ფაქტობრივი უზუსტობა რუსთავი 2-ზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქების დროს

19 სექტემბერი, 2016 |

28 ივნისს სიუჟეტი “პოლიტიკური რეიტინგები” ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შეეხებოდა.

კვლევის გაშუქების დროს ტელეკომპანიამ წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული 11 სავალდებულო რეკვიზიტიდან 10 სრულფასოვნად დაასახელა, 1 ნაწილობრივ, რადგან არ დაუსახელებია კვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელი. ტელეკომპანია GDS-ის სიუჟეტის თანახმად კი, GFK-მ საველე სამუშაოები კომპანია BCG-ს დაუკვეთა, რომლის დირექტორი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლეა. ის, რომ საველე სამუშაობის შემსრულებელი არ გამოქვეყნებულა, რუსთავი 2-ის სიუჟეტში პოლიტიკური ცენტრ “გირჩის” თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის მიერაც არის აღნიშნული, რომელიც უნდობლობას უცხადებს კვლევას. სიუჟეტში ასევე მოცემულია "ქართული ოცნების" და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კომენტარები, ვინც უნდობლობას უცხადებს კვლევას, თუმცა არ არის ზურაბ ჯაფარიძის ბრალდებების ის ნაწილი, რომელიც უკრაინაში GFK-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს შეეხება. რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, “ქართულ ოცნებასა” (22,4%) და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (21,7%) შორის მცირედი განსხვავებაა, NDI-ს კვლევაში12 კი ეს სხვაობა 5%-ს შეადგენს.