახველ თემებს. განსხვავებული ტენდენცია კი კონფლიქტური რეგიონების თემების გამოტოვებით აჩვენა.
  •  ყველაზე ნაკლებად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ტოვებდა. გამოტოვებულ თემებში სჭარბობდა კონფლიქტური რეგიონები, კრიმინალი და თითქმის თანაბრად, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ისე მისი საქმიანობის ამსახველი საკითხები.
  •  

 

მნიშვნელოვანი გამოტოვებული თემების თაიმლაინი

თემატური მრავალფეროვნება

  •  საინფორმაციო ბადის აწყობის თვალსაზრისით, ტელევიზიებმა მეტ-ნაკლებად განსხვავებული ტენდენციები აჩვენეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტულ თემატიკად პოლიტიკა, მედია და საგარეო ურთიერთობები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია ნაკლებად აშუქებდა სოციალურ თემებსა  და კონფლიქტურ რეგიონებს.
  •  პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და კრიმინალი ტელეკომპანია იმედის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა. გამოიკვეთა, რომ იმედი ნაკლებად აშუქებდა სასამართლოსა და სოციალურ თემატიკას .
  •  რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ის გაშუქებულ თემათა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა სხვა ტელევიზიებისგან. თუმცა, პრიორიტეტული თემა აქაც პოლიტიკა იყო. მას საგარეო ურთიერთობები და სასამართლო მოსდევდა, ხოლო მედია, კრიმინალი, კონფლიქტური რეგიონები და სოციალური თემები თანაბარი სიხშირით შუქდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტური რეგიონების თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია მაესტრო, სხვა ტელევიზიებთან შედარებით, უფრო ფართოდ აშუქებდნენ.
  •  მაესტროს რუსთავი 2-ის მსგავსად, პრიორიტეტულ თემებად პოლიტიკა, მედია და საგარეო ურთიერთობები ჰქონდა გაშუქებული. სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით კი, ნაკლებად აშუქებდა სასამართლოსა და სოციალური თემატიკის სიუჟეტებს.
  •  ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო ბადეში ყველაზე დიდი პრიორიტეტულობით, გამოშვებაში გაშუქებული სიუჟეტების 52% -ით პოლიტიკა ლიდერობდა. მას სასამართლო, კრიმინალი და კულტურა მოსდევდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად ტელეკომპანია კონფლიქტურ რეგიონებს აშუქებდა.
  •  ტაბულას საინფორმაციო ბადეშიც, თემატური თვალსაზრისით, უმეტესი წილი პოლიტიკაზე მოდიოდა. ტელეკომპანია ინტენსიურად აშუქებდა სასამართლოსა და საგარეო ურთიერთობებს.
  •  ამგვარად, მონიტორინგის შედეგად, ყველა ტელეკომპანიის პრიორიტეტულ თემად პოლიტიკა გამოიკვეთა. საინფორმაციო გამოშვებათა უმეტესობა აგრეთვე მნიშვნელოვანწილად აშუქებდა საგარეო ურთიერთობებს, მედიასა და სამართალს, ხოლო შედარებით ნაკლებად - სოციალურ თემებს, ბიზნესსა და ეკონომიკას.

ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

11 ნოემბერი, 2015 |

ანგარიში პირველი, 1-16 ოქტომბერი, 2015

შესავალი

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება მედია შინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა.

წინამდებარე საპილოტე ანგარიში წარმოადგენს 2 კვირიანი დაკვირვების მთავარ მიგნებებს, რომელიც 1 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.

მეთოდოლოგია

მონიტორინგი სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS.

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩნენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომავი კომპანია "ტი-ვი-ემ-არის" რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან და ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები აქვთ. შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მედიის მფლობელებოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები, რომლებიც ტელეარხების პოლიტიკურ თუ ფინანსურ კავშირებს შეეხება და განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის იდენტიფიცირებისთვის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შერჩეულ ტელეკომპანიებს არც თანაზომადი გავრცელების არეალი, არც ადამიანურ- ფინანსური რესურსები აქვთ, რაც პროგრამულ მრავალფეროვნებაზე აისახება, თუმცა კვლევის მიზანი უფრო შინაარსობრივი მხარის საფუძველზე ტენდენციის ჩვენებაა, ვიდრე რაოდენობრივის.

ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების სარედაქციო პოლიტიკის შესწავლა ხორციელდება პრაიმ-ტაიმის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე ყოველდღიური დაკვირვების გზით, შაბათ-კვირის გამოკლებით. ეს გადაცემებია: კურიერი, რუსთავი 2 (21 სთ-ზე), ქრონიკა, იმედი (20 სთ-ზე), მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (20 სთ-ზე), კონტაქტი რვაზე, მაესტრო (20 სთ-ზე), ფოკუსი, ტაბულა (19 სთ-ზე), 20/30, GDS (20:30 სთ-ზე).

კვლევა ტარდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდით. დაკვირვების საგანია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემები, რისი ანალიზიც ხდება პირველ და მეორე ბლოკში მთავარი თემების შერჩევით, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების ფორმატის მიხედვით (სიუჟეტი, კადრ-სინქრონი, ბადეში განთავსება). საზოგადოებრივი მაუწყებლის  შემთხვევაში, სადაც საინფორმაციო გამოშვება არ არის გამიჯნული სარეკლამო ან შიდა ანონსის ტიხრით (მოამბე), გამიჯვნა პირობითი წუთობრივი ნიშნით (პირველ 15-20 წთ-იანი ინტერვალი) ხდება. სარედაქციო პოლიტიკის შეფასება იმ გამოტოვებული თემების იდენტიფიცირების გზითაც ხდება, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის1  მატარებელია. თვისობრივი ანალიზისას ხდება მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირება და იდენტური საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების შედარება.

არხების საინფორმაციო გამოშვებების შედარება თემატური ბადეების მიხედვით ხდება. დათვლის დროს გამოტოვებულია ამინდი, საერთაშორისო ამბები (თუ საკითხი არ ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და შიდანაციონალურ თემატიკას), კულტურა და სპორტი (თუ საქმე არ ეხება კულტურის ან სპორტის სფეროში რაიმე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოვლენას და გაშუქებულია მხოლოდ კულტურული ან სპორტული მოვლენა).

1 "ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან." კანონი სუტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

 

