მედია საქმეები

8 დეკემბერი, 2015 სუს-ის მიერ რუსთავი 2-ის თანამშრომლის სავარაუდო გადაბირების მცდელობა

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვი...

2015 წლის 8 დეკემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  ტელეკომპანიის თანამშრომლის, კერძოდ ფინანსური დირექტორის მძღოლის კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, კახა კუბლაშვილი ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა და ის ტონირებულ მინებიან Toyota Camry-ში გადასვეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები მას სუს-ის თანამშრომლებად წარუდგნენ. თითქმის ორ საათიანი დიალოგის მიზანი, კუბლაშვილის განცხადებით, მისი გადაბირება იყო, სანაცვლოდ მას მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ჰირდებოდნენ. ამავე ინფორმაციით, თვალთვალი ხორციელდებოდა ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორზე.

 

შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, კახა კუბაშვილთან შედგა გასაუბრება და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

21 ოქტომბერი, 2015 ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მის დაშანტაჟებასთან დაკავაშირებით

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და ხელისუფლების მხრიდან მუქარასა და მისი დაშანტაჟების  მცდელობ...

2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და ხელისუფლების მხრიდან მუქარასა და მისი დაშანტაჟების  მცდელობაზე ისაუბრა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ შაუმავლის - საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის - მეშვეობით მას შემდეგი გზავნილი გადასცა: თუ ის არ ჩამოშორდებოდა „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, „მას არ უნდა დავიწყებოდა თავისი ოჯახის წევრების არსებობის შესახებ, ასევე მას უნდა სცოდნოდა, რომ ხელისუფლებას აქვს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და მიხეილ სააკაშვილთან მისი სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ  გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. 2015 წლის 29 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადების გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გავრცელდა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, ასევე გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების მუხლით დაიწყო. ჩანაწერების განხორციელების კანონიერებასთან დაკავშირებით პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ  გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

21 ოქტომბერი, 2015 ლანჩხუთში საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელმა რუსთავი 2-ის კორესპონდენეტს გადაღების საშუალება არ მისცა

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2015 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ არ აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექსერვისის თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ტელეკომპანი...

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 2015 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ არ აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექსერვისის თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ტელეკომპანიის რეგიონულ კორესპონდენტს ლადო მენაბდეს საჯარო სივრცეში გადაღების უფლებას და მას  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. საჯარო სამსახურის თანამშრომელი ჟურნალისტს "ხალხის მტერს", "სექტანტს" უწოდებს და მას გინებით მიმართავს. ცინცაძემ, რომელიც ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას ლანჩხუთში მუშაობა ეკრძალებოდა და რომ  ტელეკომპანია ობიექტური არ იყო.

ეს არ არის ლადო მენდაბდისთვის მისი პროფესიული საქმიანობისთვის ხელისშეშლის პირველი შემთხვევა, რის გამოც ადრე მან  პოლიციასა და პროკურატურას არაერთხელ მიმართა.

ნუგზარ ცინცაძის მხრიდან ლადო მენაბდის და რუსთავი 2-ის ოპერატორის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი წლის წინათაც ჰქონდა ადგილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, 2014 წლის 8 დეკემბერს ცინცაძე, რომელიც იმ დროს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა. ჟურნალისტს და ოპერატორს ლანხუთში განმეორებით ჩასვლის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. შემთხვევა ბოლნისის "სიონისა" და ლანჩხუთის "გურიის" საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ მოხდა.

ლადო მენაბდის განცხადებით, საქმე მოკვლევის ეტაპს არ გასცდენია, რამდენიმე თვის წინ მან სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, თუმცა მოკვლევის შედეგები და საქმის შემდგომი მსვლელობა მისთვის უცნობია.

 

MDF-მა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ლანჩხუთის შსს რაიონული სამმართველოდან გამოითხოვა. საპასუხო წერილში უწყებამ გვაცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმე არა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე იყო აღძრული, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარების დაზიანებაზე სსკ-ის 187 მუხლის პირველი ნაწილით. შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნდა არ მიმდინარეობს.

2015 წელს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრების ქსელმა 28 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელ​ის განცხადება - http://bit.ly/1mcIEi8

16 ოქტომბერი, 2015 “ტაბულას” რედაქტორი და პროდიუსერი ქუჩაში პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე  ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგი...

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე  ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს. დაკავების მიზეზი მათ მიერ გაზპრომის საწინააღმდეგო კამპანიისთვის „დაეხმარე საქართველოს - დაიცავი თავისუფლება“ სამშენებლო ღობეზე და გარე განათების ბოძზე პლაკატების გაკვრა გახდა. 

პლაკატზე გამოსახული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურები. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ღობეზე სხვა შინაარსის პლაკატებიც იყო გაკრული. 

სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამართალდარღვევსი ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“. 

მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული სამართალდამრღვევებად ცნო.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კარიკატურის გაკვრისთვის  აღნიშნული პირების დაკავებით გაუმართლებლად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. 

 

სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამართალდარღვევსი ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“. 

მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული სამართალდამრღვევებად ცნო.

30 სექტემბერი, 2015 აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის იძულება ჩვენების შეცვლის შესახებ

2015 წლის 30 სექტემბერს, ქობულეთში  აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა   გაიტაცეს. ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა ამ ფაქტზე პოლიციას ჩვენება მისცა,რის შემდეგაც, მისი თქმით...

2015 წლის 30 სექტემბერს, ქობულეთში  აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა   გაიტაცეს. ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა ამ ფაქტზე პოლიციას ჩვენება მისცა,რის შემდეგაც, მისი თქმით, სამმართველოს ეზოში მას  ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი დახვდა და  ჩვენების შეცვლა სთხოვა. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია.

ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ზაქარია გურჩიანი ჩვენების შეცვლაზე მის დაყოლიებას ცდილობს. მოწმეზე დაზარალებულზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ზემოქმედება სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის საქმეს პროკურატურა იძიებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის საქმეს პროკურატურა იძიებს.

15 სექტემბერი, 2015 "მაესტროს" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ მუქარა

ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორის ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, მის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული შეკითხვის გამო, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა...

ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორის ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, მის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული შეკითხვის გამო, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ ის “გვერდზე გაიყვანა” და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა 2015 წლის 15 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში სტუმრობის დროს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების  დავით მჟავანაძისა და ილია მალაზონიას და ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრის ბესო ქათამაძის დაკავებას შეეხებოდა.  აღნიშნულმა პირებმა ქალაქის ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, წარწერით ,,მატყუარა მთავრობა.“ ისინი მთავრობისადმი კრიტიკული შინაარსის ბანერის გამოკვირსთანავე მომენტალურად დააკავეს.  დაკავებულთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეადგინეს, რაც ისეთ ქმედებებს შეეხება, როგორიცაა ,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი”.
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოთქვა მზადყოფნა,  სამინისტროს გენერალური ინსპექციას „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაეწყო და სამართალდარღვევის შემთხვევაში, რეაგირება მოეხდინა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება - http://bit.ly/20GmCnr

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება -  http://bit.ly/1KWOKK7

Pages