მარშალპრესმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შესახებ მანიპულაციური სათაური გამოაქვეყნა

29 მარტი, 2017 | სარედაქციო პოლიტიკა

23 მარტს „მარშლპრესზე“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის სარჩელი მართმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ“. აღნიშნული სათაური მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია, რადგან  მოპასუხე  მხარეს წარმოადგენს არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ საქართველოს პარლამენტი.

ასევე საგულისხმოა, რომ  საკონსიტიუციო სასამართლოში შესული სარჩელი არ ეკუთვნის მხოლოდ ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიას ან რომელიმე ერთ კონფესიას, როგორც ეს სტატიის სათაურშია აღნიშნული,  სარჩელს უერთდებიან სხვა რელიგიური  კონფესიისა  და ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა “მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”  “ქართველ მუსლიმთა კავშირი” და კიდევ 5 რელიგიური ორგანიზაცია, ხოლო მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

თემის გაშუქებისას ანალოგიური უზუსტობა დაფიქსირდა PIA-ზე გამოქყნებული სტატიის სათაურშიც - “საკონსტიტუციომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ რელიგიურ უმცირესობათა სარჩელი მიიღო”- სადაც სარჩელის მოპასუხე მხარედ ასევე მართმადიდებელი ეკლესიაა დასახელებული.

ინფორმაციის მსგავსი სახით დასათაურება სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაპირისპირებას გულისხმობს, რაც სარჩელის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სარჩელის შინაარსი მართმადიდებელი ეკლესიისა და სხვა კონფესიების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ისახავს მიზნად. მოსარჩელეთა მოთხოვნის ინერპრეტაცია თანხვედრაშია  აღნიშნულ საკითხზე   2015 წელს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებასთან, რომელიც ფაქტს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმად აფასებს:

“გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას”

ანალოგიური გამოხმაურება სარჩელს 2017 წელს უირიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიაგან მოყვა:                    

“რაც შეეხება დაფინანსების თემას  და ამ ახალ ფორმას ეკლესიაზე შეტევისა... საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, სადაც პარლამენტისსახელით ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, წარმოადგენენ მოპასუხეს და იცავენ პოზიციას საპატრიარქოს სასარგებლოდ და მივიჩნევთ, რომ სარჩელი რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არ არის დასაბუთებული სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი თავიანთ განცხადებებში არაერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული სარჩელი არ მოითხოვს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიითვის დაწესებული შეღავათების მოხსნას, არამედ  საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც, საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას) ენიჭება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება და  ყველა რელიგიური ორგანიზაციის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს.

მარშალპრესსა და PIA-ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის არაზუსტი დასათაურება სხვადასსხვა კონფესიის წარმომადგენელთა მარგინალიზებისა და საზოგადოებაში მათ მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივების საფრთხის მატარებელია და წინააღმდეგობაში მოდის პროფესიული სტანდარტის იმ პრინციპებთან, რომლის მიხედვით მედიის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, თუ რელიგიური კუთვნილების საფუძველზე.

თინა გოგოლაძე