მონიტორინგის  მთავარი მიგნებები

1-16 ოქტომბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  •  პრიორიტეტული    თემების    გაშუქების    მხრივ    რუსთავი    2-ისა    და    ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს.
  •  საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების (იხ. თანდართული ცხრილი 2)  მხრივ  მსგავსება გამოიკვეთა. მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია; ხოლო 7 ნოემბრის საქმის მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც თავად მოსამართლეთა კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ იმედმა, რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ- ში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარი რუსთავი 2-სა და მედია გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მაესტრომ, ტაბულამ და GDS-მა არ გააშუქეს.
  •  გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატის  გაკვრის  გამო  ტაბულას  რედაქტორის დაკავების დღეს მაესტრომ პრიორიტეტი ისეთ თემებს მიანიჭა, როგორიც იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გეგმები და ლევან ვასაძის მხარდაჭერა დეპუტატ სოსოს ჯაჭვლიანისადმი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.
  • მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტად GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30 ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს, რაც ერთი მხრივ, ინფორმაციისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟის სიმცირეს შეიძლება უკავშირდება, მეორე მხრივ სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს. ყველაზე ნაკლები თემა კი რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებებში იყო გამოტოვებული, ტაბულას მიერ გამოტოვებულ თემებში ხელისუფლების ზოგიერთი აქტივობა მოხვდა.
  •  GDS-ის მიერ მომზადებული მასალები მიმდინარე მოვლენებსა და დღის ახალ ამბებზე მეტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებაზეა ფოკუსირებული. ხშირად 20/30-ში ასეთი თემები პირველ სიუჟეტად არის გამოტანილი, მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების გამოტოვების ხარჯზე. მაგალითად, იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა, იმედმა და ტაბულამ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის თემა გააშუქეს, 20/30-მა პირველ თემად მაგნატის საქმის გამოძიება შესთავაზა მაყურებელს; 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციის დღეს კი პირველ თემად კორტების საქმის გამოძიება და ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა გააშუქა, ხოლო თავად საპროტესტო აქცია 20/30-ის ეთერში არ მოხვდა. 8 ოქტომბერს სხვა არხებისგან განსხვავებით, დედაქალაქის ცენტრში სროლის ფაქტი 20/30-ს არ გაუშუქებია და პირველ წამყვან თემად კომპანია "იმედი ელის" საკუთრების საკითხის გამოძიება შეარჩია.
  • GDS-ის მსგავსად იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ თემად არა დღის ახალი ამბავი, არამედ ძველი თემატიკა მოხვდა. მაგალითად, 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის დღეს, "მოამბის" საღამოს გამოშვება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამის საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ  საქართველოში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ  თემით დაიწყო, რასაც რედაქციამ 2 სიუჟეტი მიუძღვნა.
  • თუ GDS-ის სარედაქციო  პოლიტიკა  წინა  ხელისუფლების  საქმეებზეა  ფოკუსირებული, რუსთავი 2 და ტაბულა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს აშუქებენ მეტად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისადმი მეტწილად რუსთავი 2-ის პრაიმ ტაიმის საინფორმაციოში გადიოდა, ნაწილობრივ იმედის. ამავე დროს რუსთავი 2 ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებსაც სისტემატურად აშუქებდა, თუმცა პრიორიტეტს კრიტიკულ თემებს ანიჭებდა. სხვა არხების ეთერში ან არ ხვდებოდა ან შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კრიტიკული თემებიდან რუსთავი 2-მა მაყურებელს ისეთი მასალები შესთავაზა, როგორიც იყო ფარული ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ე.წ. "ნარუშილოვკებით" (შსს-ს სპეციალური საშვებით) სარგებლობის შესახებ; ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული საეჭვო გარემოებები; მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, სიუჟეტი აშშ-ს ტერორისტთა სიაში ახმედ ჩატაევის მოხვედრის შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2012 წელს გაათავისუფლა.
  • ცალკეულ პირებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტები პრემიებზე, კორუფციასა თუ ქონებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მაესტროსა და იმედის ეთერშიც ხვდებოდა.

პრიორიტეტული თემები

1 ოქტომბერი

რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოსწილების დაყადაღება და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები 1 ოქტომბერს საღამოს მთავარ გამოშვებებში უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა, თუმცა განსხვავებული პრიორიტეტულობით. თავად ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ამ თემას გადაცემის პირველი ბლოკი სრულად დაუთმო, მაესტრომ კი პირველი ბლოკის 3 სიუჟეტი; მეორე სიუჟეტად გაშუქდა თემა ტაბულაზე; იმედზე - მე-3, 4, 5 მასალად, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე რიგით მეექსვსე და GDS-ზე - მეოთხე თემად. იმედის "ქრონიკამ" ცალკე სიუჟეტი წარსულში რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა არაერთგზის შეცვლის  შესახებ მოამზადა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა 1 ოქტომბერს პირველ თემად გაეროს გენერალურ ასალმბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააშუქეს, სხვა ტელეკომპანიებმა კი პრემიერის გამოსვლა შემდეგი თანმიმდევრობით განათავსეს: GDS-ზე - მეორე, მაესტრო მე-8, რუსთავი 2 - მეორე ბლოკის

მე-2 სიუჟეტი. აღნიშნული გამოსვლა თბილისის დროით 19 სთ-ის შემდეგ შედგა და ამდენად ტელეკომპანია "ტაბულას" საინფორმაციოში 1 ოქტომბერს ვერ მოხვდა, ტაბულამ ეს გამოსვლა და შეფასებები მომდვენო დღეს, 2 ოქტომბერს გააშუქა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში კი 1 ოქტომბერს მხოლოდ GDS-სა და ტაბულას ეთერში არ მოხვდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მედიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად აფასებს, მხოლოდ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა. ევროსაბჭოს რეზულაცია GDS-ის ეთერში  პირველ სიუჟეტად გავიდა.

