მედიის თავისუფლება 2015
შესავალი
ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.
ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს.
ანგარიში შედგება 8 თავისგან და შემდეგ თემებს მოიცავს: სამართლებრივი გარემო; ფინანსური და ბიზნეს გარემო; მედია საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები; სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა/გადაცემების დახურვა; სამართლებრივი პრატიკა, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებს მოიცავს; მედიასთან დაკავშირებული 2015 წლის მნიშვნელოვანი საქმეები, მთავრობის ადამიანის უფლებების 2014 წლის სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის მონიტორნგი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიპოლიტიკური ოპოზიციის კანდიდატთა დამტკიცების პრობლემა.
შემდეგი ანგარიშები ყოვეკვარტალურად გამოიცემა და საზოგადოებას მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ტენდენციების გაანალიზების შესაძლებლობას მისცემს.
ანგარიშს ბოლო თავებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მონიტორინგს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მხრივ შექმნილ კრიზისულ ვითარებას შეეხება, ასევე საჯაროინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაწილს, თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკის განმახორციელებელ ინსტიტუტებს და მედიის სფეროს წარმომადგენლებს მედია გარემოს გაუმჯობესების მხრივ დაეხმარება.