სლატშეიმინგი ტვ "პირველის" ჟურნალისტის წინააღმდეგ

30 ოქტომბერი, 2023 |

ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორი” ტვ პირველის თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ სლატშეიმინგის შემთხვევა გამოავლინა.

Slut-shaming („სლატშეიმინგი“) მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა, რომელიც  სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო ადრესატების გასაკიცხად იყენებენ.

2022 წლის 22 ოქტომბერს ხელისუფლების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადესკრედიტირებელმა გვერდმა “არ აგარევინებთ” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატის, სააკაშვილის პარტნიორის, ლიზა იასკოს სიტყვები – „ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – ინგა გრიგოლიას მიაწერებოდა. 

ვრცლად გაეცანით მასალას ამ ბმულზე.