"დაიცავი თავისუფლება" - კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ტელეკომპანია "ტაბულას" და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, მხოლოდ ტაბულას  და  რუსთავი 2-ის საღამოს ეთერში გაშუქდა.

ე.წ. "ნარუშილოვკების" თემა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებრივი დოკუმენტების არაუფლებამოსილ პირებზე უკანონოდ გამოყენებას შეეხება, რუსთავი 2-ის გამოძიება იყო, რომელსაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. "ნარუშილოვკების" თემა 1 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებელი და "მაესტრო" გააშუქეს. ამასთანავე იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალაში წარმოდგენილი იყო პროკურორის კომენტარი, რომელიც მსგავსი საბუთით სარგებლობის ფაქტს უარყოფდა. სხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული კომენტარი არ გასულა.

ცხრილი 1.1. 1 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები (სასამართლო დავა, დებატები პარლამენტში) ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იმედმა, მაესტრომ და GDS-მა აქცენტი ამავე თემაზე საპარლამენტო დებატებსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერებსა და უმრავლესობის წევრებს შორის  მომხდარ ინციდენტზე გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი 2 ოქტომბერს მხოლოდ რუსთავი 2-მა და იმედმა გააშუქეს , ხოლო ყველა სხვა არხმა, მაესტროს გარდა, მხოლოდ პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები  გააშუქა.

GDS-ის პროგრამა 20/30-ში მეორე სიუჟეტად გავიდა დამოუკიდებელი თემა, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების კლების ტენდენციაზე ამახვილებდა ყურადღებას. მასალა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად რესპონდენტების კომენტარებს ეფუძნებოდა.

რუსთავი 2-ის ეთერში 2 ოქტომბერს საღამოს გამოშვებაში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ სპეცსაშვით ე.წ. "ნარუშილოვკით" სარგებლობას შეეხებოდა. კურიერში ასევე გავიდა მასალა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს  ასახავდა.

გორის საკრებულოში სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის განხილვა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საღამოს გამოშვებებში არ გასულა.

ცხრილი 1.2. 2 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს საღამოს გაიმართა საპროტესტო აქცია ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერების დაპატიმრების ფაქტს შეეხებოდა. აქცია დაიწყო 19 საათზე და დასრულდა 21 საათზე. შესაბამისად ვერ მოხვდა ტაბულას მთავარ საინფორმაციო გადაცემაში ("ფოკუსი" ეთერში 19:00 საათზე გადის). სხვა არხებმა ეს თემა შემდეგი თანმიმდევრობით გააშუქეს : რუსთავი 2 -1, იმედი - მე-2, საზოგადოებრივი მაუწყებელი -მე- 7, ხოლო მაესტროზე - რიგით მე-10. GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30-ში კი ეს თემა საერთოდ არ მოხვდა.

ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა არა დღის ახალი ამბავი, არამედ კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამის საქართველოში დაბრუნება, კანადაში მისი დაკავება და სამომავლო გეგმები იყო. „მოამბემ“ ეს თემა პირველ და მეორე სიუჟეტად გააშუქა. საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან "მოამბის" საღამოს გამოშვებაში მე-7, ხოლო ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა სასამართლო პროცესი მე-6 რიგითობით გავიდა.

GDS-ზე კი, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია საერთოდ არ გაშუქებულა, პირველ თემად ე.წ. „კორტების საქმეზე“ დაკავებულთა სასამართლო პროცესი გავიდა. რუსთავი 2-მა ეს თემა მე-11 სიუჟეტად გააშუქა. სხვა ტელევიზიებს კი ეს თემა საერთოდ არ გაუშუქებიათ.

