მედია პროფილები

ძმ. კაკაბაძეების ქ. 2, თბილისი

+995 32 2388105

ობიექტივი

მედია-კავშირი “ობიექტივი” 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს.

„ობიექტივის“ სალიცენზიო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 11 ივლისს შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის #B62 და #B114ლიცენზიების  ააიპ მედია-კავშირ „ობიექტივის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართეს. მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა 2013 წლის აგვისტოში დააკმაყოფილა. შპს მედია-სახლ „ობიექტივის“ 28.50 პროცენტის მფლობელი, 2013 წლის მონაცემებით, ირმა ინაშვილი არის.

“ობიექტივის” მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიოთ სიხშირით და ინტერნეტით ხორცილედება.

არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პატრიოტთა ალიანსის წევრი „პალიტრა TV“-ის ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ პარტია მედია-კავშირ ობიექტივის გუნდმა დააფუძნა: „ჩვენ [პატრიოტთა ალიანსი] არა ვართ ახალი პოლიტიკური გაერთიანება, მინდა გითხრათ... ეს არის ადამიანების გუნდი, რომლებმაც 2003 წელს შექმნეს მედია-კავშირი „ობიექტივი“. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთიდაიგივე შენობაშია განთავსებული.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, “ობიექტივი” ანტიდასავლური, თურქოფობიულ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. არხის ეთერში გადის რუსულენოვანი ფილმები და სიუჟეტები, რომლებიც ანტიდასავლური შინაარსის არის.

TVMR საქართველოს სატელვიზიო რეიტინგებში “ობიექტივი” არ ფიგურირებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით კი, 2015 წელს მისი კომერციული შემოსავლები საერთო ბაზრის 1,4 % იყო, საბიუჯეტო რეკლამიდან შემოსავალი 2015 წელს 68 616 ლარს, 2013-2014 წლებში კი 52 167 ლარს შეადგენდა.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.

ტელეკომპანიამ საინფორ­მაციო გადაცემები წინასაარჩევნოდ 2016 წლის 16 მაისიდან დაიწყო. TVMR საქართველოს 2015 წლის რეიტინგებში, მედია-კავშირი ობიექტივი არ ფიგურირებს. იმ 8 ტელეკომპანიიდან, რომ­ლებიც კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდზე დეკლარირებული 6 თვის მონაცემების თანახმად, 2016 წელს (1 იანვარი – 30 ივნისი) შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩ­ვენებლით გამოირჩევიან, მედია-კავშირი „ობიექტივი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომლის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს (33,1 %) შემოწირულობები წარმოადგენს.

2016 წელს ობიექტივზე წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან სულ სიძულვილის ენის შემცველი 16 კომენტარი გავიდა, საიდანაც ყველაზე მეტი (11) ჰომოფობიური შინაარსის იყო. მართალია, წინა წლებთან შედარებით 2016 წელს „ობიექტივის“ წამყვანების მხრი­დან თურქოფობია მკვეთრად შემცირებულია (3), თუმცა ყველაზე მაღალია იმ რესპონ­დენტთა რიცხვი (47), ვინც თურქოფობიული განწყობების ტირაჟირებას „ობიექტივის“ ეთერით ახდენდა. ამასთანავე წამყვანები არ ოპონირებდნენ რესპონდენტებთან და არ აღნიშნავდნენ, რომ რესპონდენტთა მოსაზრებები დისკრიმინაციული ხასიათის იყო, რო­გორც ეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსითაა გათვალისწინებული.

2016 წლის 30 აგვისტო დღემდე - გამგეობის თავმჯდომარე: ირაკლი ცილიკიშვილი გამგეობის წევრები: სოსო ზაალიშვილი, მამუკა გობეჩია, ზურაბ გოგიშვილი

2014 წლის 9 ოქტომბერი -  გამგეობის თავმჯდომარე: ირაკლი ცილიკიშვილი გამგეობის წევრები: სოსო ზაალიშვილი, თეა ნადირაძე, ზურაბ გოგიშვილი

2014 წლის 18 ივნისი - გამგეობის თავმჯდომარე: ირაკლი ცილიკიშვილი გამგეობის წევრები: თეა ნადირაძე, რეგან თელოიანი, ზურაბ გოგიშვილი

2010 წლის 2 აგვისტო - გამგეობის თავმჯდომარე: ირაკლი ცილიკიშვილი გამგეობის წევრები: მამუკა გობეჩია, ირმა ინაშვილი, რეგან თელოიანი

წელიშემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავლები
2017949 771 ლარი (3 კვარტლის მონაცემები)1 855 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით)
20161 691 397 ლარი10 000 ლარი
20151 080 873,27 ლარი68 616 ლარი

MDF-ის კვლევა: საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელ მედიაში, 2015.

რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ECRI-ის რეკომენდაციებში #7 წევრი სახელმწიფოების მიმართ შემდეგ ჩანაწერს ვხვდებით: 

9. “კანონმდებლობამ უნდა დაავალდებულოს საჯარო ხელისუფლება, რომ ის მხარეები, რომლებთანაც აფორმებს კონტრაქტებს, ვისზეც გასცემს სესხებს, გრანტებს ან სხვა სარგებელს, იცავენ და ხელს უწყობენ არადისკრიმინაციულ პოლიტიკას. კერძოდ, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლება უფლებით, რომ მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა და ხელშეწყობა კონტრაქტების, სესხების, გრანტების ან სხვა სარგებლის გაცემის წინაპირობად აქციოს. კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ასეთი წინაპირობის დარღვევის შემთხვევაში, კონტრაქტის, გრანტისა და სხვა სარგებლის შეწყვეტა.“

16. "კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ვალდებულებას, შეუჩეროს საჯარო დაფინანსება ორგანიზაციებს, რომლებიც რასიზმს აღვივებენ. იქ, სადა პოლიტიკური პარტიებისა საჯარო დაფინანსების სისტემა მოქმედებს, ასეთი ვალდებულება უნდა მოიცავდეს იმ პოლიტიკური პარტიებისათვის საჯარო დაფუნანსების შეწყვეტას, რომლებიც რასიზმს აღვივებენ."

ECRI-ის ანგარიში: ევროპული კომისია რასიზმისა და შეწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, 2015 წლის 8 დეკემბერი

  • 32. "მედიის განვითარების ფონდის მოპოვებული ინფორმაციით, 2013-14 წლებში ობიექტივმა მიიღო, სულ მცირე,  25000 აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა „ალიამ" და „კვირის პალიტრამ" ერთად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარამდე სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით”.
  • 33. "ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა”.

 

 

 

ECRI-ის ანგარიში: ევროპული კომისია რასიზმისა და შეწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, 2015 წლის 8 დეკემბერი

  • 30. "ტელეარხი „ობიექტივი" დიდი ხანია ატარებს ანტითურქულ სარედაქციო პოლიტიკას, რაც კარგად ჩანს სხვადასხვა თოქ შოუში წამყვანთა კომენტარებით და სტუმრების შერჩევითაც. ეს ტელევიზია ეწეოდა ასევე კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. ობიექტივის დამფუძნებელმა და პარტიის „პატრიოტთა ალიანსი" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა,ისინი აცნობიერებენ, რა საფრთხეს ქმნის ბათუმის ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,თურქეთის სიმბოლოს აღმართვა" .

MDF-ის კვლევა: ანტიდასავლური განწყობები, 2014-2015

  • სატელევიზიო მედიაში ანტიდასავლურ განწყობებს ყველაზე გამოკვეთილად მედია-კავშირ „ობიექტივის“ წამყვანები, მათი რესპონდენტები და სატელეფონო ჩართვების რეჟიმში, მაყურებლები გამოხატავდნენ. აღნიშნული ტელეკომპანია, რომელიც თურქოფობიისა და ისლამოფობიის გაღვივებით გამოირჩევა, დაკავშირებულია პოლი- ტიკურ მოძრაობა „პატრიოტთა ალიანსთან“, რომელმაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევ- ნებზე პირველად მოიპოვა საკრებულოებში წარმომადგენლობა (5,37%). (გვ.22).

MDF-ის კვლევა: სიძულვილის ენა და ქსენოფობია, 2014-2015

  • ობიექტივის თოქ-შოუ „ღამის სტუდიის“ მკაფიოდ გამოხატული სარედაქციო პოლიტიკაა თურქეთის და თურქი ეროვნების ადამიანების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. „ობიექტივის“ წამყვანები შემდეგ მოსაზრებებს კულ- ტივირებდნენ: თურქეთი, რუსეთის იდენტური საფრთხეა (6); ხდება ეკონომიკური ექსპანსია (3); ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო აჭარის გათურქებას (1); თურქები გაუნათლებელი ერია (1). მაყურებლები კი, რომელთა მოსაზრებებს წამყვანებიც დეკლარირებულად იზიარებდნენ, შემდეგ მოსაზრებებს ამკვიდრებდნენ: ყოფილი ხე- ლისუფლების [ნაციონალური მოძრაობის მმართველობა] ცალკეულ წარმომადგენელთა პოლიტიკის მიუღებლო- ბა ისლამოფობიურ კონტქესტში (4); საქართველო თურქეთის საკუთრებაა (3); ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში საქართველოს თურქეთი დაიპყრობს (2); თურქეთს ისევე აქვს ანექსირებული საქართველო, როგორც რუსეთს (1); მართლმადიდებელი რუსეთი იცავს საქართველოს გამუსულმანებისაგან (1). (გვ.52).

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.

2016 წელს ობიექტივზე წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან სულ სიძულვილის ენის შემცველი 16 კომენტარი გავიდა, საიდანაც ყველაზე მეტი (11) ჰომოფობიური შინაარსის იყო. მართალია, წინა წლებთან შედარებით 2016 წელს „ობიექტივის“ წამყვანების მხრი­დან თურქოფობია მკვეთრად შემცირებულია (3), თუმცა ყველაზე მაღალია იმ რესპონ­დენტთა რიცხვი (47), ვინც თურქოფობიული განწყობების ტირაჟირებას „ობიექტივის“ ეთერით ახდენდა. ამასთანავე წამყვანები არ ოპონირებდნენ რესპონდენტებთან და არ აღნიშნავდნენ, რომ რესპონდენტთა მოსაზრებები დისკრიმინაციული ხასიათის იყო, რო­გორც ეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსითაა გათვალისწინებული.