ამავე დღეს კურიერის, ქრონიკის, ტაბულასა და 20:30-ის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა ქუთაისში გამართული სასამართლო, სადაც რუსთავი 2-ის მომხრეების საქმე განიხილებოდა, რომელთაც პარლამენტში შეჭრა სცადეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსთავი 2-მა ამ და მედია გარემოს თემას 5 სიუჟეტი დაუთმო. იმედმა კი სასამართლო პირველ თემად გააშუქა.

ჯარისკაცის დაღუპვის თემა მხოლოდ იმედის, GDS-სა და ტაბულას საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ გასულა. მოუწესრიგებელი ინფრასტუქტურის თემა კი მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იმედმა  და ტაბულამ  არ გააშუქეს.

 

ცხრილი 1.3. 5 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

6 ოქტომბერი

ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება პრიორიტეტული თემების შერჩევის მხრივ 6 ოქტომბერს გამოიკვეთა. ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის კურტ ვოლკერის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გაკეთებული კომენტარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან და შიდა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის გამძიების პოლიტიკურ ელფერს შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა მეორე მასალად. ხოლო, 7 ნოემბრის საქმის განმხილავი მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და ამ თემაზე დაპირისპირება მოსამართლეებს შორის რუსთავი 2-მა პირველ სიუჟეტად გააშუქა, ტაბულამ - მე-4, ხოლო იმედმა - მე-11-ედ. საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს გამოშვებებში ეს თემა არ მოხვედრილა.

მხოლოდ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული განცხადება ხელისუფლებისადმი, რომელიც ქუთაისში დაკავებული რუსთავი 2-ის მხარდამჭერების სასამართლო გადაწყვეტილებაზე სასჯელის მძიმე ფორმის შერჩევითად გამოყენებას ეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, რომელიც პროტოკოლის დარღვევას შეეხებოდა (ელჩი პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტის დროს არ დახვდა) და რომლის შესახებ თავად გიორგი მარგველშვილმა რუსთავი 2-ის თოქ-შოუში ისაუბრა, GDS-ის გარდა ყველა არხმა გააშუქა. იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს კონფლიქტი პირველ თემად გავიდა.

GDS-ის ეთერში პირველ სიუჟეტად კომპანია „მაგნატისთვის“ ქონების ჩამორთმების საქმის გამოძიება გაშუქდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ხელისუფლების ქმედებების კანონიერების შეფასებას და გამოძიების დაწყების დაანონსებას უკავშირდებოდა. მხოლოდ GDS-ის 20/30-ში გავიდა ამავე დღეს მასალა ფეხბურთის ფედერაციის წინა ადმინისტრაციის მიერ აღებული სესხის ხარჯვის კანონიერების შესახებ.

მინისტრის მოადგილეების გაზრდილი პრემიების თემა მხოლოდ მაესტროზე გავიდა, "თბილისობა 2015"-ისთვის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ მასალა - რუსთავი 2-სა და მაესტროზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრის მოადგილის მიმართ კორუფციაში ბრალდება მხოლოდ "იმედზე", ხოლო აუდიტის დასკვნა სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებულ დარღვევებზე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ცხრილი 1.4. 6 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

7 ოქტომბერი

აშშ სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული საპარლამენტო არჩევნების წინ პლურალისტურ მედია გარემოზე, რუსთავი-2- ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, რუსთავი 2-ის და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებში მთავარი თემა იყო. აღნიშნული კომენტარი არ გაუშუქებიათ იმედს, მაესტროსა და  GDS-ს, ხოლო საზოგადოერივმა მაუწყებელმა მე-7 სიუჟეტად გააშუქა.

ევროპარლამენტარების (ალდე ჯგუფი) კრიტიკა მედიის და წინასაარჩევნო გარემოს, ასევე სასამართლოსთან მიმართებით საზოგადოებრიმა მაუწყებელმა, მაესტრომ და GDS-მა არ გააშუქეს.

იმედმა და საზოგადოებრიმა მაუწყებელმა პირველ სიუჟეტებად ნატოს მინისტერიალის თემა გააშუქეს, რომელშიც საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. აღნიშნული თემა რუსთავზე მე-6, ხოლო მაესტროზე მე-7 სიუჟეტად გავიდა.

GDS-ის მთავარი თემა თბილისის მერიას უკავშირდებოდა, კერძოდ, საკადრო ცვლილებებს, სახელმწიფო აუდიტის სამასახურის მიერ მერიის შემოწმებას და ოპოზიციის მოთხოვნა მერის გადადგომის თაობაზე.

შსს-ს პასუხი გივი თარგამაძის ბრალდებებზე, რომლის თანახმად კრიმინალური ავტორიტეტები აჭარაში პოლიციაზე ზეწოლას ახდენენ იმედმა მე-14, ხოლო ტაბულამ მე-5 მასალად გააშუქა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის განცხადება ყოფილი პოლიციელის ზურაბ სოსელიას მიმართ განხორციელებული მუქარების თაობაზე მხოლოდ ტაბულას საინფორმაციოში გავიდა მე-6 თემად.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლონდონში მხოლოდ იმედმა გააშუქა.

ცხრილი 1.5. 7 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

8 ოქტომბერი

8 ოქტომბერს ფეხბურთის მატჩის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა და შესაბამისად მონიტორინგში არ მოხვდა.

ამ დღეს თბილისის ცენტრში მომხდარი კრიმინალური ინციდენტი, როდესაც დღის 1 საათზე, სასტუმრო "რადისონთან" იარაღიდან სროლას ჰქონდა ადგილი, GDS-ის გარდა, ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა. უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა ასევე აჭარაში მომხდარი სტიქია.

ევროკომისრის იოჰანეს ჰანის კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს მხოლოდ რუსთავი 2-მა და იმედმა გააშუქეს. ხოლო კომპანია "იმედი ელის" ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი ასპექტები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდებოდა, მხოლოდ GDS-ის 20/30-ის გამოშვებაში გავიდა პირველ სიუჟეტად. 20/30-მა მეორე თემად ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადება გააშუქა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომის დროს დანაშაულის ფაქტები ორივე მხრიდან იკვეთებოდა.

ექსკლუზიურად მაესტრომ გააშუქა იმერეთში სკოლის მოსწავლის მიერ დარაჯის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების თემა მეორე სიუჟეტად, ხოლო იმედმა - აფხაზეთში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე მე-8  სიუჟეტად.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო და მედია გარემოზე, საარჩევნო რეფორმაზე და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე მხოლოდ რუსთავი 2მა, იმედმა და ტაბულამ გააშუქეს.

ცხრილი 1.6. 8 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს რუსთავი 2-ის, მაესტროს, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა რუსულ გაზპრომთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი იყო. ენერგეტიკის მინისტრმა რუსული გაზის სამომავლო იმპორტზე გააკეთა კომენტარი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს თემა მეოთხე, ხოლო იმედმა მეხუთე სიუჟეტებად გააშუქეს.

მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალურ ტერორისტთა სიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელის ახმად ჩატაევის შეყვანის თემა, რომელიც საქართველოში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იყო დაკავებული და 2012 წელს სასამართლომ გაათავისუფლა. რუსთავი 2-მა ეს თემა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვლს დაუკავშირა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრში" მისი საქმიანობის დროს ორგანიზაცია ჩატაევის  ინტერესებს იცავდა და მის გათავისუფლებას ითხოვდა. სიუჟეტში ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის პოზიცია იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ამ სიუჟეტს თავად სახალხო დამცველის მხრიდან ტელეკომპანიის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება და სპეციალური განცხადება მოჰყვა, რაც არც რუსთავი 2-ს, არც სხვა არხებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ გაუშუქებიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელის განცხადება, რომელიც მის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და გორჩაკოვის ფონდთან კავშირებს შეეხებოდა, საღამოს გამოშვებაში იმედს და GDS-ს არ გაუშუქებიათ.

GDS-ის ეთერში კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქონების ჩამორთმევის საკითხის კანონიერების საკითხი იყო აქტუალური, 9 ოქტომბერს მესამე სიუჟეტი მიწების ჩამორთმევის შესახებ გამოძიებას შეეხო. მხოლოდ 20/30-ში არ გაშუქებულა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურებები საქართველოს შიდა პროცესებზე, მათ შორის მედია გარემოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტის შეწყალების თემის გაშუქებისას კი 20/30-მა ფოკუსირება მხოლოდ იმ ფაქტზე გააკეთა, რომ პრეზიდენტმა გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია არ გაათავისუფლა. აღნიშნული პირები "ეი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობის გამო იყვნენ გასამართლებულები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მხოლოდ ტაბულას საინფორმაციოში გავიდა ცალკე სიუჟეტად, ხოლო იმედისა და მაესტროს საღამოს საინფორმაციოში აღნიშნული კვლევა ქართულ მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში იყო მოხსენიებული.

ცხრილი 1.7. 9 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს „კურიერის“ ეთერში გავიდა ექსკლუზიური სიუჟეტი იმ მოსამართლის შესახებ,  რომელიც  რუსთავი  2-ის  საკუთრებასთან  დაკავშირებით  დავას   განიხილავს.

სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც მისი დედის მიმართ 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე 2 წლის შემდეგ გამოძიების დაწყების ფაქტთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, აღნიშნული ინფორმაცია რუსთავი 2-ის ექსკლუზივი იყო და 12 ოქტომბერს სხვა არხებზე ვერ გავიდოდა, თუმცა რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, მომდევნო დღეს, 13 ოქტომბერს ის სხვა მედია საშუალებებს საერთოდ არ გაუშუქებიათ.

12 ოქტომბერს იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებას და საკანონმდებლო ნორმის შეჩერებას უკავშირდებოდა.

უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა გაზპრომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თემა და პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს საკითხი მხოლოდ მაესტრომ გააშუქა მე-11 სიუჟეტად, სხვა არხებმა კი ეს თემა პირველ ბლოკში შესთავაზეს მაყურებელს.

საგარეჯოს           შუალედური    არჩევნების    კონსტიტუციურობის    საკითხი    მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და GDS-მა გააშუქეს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მომსახურებს სააგენტოს უფროსის პრემიების საკითხი -  ექსკლუზიურად  მაესტრომ.

ცხრილი 1.8.  12 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

13 ოქტომბერი

როგორც 12 ოქტომბრის მიმოხილვაში აღინიშნა, მოსამართლე ურთმელიძის დედასთან დაკავშირებული საქმე და ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიების საეჭვო გარემოებები რუსთავი 2-ის გარდა, 13 ოქტომბერს მხოლოდ ტაბულამ გააშუქა და სხვა არხებზე არ მოხვედრილა. მაესტროს, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არც ამ თემაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება გავიდა, რომელიც მოსამართლის დედის მიმართ დაწყებულ გამოძიების დეტალებს განმარტავდა და რუსთავი 2-ის სიუჟეტს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს მხოლოდ რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდა, ხოლო ირანელი ბიზნესმენის პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ ქონების წართმევის ბრალდების თაობაზე მხოლოდ იმედზე მოხვდა დამოუკიდებელ თემად და პირველ სიუჟეტად გავიდა. მაესტრომ მესამე სიუჟეტი მიუძღვნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურებს სააგენტოს უფროსის პრემიების თემას, რომელიც წინა დღით გააშუქა. პრემიებთან დაკავშირებული ეს შემთხვევა სხვა არხებზე არ გასულა.

თემა, რომელიც სასულიერო სასწავლებელში სასულიერო პირის მითითებით ბავშვის ცემას

შეეხებოდა, მხოლოდ რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ გააშუქეს.

 

ცხრილი 1.9.  13  ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.


 

14 ოქტომბერი

14 ოქტომბერს ტაბულას გარდა ყველა არხის პრიოროტეტული თემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის გამოძიების საკითხი იყო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კი მასალები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მაესტროზე გავიდა.

მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინადადების უარყოფა გაზპრომის საკითხზე სხდომის მოწვევის შესახებ მხოლოდ საზოგადოებრივი არხის და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა.

დღის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმის განხილვა, გამონაკლისი იყო იმედი, სადაც ეს თემა არ გასულა. ამავე თემაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინიციატივა ეროვნული ბანკის საქმიანობის საკითხის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესწავლის შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. ტელეკომპანია იმედმა 14 ოქტომბერს ყურადღება საერთაშორისო თემებზე გაამახვილა და მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიება და ტერორისტების მუქარა მოსკოვს მე-4 და მე-5 სიუჟეტებად გააშუქა, ხოლო ჯიჰადის მუქარა რუსეთის მიმართ GDS-ზე მე-3 სიუჟეტად გავიდა.

 

ცხრილი 1.10.  14 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს რუსთავი 2-მა მთავარ თემად ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი გამოჰყო, რაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის ფორმატშიც იყო განხილული, ასევე შეეხებოდა ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტის მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების თაობაზე. ეს თემა საღამოს გამოშვებებში მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. აბრეშუმის გზის ფორუმი წამყვანი თემა იყო ყველა არხზე, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა ეს თემა ყველაზე ვრცლად გააშუქეს. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც უკლებლივ ყველა ტელევიზიაში იყო წამყვან თემებს შორის, მაესტრომ 4 სიუჟეტი მიუძღვნა. GDS-მა კი პირველი და მე-2 სიუჟეტი კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ქონებების ჩამორთმევის კანონიერების გამოძიებების თემას დაუთმო და ამჯერად ყურადღება კავკასუს ონლაინისა და ლისის ტბის ქონების საკითხებზე გაამახვილა. მესამე სიუჟეტი კი GDS-მა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისებულ ობიექტებს  დაუთმო.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე საღამოს გამოშვებებში მხოლოდ ორ არხზე - იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდა.

 

ცხრილი 1.11.  15 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

16 ოქტომბერი

 

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის და კამპანია "დაიცავი თავისუფლების" სხვა აქტივისტების დაკავება გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატების ოპერის მიმდებარე ღობეზე გაკვრის გამო, პირველ სიუჟეტად რუსთავი 2-სა და ტაბულაზე გავიდა, იმედზე - მე-5დ, მაესტროზე მომხდარი მე-7, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მე-8 რიგითობით კადრსინქრონად გაშუქდა. GDS-ს 20/30-ს ეს ინციდენტი  საერთოდ არ გაუშქებია.

ამ დღეს მაესტროს პრიორიტეტული თემები იყო: 1) პაატა ბურჭულაძის სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები და 2) ლევან ვასაძის მიერ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცატივის მხარდაჭერა ანტიდისკრიმინაციული კანონის  წინააღმდეგ.

მაესტროსა და ტაბულას გარდა ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა პარლამენტში რუსთავი 2-ის სასამართლო  დავასთან   დაკავშირებით  გამართული  დებატები,   ხოლო   ტელეკომპანია

 

"იმედმა" რუსთავი 2-ის საკუთრებაზე სასამართლოში მოდავე ქიბარ ხალვაშის მიუნხენიდან ჩართვა შესთავაზა მაყურებელს.

სერგო თეთრაძის საქმეზე სასამართლოში ლადო ბედუკაძის დაკითხვა მხოლოდ რუსთავი 2- მა, იმედმა, საზოგადეობრივმა მაუწყებელმა და GDS-მა გააშუქეს.

 

ცხრილი 1.12.  16 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

ცხრილი 2. გამოტოვებული  თემები

გამოტოვებულ თემებში მითითებულია მხოლოდ მიმდინარე, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ახალი ამბები და არ არის შეყვანილი დამოუკიდებელი მასალები.

მონიტორინგის PDF ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე:  http://bit.ly/1kLRiDZ